როგორ მოვიცილოთ ცუდი სუნი პირიდან? (პირველი ნაწილი)

ამ პოსტიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ პირის ღრუს პროფესიონალური ირიგატორი ინტერნეტ-მაღაზია   ,,ამაზონიდან” – იხ. ამავე ფერის ტექსტები

როგორ მოვიცილოთ ცუდი სუნი პირიდან? (პირველი ნაწილი)

რადგან პირიდან ცუდი სუნის ძირითადი მიზეზია ბაქტერიების გამონაყოფი (აქროლადი გოგირდოვანი ნაერთები), მათგან გათავისუფლების ძირითადი მეთოდია პირის გაწმენდა ისე, რომ:

  • – ბაქტერიებს არ დარჩეთ საკვები ნივთიერებები;
  • – შემცირდეს პირში უკვე დაგროვებული ბაქტერიების რაოდენობა;
  • – შესუსტდეს ანაერობული გარემო, რომელშიც ცხოვრობენ და მრავლდებიან ბაქტერიები;
  • – არ დაუშვათ ბაქტერიების გამრავლების ახალი კერების წარმოქმნა.

გარდა ამისა, შეიძლება გამწმენდების გამოყენება, რომლებიც შეამცირებენ აქროლადი გოგირდოვანი ნაერთების უსიამოვნო სუნს პირიდან.


♦♦ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე” შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ პირის ღრუს პროფესიონალური ირიგატორი – Professional Rechargeable Oral Irrigator with High Capacity Water Tank by ToiletTree Products >>>>>

ესაა კბილის ელექტოჯაგრისის მსგავსი აპარატი, რომელიც გარკვეული წნევით მიწოდებული წყლის ჭავლით ასუფთავებს კბილთაშუა სივრცეებს საკვების ნარჩენებისაგან და კბილის ნადებისაგან პირის ღრუს ყველაზე მიუდგომელი ადგილებიდან, ასევე ასუფთავებს პაროდონტალურ ჯიბეებს, აქრობს უსიანოვნო სუნს პირის ღრუდან; მისი მუშაობა დაფუძნებულია ირიგაციის პრინციპზე – ჰიდრომასაჟზე, და ამდენად, იგი ამავე დროს ახდენს ღრძილების ერთგვარ ჰიდრომასაჟს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.


როგორ მოვაცილოთ ბაქტერიებს საკვები ნივთიერებები?

როგორც უკვე ვთქვით, პირიდან ცუდ სუნს იწვევენ ბაქტერიების ცხოველმყოფელობის პროდუქტები, რომლებსაც ისინი ცილების დაშლის დროს გამოყოფენ. ამიტომ, ვეგეტარიანელებში პირიდან ცუდი სუნის პრობლემა უფრო ნაკლებად გვხვდება, ვიდრე იმ პირებში, ვინც დიდი რაოდენობით ცილოვან საკვებს იღებს.
ძალიან მნიშვნელოვანია პირის ღრუს დროული და სწორი გაწმენდა, განსაკუთრებით ცილებით მდიდარი საკვების მიღების შემდეგ. საუზმის, სადილის ან ვახშმის შემდეგ პირში რჩება საკვების უმცირესი ნაწილაკები, რომლებიც, გარდა იმისა, რომ კბილებს შორის რჩება, ასევე ილექება თეთრ ნადებში ენის უკანა ზედაპირზე.
რადგან სწორედ ამ ადგილებში გროვდება პირიდან ცუდი სუნის გამომწვევი ანაერობული ბაქტერიებიც, საკვების მიღების შემდეგ თუ პირის ღრუს სათანადოდ არ გაიწმენდთ, ბაქტერიებს დიდი ხნით უზრუნველყოფთ საკვების საკმარისი რაოდენობით.

კბილებისა და ღრძილების გაწმენდა

პირიდან ცუდი სუნის გამომწვევი ბაქტერიები არის კბილის ნადებშიც, რომელიც გროვდება კბილებსა და ღრძილის კიდეზე. ამ ნადების შესამცირებლად და საკვების ნარჩენების მოსაცილებლად აუცილებელია კბილებისა და ღრძილების გაწმენდა კბილის ჯაგრისით და კბილის ძაფით.
თუ კბილის ძაფით ყოველდღე არ გამოვიწმენდთ კბილებს შორის შუალედებს, სადაც კბილის ჯაგრისი ვერ აღწევს, პირიდან ცუდ სუნს ვერ მოვიცილებთ.




