კანონი N 756-11ს – საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ

კანონი N 756-11ს – საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ

მიღებულია – 20.06.2001 წ.   ძალაშია –  20.06.2001 წ

02.09.2005 წ – მდგომარეობით

ეს კანონი განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის საფუძველს და მიზნად ისახავს სხვა პირთა თანაბრად უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზაცია, შექმნას ხელსაყრელი პირობები მათი სრულფასოვანი ცხოვრებისა და საზოგადოების ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობისათვის.

თავი N 1 – ზოგადი დებულებანი

  • მუხლი N 1 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის საფუძვლები
  • მუხლი N 2 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი
  • მუხლი N 3 – სახელმწიფოს როლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის სფეროში
  • მუხლი N 4 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა
  • მუხლი N 5 – ჟესტების ენა
  • მუხლი N 6 – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის სფეროში.

თავი N 2 – სოციალური ინფრასტრუქტურით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შეუფერხებელი სარგებლობისათვის პირობების შექმნა

  • მუხლი N 7  –  საცხოვრებელი შენობებითა და სოციალური ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარგებლობის უზრუნველყოფა
  • მუხლი N 8  –  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოთხოვნილებების გათვალისწინება სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების და პროექტებისა და მშენებლობისას
  • მუხლი N 9  –  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებისა და მოთხოვნილებების უზრუნველყოფა კულტურულ-სანახაობით დაწესებულებებსა და სპორტულ ნაგებობებში
  • მუხლი N 10 – საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მონაწილეობა სოციალურ-პოლიტიკური ბიექტებისა და სპორტული ნაგებობების მშენებლობის დაფინანსების, მოწყობილობის შეძენისა და შენახვის საქმეში
  • მუხლი N 11 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ – საყოფაცხოვრებო მომსახურება
  • მუხლი N 12 – შეღავათები იმ საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის აწარმოებენ საქონელსა და ტექნიკურ საშუალებებს

თავი N 3 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამედიცინო, პროფესიული და სოციალური რეაბილიტაცია

  • მუხლი N 13 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამედიცინო, პროფესიული და სოციალური რეაბილიტაციის სახელმწიფოებრივი უზრუნველყოფა
  • მუხლი N 14 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამა
  • მუხლი N 15 – რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამების შესრულების სავალდებულობა
  • მუხლი N 16 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო დაწესებულებები

თავი N 4 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლება და პროფესიული მომზადება

  • მუხლი N 17 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლებისა და პროფესიული მომზადების პირობების უზრუნველყოფა, ამ კატეგორიის ბავშვთა სკოლამდელი აღზრდა
  • მუხლი N 18 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ზოგადი საშუალო, საშუალო სპეციალური და უმაღლესი განათლება, ამ კატეგორიის ბავშვთა შინ აღზრდა და სწავლება
  • მუხლი N 19 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიული მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება
  • მუხლი N 20 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების, პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ფორმები

თავი N 5 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომა

  • მუხლი N 21 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომის უფლებების რეალიზაცია
  • მუხლი N 22 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომის პირობები
  • მუხლი N 23 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოვალეობის შეღავათები და უპირატესობანი

თავი N 6 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დახმარება

  • მუხლი N 24 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დახმარება, სოციალური დახმარების სახეობანი
  • მუხლი N 25 – ინვალიდთა უზრუნველყოფა ტექნიკური და სხვა საშუალებებით
  • მუხლი N 26 – შინ მომსახურება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დახმარების სტაციონალური დაწესებულებანი
  • მუხლი N 27 – პანსიონეტებსა და სოციალური დახმარების სხვა სტაციონარულ დაწესებულებეში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები
  • მუხლი N 28 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დახმარების სახელმწიფო ორგანოები
  • მუხლი N 29 – სოციალური დახმარების დაფინანსების წყაროები

თავი N 7 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპორტის შესაფერის სახეობათა დანერგვა და განვითარება

  • მუხლი N 30 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპორტის შესაფერის სახეობათა დანეგრვა და განვითარება

