ინტერნეტი და თინეიჯერი

ინტერნეტი და თინეიჯერი

უშლის თუ არა კომპიუტერი თინეიჯერს სწავლაში ხელს? ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემს თანატოლებში ორი აზრი არებობს… ზოგი თვლის, რომ კომპიუტერი და ინტერნეტი ძალიან დიდ დახმარებას უწევს იმ მასალების მოძიებაში, რომელიც მას სკოლაში სჭირდება, თუმცა ნაწილი თვლის, რომ კომპიუერი მთლიანად ფანტავს მის გონებას და ხელს უშლის მეცადინეობაში..

როდესაც ჩემს მეგობარს დავუსვი იგივე კითხვა მან მიპასუხა, რომ ინტერნეტის გარეშე ასებობა არ შეუძლია და როდესაც სკოლიდან მისული კომპიუტერთან ჯდება თავს ვეღარ ანებებს მას, რადგან ხშირად სხვადასხვა სოციალურ ქსელში ისეთ რამეებს აწყდება, რომ უჭირს ინტერნეტისათვის თავის დანებება და როდესაც წიგნებთან მიდის სამეცადინოდ გონება მაინც კომპიუტერისაკენ გაურბის.. ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის.

ბევრი თინეიჯერისაგან მსმენია, რომ ანალოგიურად ემართება ხოლმე.. ჩემი აზრით, კომპიუტერი და ინტერნეტი გვართმევს ძალიან დიდ დროს და ვეღარ ვახერხებთ საფუძვლიანი განათლების მიღებას, რაც ალბათ დამეთანხმებით, რომ სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალს…

_______________________________________

წყარო: http://teenaisha.wordpress.com/2012/01/18/internet-და-თინეიჯერი/

გადასვლა >>> ,,თინეიჯერი”