მიმართეთ სტომატოლოგს

თუ ყველა ღონისძიების შემდეგ პირიდან სუნი არ გაქრება, მიმართეთ სტომატოლოგს, რომელთანაც განიხილავთ შექმნილ პრობლემას და ჩაიტარებთ პირის გაწმენდის პროცედურებს. ეს საუკეთესო გამოსავალია იმიტომ, რომ:

  1. ყველამ არ იცის კბილის ძაფისა და კბილის ჯაგრისის ეფექტური გამოყენება. დათვალიერების შემდეგ ექიმი გასწავლით საჭირო მეთოდებს.
  2. კბილების ეფექტურ გაწმენდას შეიძლება ხელი შეუშალოს კბილის ქვამ. მას ექიმი მოაშორებს.
  3. თუ აღმოგაჩნდათ პაროდონტის დაავადების ნიშნები, ექიმი სათანადო მკურნალობას დაგინიშნავთ. პაროდონტის დაავადებამ შეიძლება სერიოზულად დააზიანოს კბილები და მათ ირგვლივ მდებარე ძვალი. ამავდროულად, კბილებსა და ღრძილებს შორის წარმოიქმნება იმდენად ღრმა ჯიბეები (რომლებშიც გროვდება ბაქტერიები), რომ მათი გაწმენდა და შესაბამისად ცუდი სუნის გამომწვევი მიზეზის აღკვეთა შეუძლებელია.
  4. დათვალიერების დროს ექიმი გამოავლენს სხვა არანამკურნალებ დაავადებებს (თუ ისინი არის), რომლებმაც შეიძლება გააძლიერონ პირიდან ცუდი სუნი.
  5. თუ ექიმი ჩათვლის, რომ ეს დაავადებები შეიძლება არ იყოს ცუდი სუნის გამომწვევი მიზეზი, ის გირჩევთ ჩაეწეროთ თერაპევტთან და მოგცემთ სათანადო განმარტებას.

ენის კარგად გაწმენდა

რადგან ადამიანების უმრავლესობა ამ პროცედურას არ იტარებს, სცადეთ გახადოთ ის პირის ღრუს ყოველდღიური მოვლის ნაწილი. ძალიან ხშირად მარტო ამ მეთოდის გამოყენებაც საკმარისია პირიდან ცუდი სუნის მოსაშორებლად.
როგორც აღვნიშნეთ, ენის უკანა ნაწილს უფრო ცუდის სუნი აქვს, ვიდრე წინას. ეს იმიტომ ხდება, რომ ენის წინა ნაწილი მუდმივად განიცდის თვითგაწმენდას და მასზე ნაკლები ანაერობული ბაქტერია გროვდება. ენის მოძრაობის პროცესში მისი წინა ნაწილი მუდმივად ეხება მაგარ სასას და იწმინდება, რაც ხელს უშლის ბაქტერიების დაგროვებას.
ენის უკანა ნაწილი, წინასგან განსხვავებით, მოძრაობის დროს მხოლოდ რბილ სასას ეხება. ამ დროს ეფექტური გაწმენდა არ ხდება. ამიტომ, ცუდი სუნის გამომწვევი ბაქტერიები, ძირითადად, გროვდება ენის უკანა ნაწილზე და სწორედ ეს მიდამო საჭიროებს პერიოდულ გაწმენდას.

ენის სწორად გაწმენდა

ენის უკანა მიდამოს გასაწმენდად რამდენიმე მეთოდი არსებობს, რომელთა მიზანიც არის ბაქტერიებისა და საკვების ნარჩენების მოცილება, რომლებიც ამ მიდამოში გროვდებიან.
ენის გაწმენდის დროს, მეთოდის მიუხედავად, საჭიროა რაც შეიძლება ღრმად შესვლა, რომ ენის შეძლებისდაგვარად დიდი ზედაპირი გაიწმინდოს. ამ დროს გულისრევის შეგრძნება ბუნებრივი რეაქციაა, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს რეფლექსი შესუსტდება.


♦ პირის ღრუს მოვლის საშუალებები ამაზონზე >>


ენის გაწმენდა კბილის ან სპეციალური ჯაგრისით

ენის ზედაპირის გასაწმენდად გამოიყენება კბილის ჯაგრისი ან სპეციალური ენის საწმენდი ჯაგრისი. გაწმენდა დაიწყეთ ყველაზე შორი უბნებიდან, რომლებსაც მიწვდებით, შემდეგ თანდათან ჯაგრისი წინ მიმართული მოძრაობებით გადაანაცვლეთ ენის წინა მიდამოსკენ. მოძრაობები ენის ზედაპირზე მცირედი ზეწოლით განახორციელეთ, რომ არ გააღიზიანოთ ლორწოვანი გარსი.
ენის უფრო ეფექტურად გასაწმენდად გამოიყენეთ კბილის პასტა, რომლის შემადგენლობაშიც შედის იგივე ინგრედიენტები, რაც პირის სავლებში.

