ხალხური მედიცინა

ხალხური მედიცინა

ალტერნატიული მედიცინის ნაწილი, რომელიც  მოიცავს ცოდნას დაავადებებსა და მკურნალობის მეთოდებზე, რომლებიც გადაეცემოდა ხალხში თაობიდან თაობას.

მე-18 საუკუნის ბოლომდე ხალხური მედიცინა არ იყო გამოყოფილი აღიარებულ მედიცინისაგან, ის ეყრდნობოდა ჰიპოკრატესა და სხვა ძველი ექიმების პოსტულატებს ორგანიზმში „წვენის“ თავსებადობის შესახებ.

ტერმინი „ხალხური მედიცინა“ გაჩნდა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში გერმანელი მეცნიერების საექიმო ნაშრობებში და შეიცავდა ექიმბაშობას, რომელიც დაფუძნებული იყო  მაგიაზე და ბუნებრივი ფაქტორებით მკურნალობაზე, ასევე ჰიგიენაზე და ტრადიციულ საექიმო მედიცინაზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) არ იძლევა რეკომენდაციას არატრადიციული მეთოდების გამოყენებაზე და მუშაობს მტკიცებულებით მიდგომაზე ხალხური მედიცინის უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის შეფასებისას.

ტერმინი ტრადიციული მედიცინა გამოიყენება ორ სხვადასხვა შემთხვევაში:

  1. მედიცინა, რომელიც გამოიყენება ხალხში  – ეს უკვე სინონიმია ხალხური მედიცინისა.
  2. როგორც სინონიმი სხვადასხვა ტერმინისა –კონვენციალური მედიცინა, კლასიკური მედიცინა, ოფიციალური მედიცინა – დასახელება მეცნიერულად დადასტურებული პრაქტიკული მედიცინისა, რომელიც საპირისპიროა არატრადიციული (ალტერნატიული) მედიცინისა.

თანამედროვე რუსეთში, იმისათვის რომ იმუშაო ხალხური მედიცინის განხრით, უნდა მიიღო მკურნალის დიპლომი. ამისათვის საჭიროა მოქალაქის განცხადება და პროფესიული სამედიცინო ასოციაციის წარდგინება ან მოქალაქის განცხადება და ერთობლივი განცხადება პროფესიული სამედიცინო ასოციაციისა და  იმ დაწესებულების ხელმძღვანელის, რომელსაც აქვს ლიცენზია აღნიშნულ საქმიანობაზე.

წყარო: https://ru.wikipedia.org/wiki/Народная_медицина/

_______________________________________

გადასვლა >>. ,,ალტერნატიული მკურნალობა”

..