თავი N 8 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი გაერთიანებები

  • მუხლი N 31 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი გაერთიანებების შექმნისა და საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
  • მუხლი N 32 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათ მიერ შექმნილი საზოგადოებრივი გაერთიანებებისათვის განკუთვნილი ღონისძიებები

თავი N 9 – გარდამავალი დებულება

  • მუხლი N 33 – გარდამავალი დებულება

თავი N 1 – ზოგადი დებულებანი 

  • მუხლი N 1 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის საფუძვლები

    საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობა განისაზღვრება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1975 წლის 9 დეკემბრის დეკლარაციით “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ”, მის მიერვე 1993 წლის 20 დეკემბერს მიღებული “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარშესაძლებლობათა უზრუნველყოფის სტანდარტული წესებით”, საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა მოქმედი საკანონმდებლო აქტებით.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაცია აკრძალულია და კანონით ისჯება.

  • მუხლი N 2 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი

    შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არის ადამიანი, რომელსაც დაავადების, ტრავმის, გონებრივი თუ ფიზიკური დეფექტის შედეგად დარღვეული აქვს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციები ჯანმრთელობის მეტ-ნაკლებად მოშლის გამო, რაც განაპირობებს პროფესიული შრომის უნარის სრულ ან ნაწილობრივ დაკარგვას ანდა ყოფა-ცხოვრების არსებით გაძნელებას.

  • მუხლი N 3 – სახელმწიფოს როლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის სფეროში

სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ დაცვას და უქმნის მათ საჭირო პირობებს ინვალიდური განვითარების, შემოქმედებითი და საწარმოო შესაძლებლობების რეალიზაციისათვის.

სახელმწიფო ამ კატეგორიის ბავშვებს უწესებს უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის დამატებით გარანტიებს.

  • მუხლი N 4 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა უზრუნველყოფილია სასამართლო ან კანონით გათვალისწინებული სხვა წესით.

  • მუხლი N 5 – ჟესტების ენა

სახელმწიფო ცნობს ჟესტების ენას პიროვნებათაშორისი ურთიერთობის საშუალებად და უზრუნველყოფს აუცილებელი პირობების შექმნას მისი გამოყენებისა და განვითარებისათვის.

  • მუხლი N 6 – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის სფეროში

თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ამ კანონისაგან განსხვავებული წესები, მაშინ მოქმედებს საერთაშორისო ხელშეკრულების წესები.

თავი N 2 – სოციალური ინფრასტრუქტურით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შეუფერხებელი სარგებლობისათვის პირობების შექმნა

  • მუხლი N 7 – საცხოვრებელი შენობებითა და სოციალური ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარგებლობის უზრუნველყოფა

    სახელმწიფო ორგანოები, საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უქმნიან პირობებს საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო შენობებით, ტრანსპორტითა და სატრანსპორტო კომუნიკაციებით, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის საშუალებებით სარგებლობისათვის, თავისუფალი რიენტაციისა და გადაადგილებისათვის.

  • მუხლი N 8 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოთხოვნილებების გათვალისწინება სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების და პროექტებისა და მშენებლობისას

    დაშვებულია დასახლებული პუნქტების დაპროექტება და განაშენიანება, საცხოვრებელი რაიონების ფორმირება, საპროექტო გადაწყვეტილებების შემუშავება, შენობათა და ნაგებობათა, მათ შორის, სასწავლო-საგანმანათლებლო, კულტურულ-სანახაობითი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების, აეროპორტების, რკინიგზის სადგურების, საზღვაო და სამდინარო სატრანსპორტო საშუალებათა კომპლექსებისა და კომუნიკაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის ინდივიდუალური საშუალებების მშენებლობა და რეკონსტრუქცია, თუ ეს ობიექტები და საშუალებები არ მიესადაგება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს.

  • მუხლი N 9 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებისა და მოთხოვნილებების უზრუნველყოფა კულტურულ-სანახაობით დაწესებულებებსა და სპორტულ ნაგებობებში

    სახელმწიფო მხელისუფლების უმაღლესი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პირობები, რათა მათ თავისუფლად ისარგებლობნ კულტურულ-სანახაობითი დაწესებულებებით ლა სპორტული ნაგებობებით, აგრეთვე უზრუნველყონ ისინი სპეციალური სპორტული ინვენტარითა და სხვა საჭირო საშუალებებით. ჩამოთვლილი მომსახურებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სარგებლობენ უფასოდ ან შეღავათიანი პირობებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

აღნიშნული მომსახურებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარებლობის წესს, პირობებსა და შეღავათებს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.

  • მუხლი N 10 – საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მონაწილეობა სოციალურ-პოლიტიკური ობიექტებისა და სპორტული ნაგებობების მშენებლობის დაფინანსების, მოწყობილობის შეძენისა და შენახვის საქმეში

    საწარმოებს, დაწესებულებესა და ორგანიზაციებს, საკუთრების და მეურნეობრიობის ფორმის მიუხედავად, უფლება აქვთ გაიღონ თანხა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილი სოციალურ-კულტურული ობიექტების და სპორტული ნაგებობების მშენებლობის, მოწყობილობის შეძენისა და შენახვის მიზნით. ეს თანხა არ იბეგრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

  • მუხლი N 11 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ – საყოფაცხოვრებო მომსახურება

    შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურება, მათ შორის სურსათ-სანოვაგითა და სახალხო მოხმარების საგნებით უზრუნველყოფა, კომუნალური და სხვა სახის მომსახურება ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრული წესითა და პირობებით.

  • მუხლი N 12 – შეღავათები იმ საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის აწარმოებენ საქონელსა და ტექნიკურ საშუალებებს

    იმ საწარმოებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის აწარმოებენ სამრეწველო საქონელს, სპეციალურ ტექნიკურ და სხვა საშუალებებს და სპეციალდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების სფეროში, უწესდებათ შეღავათები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პირობებით.

თავი N 3 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამედიცინო, პროფესიული და სოციალური რეაბილიტაცია

  • მუხლი N 13 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამედიცინო, პროფესიული და სოციალური რეაბილიტაციის სახელმწიფოებრივი უზრუნველყოფა

სახელმწიფო ორგანიზაციას უწევს და ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამედიცინო, პროფესიული და რეაბილიტაციის სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას, რაც წარმოადგენს ორგანიზმის დარღვეული ან დაკარგული ფუნქციების, თვითმომსახურების, სხვადასახვაგვარი პრფესიული საქმიანობის უნარის აღდგენისა და კომპენსაციისათვის გამიზნულ ღონისძიებათა კომპლექსს, აგრეთვე საშუალებას აძლევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს იცხოვრონ სრულფასოვნად და უზრუნველყონ თავიანთი უფლებებისა და პოტენციური შესაძლებობების რეალიზაცია.

სახელმწიფო აფინანსებს და ორგაგიზაციას უწევს სამეცნიერო კვლევასა და სპეციალისტების მომზადებას სამედიცინო, პროფესიული და სოციალური რეაბილიტაციის შესაფერის პროფილაქტიკურ ღონისძიებათა განხორციელების სფეროში.

  • მუხლი N 14 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამა

    შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამედიცინო, პროფესიული და სოციალური რეაბილიტაცია ხორციელდება რეაბილიტაციის ინვალიდური პროგრამით, რაც განისაზღვრება საამისოდ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ მოწყობილ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის საფუძველზე.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის რეკომენდებულ რეაბილიტაციის ინვალიდურ პროგრამაში განისაზღვრება სარეაბილიტაციო ღონისძიებების კონკრეტული მოცულობა-სახეობანი და ვადები, აგრეთვე სოციალური დახმარების სახეობანი.

  • მუხლი N 15 – რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამების შესრულების სავალდებულობა

    შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამა წარმოადგენს დოკუმენტს, რომლის შესრულება სავალდებულოა შესაბამისი სახელმწიფო და სხვა საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის.

  • მუხლი N 16 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო დაწესებულებები

    სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო დახმარების მოთხოვნებისა და ადგილობრივი პირობების შესაბამისად, ქმნიან სარეაბილიტაციო, მათ შორის სამეცნიერო-საწარმოო ცენტრების ქსელს, აღდგენითი მკურნალობის განყოფილებებს ამბულატორიულ და სტაციონალურ სასწავლო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში; სპეციალურ სასწავლო-აღმზრდელობით და სანატორიულსაკურორტო დაწესებულებებს, საწარმოებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების დაწესებულებებს.

