კომპლემენტარული მედიცინა – მედიცინის ყველა ის ალტერნატიული მიმართულებები, რომლებიც გამოიყენება აღიარებულ მეთოდებთან ერთად. კომპლემენტარული მედიცინის ძირითადი პრინციპები და მიდგომებია:
1. ის განიხილავთ პაციენტს, როგორც ექიმის პარტნიორს და არა როგორც მკურნალობის ობიექტს, ითვალისწინებს ორგანიზმის ინდივიდუალურ შესაძლებლობებს;
2. ინტეგრირებული მიდგომა მკურნალობასთან ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით რომლებიც მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე;
3. ოფიციალური მედიცინის აღიარება და მისი შესაძლებლობების გამოყენება მკურნალობის მაქსიმალური შედეგების მისაღებად.
კომპლემენტარული მედიცინის ყველაზე გავრცელებულ მიმართულებაა აიუვერდა, ჩინური და ტიბეტური ტრადიციული მედიცინა.
______________________________
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი