ბიკალუტამიდი გრინდექსი

ბიკალუტამიდი გრინდექსი – სასქესო ჰორმონების ანტაგონისტი

ბიკალუტამიდი გრინდექსის პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი ინსტრუქცია.
– შეინახეთ ეს ინსტრუქცია! შესაძლოა მოგვიანებით დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
– თუ გაგიჩნდათ რაიმე შეკითხვები, შეეკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
– ეს წამალი გამოწერილია თქვენთვის. არ მისცეთ იგი სხვას. ამას შეუძლაა ზიანის მიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მეორე ადამიანს აქვს მსგავსი სიმპტომები.
– თუ თქვენში შეინიშნება რაიმე გვერდითი მოქმედება, რომელიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში ან თუ აღწერილი გვერდითი მოქმედება მძიმედ ვლინდება, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რას შეიცავს ბიკალუტამიდი გრინდექსი
– აქტიური ნივთიერება – ბიკალუტამიდი (Bicalutamidum)
ერთი ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ბიკალუტამიდს.
– სხვა კომპონენტები:
ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, პოვიდონი კ-30, სახამებლის ნატრიუმის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი.
ტაბლეტის გარსი: Opadry White Y -1-7000, რომელიც შეიცავს ჰიპრომელოზას, ტიტანიუმის დიოქსიდს (E 171), მაკროგოლს 400.
ბიკალუტამიდი გრინდექსის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბიკალუტამიდი გრინდექსის რომელიმე კომპონენტის შესახებ
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა თქვა, რომ თქვენ გაქვთ შაქრის რომელიმე სახის აუტანლობა, ამ წამლის მიღებამდე კონსულტირება გაიარეთ ექიმთან. 

ბიკალუტამიდი გრინდექსის ფარმაკოლოგიური თვისებები
პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის ზრდა დამოკიდებულია მამაკაცის სქესობრივ ჰორმონებზე, კერძოდ ანდროგენებზე. ბიკალუტამიდი გრინდექსის აქტიური ნივთიერება ბიკალუტამიდი არის ე.წ. ანტიანდროგენი, რომელიც ხელს უშლის ბუნებრივი ანდროგენების მასტიმულირებელ მოქმედებას სიმსივნეზე.
ბიკალუტამიდი გრინდექსი 50 მგ ტაბლეტები გამოიყენება პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ სხვა მკურნალობასთან ერთად.

ბიკალუტამიდი გრინდექსის მიღების წესები და დოზები
ყოველთვის გამოიყენეთ ბიკალუტამიდი გრინდექსი ექიმის მითითების შესაბამისად.
შეკითხვების გაჩენის შემთხვევაში ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ჩვეულებრივი დოზა – ერთი 50 მგ ტაბლეტი დღეში.
წამალი მიიღება ყოველ დღე დაახლოებით ერთ და იგივე დროს
თუ მიგაჩნიათ, რომ ბიკალუტამიდი გრინდექსის მოქმედება მეტად ძლიერია ან მეტად სუსტი, უთხარით ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ ბიკალუტამიდი გრინდექსი დანიშნულზე მეტი
თუ თქვენ მიიღეთ მეტი ტაბლეტ, ვიდრე დანიშნულია, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.
თუ დაგავიწყდათ ბიკალუტამიდი გრინდექსის მიღება
თუ დაგავიწყდათ სადღეღამისო დოზის მიღება, “დავიწყებული” დოზის შესანაცვლებლად არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა და დაელოდეთ შემდეგი დოზის მიღებას.
თუ შეწყვიტეთ ბიკალუტამიდი გრინდექსის მიღება
მიიღეთ ბიკალუტამიდი გრინდექსი იმ დროის განმავლობაში, რომელიც დაგინიშნა ექიმმა.
თქვენი ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ შეწყვიტოთ წამლის მიღება და არ შეცვალოთ დოზა იმ შემთხვევაშიც, როდესაც თავს გრძნობთ ჯანმრთელად.
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ამ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ბიკალუტამიდი გრინდექსის ბიკალუტამიდი გრინდექსის მიღებამდე
არ მიიღოთ ბიკალუტამიდი გრინდექსი შემდეგ შემთხვევებში:
– თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ბიკალუტამიდის ან ბიკალუტამიდი გრინდექსის სხვა კომპონენტების მიმართ;
– თუ ღებულობთ ტერფენადინს (პოლინოზის ანუ “თივის ცხელების” ან ალერგიის საწინააღმდეგოდ), ასტემიზოლს (პოლინოზის ანუ “თივის ცხელების” ან ალერგიის წინააღმდეგ) ან ცისაპრიდს (გამოიყენება კუჭის მოქმედების დარღვევის შემთხვევაში);
– ეს წამალი არ უნდა გამოიყენონ ქალებმა და ბავშვებმა.