თავი N 4 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლება და პროფესიული მომზადება

  • მუხლი N 17 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლებისა და პროფესიული მომზადების პირობების უზრუნველყოფა, ამ კატეგორიის ბავშვთა სკოლამდელი აღზრდა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სახელმწიფო უქმნის აუცილებელ პირობებს განათლებისა და პროფესიული მომზადებისათვის.

განათლების ორგანოები ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ორგანეობთან ერთად ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ამ კატეგორიის ბავშვთა სკოლამდელი და სკოლის გარეშე აღზრდა მათთვის ჯეროვანი სარეაბილიტაციო დახმარების გაწევის ხელსაყრელი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საშუალო-სპეციალური და უმაღლესი განათლების მიღება რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის შესაბამისად.

  • მუხლი N 18 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ზოგადი საშუალო, საშუალო სპეციალური და უმაღლესი განათლება, ამ კატეგორიის ბავშვთა შინ აღზრდა და სწავლება

    შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ზოგად საშუალო, საშუალო-სპეციალურ და უმაღლეს განათლებას იღებენ ზოგად სასწავლო დაწესებულებეში, საჭიროებისას-შესაბამის სპეციალურ სასწავლო დაწესებულებეში.

სასწავლო მეცადინეობის ორგანიზება ხდება აგრეთვე იმ კატეგორიის ბავშვთათვის, რომლებიც მკურნალობენ სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების სტაციონარებში ან სარეაბილიტაციო დაწესებულებებში.

თუ შეუძლებელია ამ კატეგორიის ბავშვთა აღზრდა და სწავლება ზოგად ან სპეციალურ სკოლამდელ სასწავლო დაწესებულებებში, მშობლების სურვილის შესაბამისად, მათი აღზრდა და სწავლება ხდება ოჯახში. ამასთან, ერთ-ერთი მშობლის ან მისი შემცვლელი პირის მატერიალური უზრუნველყოფა და შეღავათები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

შესაბამისი სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებები დახმარებას უწევენ მშობლებს ან მათ შემცვლელ პირებს ამ კატეგორიის ბავშვთა შინ სწავლებაში. ამ კატეგორიის ბავშვთა ყოველმხრივი და ჰარმონიული განვითარების, მათთვის საზოგადოებრივი აქტიურობის, შრომის ინტერესის ჩანერგვის, ხელოვნებასთან, სპორტთან დაახლოების მიზნით განათლებისა და სხვა სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან უზრუნველყონ ამ კატეგორიის სკოლისგარეშე აღზრდის სათანადო ორგანიზაცია. სტაციონარულ დაწესებულებებში ხანგრძლივად /არამუდმივად/ მყოფი ამ კატეგორიის ბავშვებისათვის აღნიშნულმა დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ უწყვეტი აღზრდა და სწავლება სოციალურ-საყოფაცხოვრებო და შრომით ადაპტაციასთან ორგანული კავშირით.

  • მუხლი N 19 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიული მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება

    შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიულ მომზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამების შესაბამისად ახორციელებენ სპეციალიზებული ან ზოგადი ტიპის სასწავლო დაწესებულებები, საწარმოები და ორგანიზაციები სოციალური დახმარების ორგანოებთან ერთად. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მატერიალუორი უზრუნველყოფა პოფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პერიოდში ხდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და პირობებით.

  • მუხლი N 20 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების, პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ფორმები

    შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლება,პროფესიული მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება სხვადასხვა ფორმით, მათ შორის დასწრებულად, დაუსწრებლად, ექსტერნად, სპეციალურ ჯგუფებში, კლასებში სწავლების გზითა და ინვალიდური სასწავლო გეგმით, შინ სწავლების ჩათვლით.

