ლიოფილიზებული მარწყვი აუმჯობესებს ქოლესტერინის დონე

კვლევის თანახმად, ლიოფილიზებული (მშრალად გაყინული) მარწყვის მოხმარება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში.
სისხლში ქოლესტერინის მაღალი შემცველობა გულის კორონალური დაავადების დადგენილი რისკ-ფაქტორია. რაც უფრო მაღალია ქოლესტერინის დონე, მით უფრო მეტია გულის კორონალური დაავადების განვითარების შანსი. ქოლესტერინის საერთო რაოდენობისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობის დაქვეითება ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკს. ქოლესტერინის რაოდენობა მატულობს ასაკთან ერთად და შეიძლება მიაღწიოს მაღალ ციფრებს ყოველგვარი გარეგნული ნიშნებისა და სიმპტომების გარეშე.
პროსპექტული კოჰორტული კვლევის მიხედვით, მარწყვის ფლავონოიდები პოტენციური ანტიოქსიდანტები და ანთებისსაწინააღმდეგო აგენტები არიან, რომლებიც ხელს უწყობენ კარდიოვასკულური დაავადებების რისკ-ფაქტორების შემცირებას.
მკვლევარები აკვირდებოდნენ მეტაბოლური სინდრომის მქონე ქალებს (გულის დაავადების რისკ-ფაქტორის ჯგუფი), რომლებიც ღებულობდნენ 25გ ლიოფილიზებული მარწყვის ფხვნილს დღეში ორჯერ ოთხი კვირის მანძილზე. ქალებს გამოკვლევები ჩაუტარდათ კვლევის დასაწყისში და ოთხი კვირის შემდეგ.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მნიშვნელოვნად დაქვეითდა საერთო ქოლესტერინისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონე (-5% და-6%, შესაბამისად). ასევე, მნიშვნელოვნად, 14%-ით, დაქვეითდა ლიპიდების ჟანგვითი დეგრადაციის მაჩვენებლების – malondialdehyde და hydroxynonenal-ის დონე.

წყარო საიტის ადმინისტრაციის ნებართვით აღებულია www.medportal.ge -დან


გადასვლა >>>> ქოლესტერინი
..