ცელულოზა მაღალი ქოლესტერინის დროს

ცელულოზას დიდი რაოდენობით შეიცავს ახალი ხილი, ბოსტნეული და მარცვლოვანი კულტურები. ცელულოზა შედგება 2 ფრაქციისაგან:

1. წყალში ხსნადი ფრაქცია (ქერი, პექტინები, ლობიო) – თუ ამ პროდუქტებს მივიღებთ დიდი რაოდენობით, შეიძლება მივიღოთ ქოლესტერინის დონის დაკლება, იმის გამო რომ ცელულოზა კრავს ზედმეტ ქოლესტერინს ნაწლავში. ქერი შეიცავს გლიკანს, რომელიც ქმნის წებოვან მასას ნაწლავში, და ამით ამცირებს შეწოვას.

2. წყალში გაუხსნელი ფრაქცია (პური, მაკარონი, ფაფები, ბრინჯი) – აქვთ გამოხატული მასტიმულირებელი ეფექტი ნაწლავებზე, ეწინააღმდეგება შეკრულობას და ნაწლავის დაავადებებს.

მოამზადა: რუსუდან მაჩალაძე; წყარო:http://holesterol.ru/; გადასვლა >>> ,,ქოლესტერინი”