თავი N 5 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომა

  • მუხლი N 21 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომის უფლებების რეალიზაცია

    შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, თავიანთი შემოქმედებითი და საწარმოო შესაძლებლობების რეალიზაციის მიზნით და რეაბილიტაციის ინვალიდური პროგრამის შესაბამისად, უფლება აქვთ იმუშაონ შრომის ჩვეულებრივი პირობების საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში საკუთრებისა და მეურნეობის ფორმის მიუხედავად, სპეციალიზებულ საწარმოებში, საამქროებსა და უბნებზე, სადაც გამოიყენება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომა, აგრეთვე ეწეოდნენ კანონით ნებადართულ ინდივიდუალურ და სხვა სახის შრომით საქმიანობას. დაუშვებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის შრომითი ხელშეკრულების დადებაზე ან სამსხურებრივ დაწინაურებაზე უარის თქმა, ადმინისტრაციის ინიციატივით მისი დათხოვნა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის თანხმობის გარეშე სხვა სამუშაოზე გადაყვანა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირობის მოტივით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნით მის ჯანმრთელობას ვნებს პროფესიული მოვალეობის შესრულება ან საშიშროება ექმნება სხვა პირთა ჯანმრთელობასა და შრომის უსაფრთხოებას.

  • მუხლი N 22 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომის პირობები

    საწარმოებში, დაწესებულებესა და ორგანიზაციებში დასაქმებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის რეაბილიტაციის ინდივიდუადური პროგრამის შესაბამისად იქმნება შრომის სათანადო პირობები.

კოლექტიური და ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებებით დადგენილი შრომის პირობები, მათ შორის შრომის ანაზღაურება, სამუშაო და დასვენების დროის რეჟიმი, წლიური და დამატებითი შვებულებების ხანგრძლივობა ან უნდა აუარესებდეს ან ზღუდავდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობასა და უფლებებს სხვა მუშაკებთან შედარებით. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები ეხმარებიან შინ ან ინდივიდუალურად მომუშავე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აღნიშნული საქმიანობისათვის არასაცხოვრებელი შენობების გამოყოფაში, ნედლეულის შეძენასა და პროდუქციის გასაღებაში.

შრომითი დასახიჩრებით ან პროფესიული დაავადებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ცნობილ მოქალაქეებს მიყენებულ ზარალს უნაზღაურებენ ბრალეული საწარმოები, ორგანიზაციები /საკუთრების და მეურნეობის ფორმის მიუხედავად/ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

  • მუხლი N 23 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოვალეობის შეღავათები და უპირატესობანი

    ოჯახის წევრს ან გარეშე პირთ, რომლებიც უვლიან პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში აქვთ შეღავათები /სამუშაო დროის, დასავენების, შვებულების და სხვა/ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

თავი N 6 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დახმარება

  • მუხლი N 24 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დახმარება, სოციალური დახმარების სახეობანი

1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სოციალურად ეხმარებიან როგორც ფინანსებით /პენსია, დახმარება და სხვა/, ისე ტექნიკური და სხვა საშუალებებით, მათ შორის, უზრუნველყოფენ ავტომობილებით, სავარძელ-ეტლებით, საპროთეზო-ორთოპედიული ნაკეთობებით, სპეციალური შრიფტის ნაბეჭდი გამოცემებით, ხმის გამაძლიერებელი აპარატურით და სიგნალიზაციით, აგრეთვე სამედიცინო, სოციალური და პროფესიული რეაბილიტაციის განხორციელებითა და საყოფაცხოვრებო მომსახურებით.

2. ყველა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირსა და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შრომითი საქმიანობის პერიოდში უნარჩუნდებათ შესაძლებლობის შეზღუდვის შესაბამისი სტატუსით მინიჭებული პენსია.

3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პენსიებითა და დახმარებებით უზრუნველყოფის წესი განისაზღვერება საპენსიო და სოციალური დაზღვევის კანონმდებლობით.

4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამკურნალწამლო, ტექნიკური და სხვა საშუალებებით უზრუნველყოფა, აგრეთვე საყოფაცხოვრებო მომსახურება ხორციელდება უფასოდ ან შეღავათიანი პირობებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

  • მუხლი N 25 – ინვალიდთა უზრუნველყოფა ტექნიკური და სხვა საშუალებებით

    შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უზრუნველყოფა ტექნიკური და სხვა საშუალებებით ხდება რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის შესაბამისად, უფასოდ ან შეღავათიანი პირობებით. თუ სახელმწიფო ორგანოებს არ შეუძლიათ მისცენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამით გათვალისწინებული ტექნიკური ან სხვა საშუალებანი, ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა იგი შეიძინეს საკუთარი სახსრებით, მათ ეძლევათ კომპენსაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

  • მუხლი N 26 – შინ მომსახურება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დახმარების სტაციონალური დაწესებულებანი

    შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც მომვლელი ან დამხმარე სჭირდებათ, სოციალური მომსახურების ორგანოები უნიშნავენ სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომსახურებას ბინაზე ან სტაციონალურ დაწესებულებეში.

სახელმწიფო ხელს უწყობს სოციალური დახმარების სტაციონერული დაწესებულებების ქსელის განვითარებას იმ კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, რომლებსაც ესაჭიროებათ მომვლელი.

  • მუხლი N 27 – პანსიონეტებსა და სოციალური დახმარების სხვა სტაციონარულ დაწესებულებეში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები

სახელმწიფო საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის შესაბამისად და მათი სურვილის გათვალისწინებით. პანსიონატებში ან სოციალური დახმარების სხვა სტაციონალურ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შექმნილმა პირობებმა უნდა უზრუნველყონ მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაცია.

თუ სარეაბილიტაციო ღონისძიებების შედეგად საჭირო აღარ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ყოფნა პანსიონატში ან სოციალური დახმარების სხვა სტაციონალურ დაწესებულებეში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები მათ უზრუნველყოფენ საცხოვრებელი ფართით, მათ შორის ობოლ ან მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ამ კატეგორიის ბავშვებს – სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

  • მუხლი N 28 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დახმარების სახელმწიფო ორგანოები

    შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სოციალურ დახმარებას უწევენ სახელმწიფო ორგანოები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სამსახურების /სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიები, საექიმო-საკონსულტაციო კომისიები, სპეციალიზებული საექსპერტო სამსახურები/ დასკვნის საფუძველზე.

  • მუხლი N 29 – სოციალური დახმარების დაფინანსების წყაროები

    სოციალური დახმარება ხორციელდება ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების სახსრებით, აგრეთვე ორგანიზაციათა და მოქალაქეთა ნებაყოფილობითი შენატანებით. ის საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომლებიც სოციალური დახმარების ღონისძიებებს აფინანსებენ, იბეგრებიან შეღავათიანი პირობებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

თავი N 7 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპორტის შესაფერის სახეობათა დანერგვა და განვითარება

  • მუხლი N 30 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპორტის შესაფერის სახეობათა დანეგრვა და განვითარება

    შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, აგრეთვე სხვა დაინტერესებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ერთად, უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპორტის შესაფერის სახეობათა დანერგვასა და განვითარებას.

თავი N 8 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი გაერთიანებები

  • მუხლი N 31 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი გაერთიანებების შექმნისა და საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

    საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დაცვის, თანადგომისა და მომსახურების მიზნით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ შექმნან საზოგადოებრივი გაერთიანებები, მათ შორის სხვადასხვა ფონდები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

  • მუხლი N 32 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათ მიერ შექმნილი საზოგადოებრივი გაერთიანებებისათვის განკუთვნილი ღონისძიებები

    შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათ მიერ შექმნილ საზოგადოებრივ გაერთიანებათა სოციალური ინტეგრაციისა და განვითარების მხარდასაჭერად სახელმწიფო ახორციელებს ეკონომიკური ხასიათის ღონისძიებებს (სესხები, გადასახადებისაგან გათავისუფლება, მიზნობრივი სუბსიდიები, სპეციალური ფონდები და ა.შ.). აღნიშნული ეკონომიკური ღონისძიებების გამოყენების წესი, პირობები და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

თავი N 9 – გარდამავალი დებულება

  • მუხლი N 33 – გარდამავალი დებულება

    ეთხოვოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს ყველა კანონქვემდებარე აქტში სიტყვა “ინვალიდი” შეცვალონ სიტყვებით “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

წყარო: http://disability.ge/index.php?option=com_content&task=view&id=8609&Itemid=58

________________________________

გადასვლა >>> ,,შეზღუდული შესაძლებლობების პირთა პრობლემები”