აქროლადი გოგირდოვანი ნაერთების გამანეიტრალებელი პასტები

რადგან აქროლადი გოგირდოვანი ნაერთები იწვევენ პირიდა არასასიამო სუნს, მათი გამანეიტრალებელი ნივთიერებების, მაგალითად, ქლორის ორჟანგის ან თუთიისშემცველი კბილის პასტები აუმჯობესებენ თქვენი სუნთქვის სიჯანსაღეს.

ანტიბაქტერიული თვისებების მქონე პასტები

თუ პასტა ანტიბაქტერიულ ნივთიერებებს, მაგალითად, ქლორის ორჟანგს ან ცეტილპირიდინის ქლორიდსშეიცავს, ენის გაწმენდის დროს ანაერობული ბაქტერიები იღუპებიან.
კბილის ჯაგრისით ენა შეიძლება კარგად გაიწმინდოს, მაგრამ მრავალი ადამიანი იყენებს სპეციალურ ენის საფხეკ კოვზს, თვლის რა, რომ ეს მეთოდი უფრო ეფექტურია. ზოგიერთი პაციენტი ამტკიცებს, რომ საფხეკი კოვზი ნაკლებად იწვევს გულისრევას, ვიდრე კბილის ან სპეციალური ჯაგრისი.
ამ მეთოდზე თქვენი რეაქციის გამოსაცდელად შეიძლება მარტივი ცდის ჩატარება. აიღეთ ჩაის კოვზი, გადააბრუნეთ და სცადეთ ენის მოფხეკა. ამისათვის კოვზით შეეხეთ ენის უკანა ზედაპირს, მსუბუქად დააწექით და წინისაკენ გამოსწიეთ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ძალიან ძლიერად არ მოფხიკოთ, შეიძლება გაღიზიანდეს ენის ზედაპირი.
თუ გამოფხეკა გაღიზიანებას არ იწვევს, იყიდეთ აფთიაქში ამ მიზნისთვის შემუშავებული სპეციალური კოვზი. ის ენას ჩაის კოვზზე ეფექტურად გაწმენდს.


როგორ მოვიცილოთ ცუდი სუნი პირიდანFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤔 როგორ მოვიცილოთ ცუდი სუნი პირიდან?
🦠 რადგან პირიდან ცუდი სუნის ძირითადი მიზეზია ბაქტერიების გამონაყოფი, მათგან გათავისუფლების ძირითადი მეთოდია პირის გაწმენდა ისე, რომ:
✅ ბაქტერიებს არ დარჩეთ საკვები ნივთიერებები;
✅ შემცირდეს პირში უკვე დაგროვებული ბაქტერიების რაოდენობა;
✅ შესუსტდეს ანაერობული გარემო, რომელშიც ცხოვრობენ და მრავლდებიან ბაქტერიები;
✅ არ დაუშვათ ბაქტერიების გამრავლების ახალი კერების წარმოქმნა.
🦷 პირიდან ცუდი სუნის გამომწვევი ბაქტერიები არის კბილის ნადებშიც, რომელიც გროვდება კბილებსა და ღრძილის კიდეზე.
🪥 ამ ნადების შესამცირებლად და საკვების ნარჩენების მოსაცილებლად აუცილებელია კბილებისა და ღრძილების გაწმენდა კბილის ჯაგრისით და კბილის ძაფით.
❗️ თუ კბილის ძაფით ყოველდღე არ გამოვიწმენდთ კბილებს შორის შუალედებს, სადაც კბილის ჯაგრისი ვერ აღწევს, პირიდან ცუდ სუნს ვერ მოვიცილებთ.
👉 გაიგეთ, როგორ მოიცილოთ ცუდი სუნი პირიდან – https://bit.ly/3PUQNaV
#ჰალიტოზი #რაარისჰალიტოზი #ჰალიტოზისმიზეზები #ჰალიტოზისმკურნალობა #ცუდისუნი #ცუდისუნიპირიდან #როგორმოვიცილოთცუდისუნი #პირისღრუსმოვლა #რჩევებიჰალიტოზისსამკურნალოდ #სასმელი #ყავა #მოწევა #გასტროეზოფაგურირეფლექსი #კბილისძაფი #კბილებისსისუფთავე #პირისღრუსსისუფთავე #სტომატოლოგია #ვიზიტისტომატოლოგთან #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


  >>> როგორ მოვიცილოთ ცუდი სუნი პირიდან? (მეორე ნაწილი)

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან” 
♦ გადასვლა >> 1. სუნი პირიდან

აღებულია dentalcafe.ge  –დან.
მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.