ბიკალუტამიდი გრინდექსის გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად ბიკალუტამიდ გრინდექსს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველასთან არ ვლინდება.
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს, თუ შეამჩნიეთ რომელიმე ჩამოთვლილი გვერდითი მოქმედება:
• შესამჩნევად გაძნელებული სუნთქვა, შესაძლოა ციებით ან ხველით. ზოგ პაციენტებში შეიძლება იყოს ფილტვების ანთება, ე.წ. “ფილტვების ინტერსტიციალური დაავადება”
• ძლიერი ქავილი (ბებერათი) ან სახის, ტუჩის ან ყელის შეშუპება, რომელიც ართულებს ყლაპვას
• სისხლი შარდში
• მუცლის ტკივილები
• კანის და თვალის გარსის სიყვითლე
თუ შეამჩნიეთ ნებისმიერი ჩამოთვლილი გვერდითი მოქვლენები ან ასევე თუ გაქვთ ამ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
ძალიან ხშირად (შეინიშნება ერთი 10 პაციენტიდან 1-ზე მეტს)
• თავბრუსხვევა
• ალები
• მუცლის ტკივილი, ყაბზობა, გულისრევა
• სისხლი შარდში (ჰემატურია)
• მკერდის ჯირკვლების შეშუპება (გინეკომასტია) და მკერდის ჯირკვლის მგრძნობელობა
• სისუსტე, ტკივილი გულ-მკერდის არეში, კოჭების, ტერფების ან ფეხების შეშუპება.
ხშირად (შეინიშნება 100 პაციენტიდან 1-ზე მეტს)
• გულის უკმარისობა
• პირის სიმშრალე, საჭმლის მონელების დარღვევები, აირების დაგროვება
• ღვიძლის მოქმედების მაჩვენებლების ცვლილებები
• ძილის დარღვევები
• შესუსტებული სქესობრივი ლტოლვა, დეპრესია
• გაძნელებული სუნთქვა (დისპნოე)
• იმპოტენცია
• ღამით გაღვიძება შარდვის აუცილებლობით (ნიქტურია)
• ანემია
• თმების ცვენა, თმების ზრდა/დამატებითი თმების ზრდა, მშრალი კანი, ქავილი, გამონაყარი, ოფლიანობა
• შაქრიანი დიაბეტი, სისხლში შაქრის დონის მატება, სხეულის მასის ცვლილება, უმადობა
• თავის ტკივილები, ტკივილები მუცლის ქვედა ნაწილში, შეციება
იშვიათად (შეინიშნება 1 000 პაციენტიდან 1-ზე მეტს);
• მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მ.შ. ანგიონევროტიკული შეშუპება (სახის, ენის ან ყელის შეშუპება) და ჭინჭრის ციება
• ფილტვების ანთება (ფილტვების ინტერსტიციალური დაავადება)
იშვიათად (შეინიშნება 1000 პაციენტიდან 1 -ზე ნაკლებში):
• ღვიძლის უკმარისობა.
თუ შეამჩნევთ ნებისმიერ გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში ან თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოქმედება ვლინდება მძიმედ, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ბიკალუტამიდი გრინდექსის ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტირება გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ქალებში ბიკალუტამიდი არ გამოიყენება.

ბიკალუტამიდი გრინდექსის განსაკუთრებული მითითებები
ბიკალუტამიდ გრინდექსის გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო შემდეგ შემთხვევებში
– თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევები;
– თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;
– თუ გაქვთ დიაბეტი და უკვე იყენებდით სხვა წამლებს პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ (ე.წ. ЛГРГ (ბუნებრივი მალუთეინიზებელი ჰორმონის რილიზინგ-ჰორმონის) ანალოგები)
ბიკალუტამიდი გრინდექსის ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების მომსახურება
ნაკლებსავარაუდოა, რომ ბიკალუტამიდი გავლენას იქონიებს პაციენტის მიერ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების მომსახურების უნარზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგჯერ ამ წამალმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა. ძილიანობის შემთხვევაში პაციენტებმა უნდა დაიცვან სიფრთხილე.

ბიკალუტამიდი გრინდექსის სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც ღებულობთ ან ღებულობდით ბოლო დროს, მათ შორის პრეპარატები, რომელთა შეძენა შეიძლება რეცეპტის გარეშე.
არ გამოიყენოთ ბიკალუტამიდი ტერფენადინთან ან ასტემიზოლთან (ანტიჰისტამინური ჯგუფის პრეპარატი) ან ცისაპრიდთან ერთად (გამოიყენება კუჭის მოქმედების დარღვევის შემთხვევაში)
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმის შეტყობინება, თუ იყენებთ:
– ანტიკოაგულანტებს (მაგ., ვარფარინი)
– ციკლოსპორინს (პრეპარატი, რომელიც გავლენას ახდენს იმუნური სისტემის მოქმედებაზე)
– კალცის არხების ბლოკატორებს (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ)
– ციმეტიდინს (კუჭის წყლულის სამკურნალოდ)
– კეტოკონაზოლს (გამოიყენება კანისა და ფრჩხილების სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ)

ბიკალუტამიდი გრინდექსის შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და უჩინარ ადგილას.
ამ წამლისათვის არ არის საჭირო შენახვის განსაკუთრებული პირობები.
არ გამოიყენოთ ბიკალუტამიდი გრინდექსი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის უკანასკნელ დღეს.
პრეპარატი არ უნდა გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ან კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს პრეპრატის არასაჭირო ნარჩენების ლიკვიდაციის შესახებ. ეს ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.