ქოლესტერინის დამწევი პრეპარატები

♥♥ ომეგა-3 -ის გამოწერა
 მრავალი მიზეზის გამო, ბევრი ამჯობინებს ომეგა-3 (omega-3) უშუალოდ მწარმოებლისაგან გამოიწეროს, ყველაზე სანდო ინტერნეტ-მაღაზიიდან „ამაზონი“თუ გსურთ ომეგა-3 (omega-3) -ის გამოწერა ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”  დააკლიკეთ წინამდებარე  ჟოლოსფერ ტექსტს. წინამდებარე, ჟოლოსფერ ტექსტზე დაკლიკებით, მოხვდებით ამაზონის ომეგა-3 (omega-3) -ის ქვეგანყოფილებაში, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების, სანდო პროდუქცია >>>
♥♥ სელის ზეთის გამოწერა
 სელის თესლი ცხიმოვანი  მჟავების –  ომეგა-3, ომეგა-6 და ომეგა-9-ის ყველაზე მდიდარი ბუნებრივი მცენარეული წყაროა. სელის თესლის ზეთი –  2-ჯერ მდიდარია ომეგა-3  ცხიმოვანი მჟავებით, ვიდრე თევზის ქონი. თუ გსურთ სელის ზეთის  flaxseed oil გამოწერა  ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან“ დააკლიკეთ წინამდებარე ჟოლოსფერ ტექსტს; გადახვალთ ,,ამაზონის“ სელის ზეთის – flaxseed oil ქვეგანყოფილებაში, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების სანდო პროდუქცია >>>
♥♥ ქოლესტერინის გასაზომი აპარატის გამოწერა
სადღეისოდ სისხლის ანალიზის გაკეთება სხვადასხვა სპეციალურ ლაბორატორიებშია შესაძლებელი, თუმცა ქოლესტერინის გაზომვა გაცილებით მოსახერხებელია სპეციალური აპარატის გამოყენებით სახლის პირობებში. თუ გსურთ ქოლესტერინის გასაზომი აპარატის  Cholesterol Meter  –ის გამოწერა ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების, სანდო პროდუქცია,  დააკლიკეთ წინამდებარე  ჟოლოსფერ ტექსტს >>> 

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”


მეცნიერები დიდი ხანია მუშაობენ ქოლესტერინის დამწევი  ეფექტური მედიკამენტების შესაქმნელად. განვიხილოთ ამჟამად არსებული მედიკამენტთა ჯგუფები.

სტატინები

ესენია – პრავასტატინი, ლოვასტატინი, სიმვასტატინი. ყველაზე პოპულარული ჯგუფი მედიკამენტებისა, რომლებიც სწევენ დაბლა ქოლესტერინს.

სტატინების ღირსებები:

1) ყველაზე დიდი მტკიცებულებითი ბაზა
2) ამცირებენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა წარმოქმნის რისკს
3) მაღალი უსაფრთხოება ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში
4) ეფექტი შესამჩნევია მიღებიდან 2 კვირაში

სტატინების ნაკლოვანებები:

1) იშვიათად გვერდითი ეფექტები: გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, კუნთებში და ა.შ.
2) აუცილებელია „ღვიძლის სინჯების“ კონტროლი
3) მაღალი დოზების მიღების შემთხვევაში, განსაკუთრებით იმ პირებისათვის, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის პათოლოგია ან დაბალი კუნთოვანი მასა, შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში გვერდითი მოვლენები, ძალზე იშვიათად – თირკმლის უკმარისობაც კი.

ფიბრატები

– კლოფიბრატი, გემფიბროზილი, ბეზაფიბრატი, ციპროფიბრატი, ფენოფიბრატი. ეს არის ჯგუფი პრეპარატებისა, რომლებიც მოქმედებენ ლიპიდების ცვლაზე. რუსეთში ყველაზე ცნობილი პრეპარატი ამ ჯგუფიდან არის ტრაიკორი (ფენოფიბრატი).

ფიბრატების ღირსებები

1) მაღალი ეფექტურობა ტრიგლიცერიდების შემცირებაში
2) მკვეთრად ამაღლებს ‘“ კარგ ქოლესტერინს“
3)  ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გართულებების წარმოქმნის რისკს.

ფიბრატების ნაკლოვანებები

  1. არ ამცირებს სიკვდილიანობას
  2. ხშირია გვერდითი ეფექტები – ტკივილი მუცელში, გულისრევა, ღებინება, დიარეა და მეტეორიზმი.
  3. ძალზე იშვიათია – რაბდომიოლიზი.

ქოლესტერინის აბსორბციის ინჰიბიტორი

რუსეთში ცნობადია მხოლოდ ერთი პრეპარატი  ამ ჯგუფიდან – ეზეტროლი (ეზეტიმიბი). აგრეთვე არსებობს ინედაჟი – კომბინაცია ეზეციმიბის სიმვასტატინთან.

ეზეტიმიბის ღირსებები

1) მაღალი უსაფრთხოება
2) შეიძლება იყოს გამოყენებული იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სტატინების აუტანლობა, აგრეთვე ღვიძლის პათოლოგიით დაავადებულებში.
3) თერაპიული ეფექტის გასაძლიერებლად შეიძლება მისი კომბინაცია სტატინებთან.

ეზეტიმიბის ნაკლოვანებები

  1. არ არის დამტკიცებული მისი მოქმედება სიცოცხლის ხანგრძლივობის გაგრძელებაზე.
  2. ქოლესტერინის დაწევის დონე ნაკლებად გამოხატულია სტატინების ეფექტთან შედარებით
  3. პრეპარატის მაღალი ფასი

ნაღვლის მჟავის სეკვესტრანტები (იონშემცველი ფისები)

მსოფლიოში დარეგისტრირებულია 2 პრეპარატი. ესენია ქოლესტირამინი, ქოლესტიპოლო. რუსეთში არც იყიდება, და არც არის დარეგისტრირებული.

ნაღვლის მჟავის სეკვესტრანტების ღირსებები:

1. ადგილობრივი ზემოქმედება (არ შეიწოვება სისხლში).

ნაღვლის მჟავის სეკვესტრანტების ნაკლოვანებები

1) არასასიამოვნო გემო
2) ეფექტი შესამჩნევია მიღებიდან ერთი თვის შემდეგ
3) ხანგრძლივი გამოყენების დროს შეიძლება დაირღვეს ვიტამინებისა და ცხიმების შეწოვა.
4) შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენიანობის მომატება.

ნიაცინი (ნიკოტინის მჟავა, ვიტამინი PP)

ნიაცინის (ნიკოტინის მჟავა, ვიტამინი PP) ღირსებები:

1) ეფექტის მალე მიღება
2) თუ იქნება კომბინაცია სტატინებთან, ვღებულობთ დამატებით ტრიგლიცერიდების შემცირებას და „კარგი ქოლესტერინის „ მომატებას.
3) აუმჯობესებს მიკროცირკულაციას.

ნიაცინის (ნიკოტინის მჟავა, ვიტამინი PP)  ნაკლოვანებები:

1) ეფექტის მისაღებად, საჭიროა ძალიან დიდი დოზების მიღება, პარენტერალური გზით კი მისი მიღება ხანგრძლივად არ შეიძლება.
2) გვერდითი ეფექტი – სახის გაწითლება
3) არ ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წარმოქმნის რისკს, შეტევებს, სიკვდილიანობას.

ომეგა – 3

ეს ჯგუფი წარმოდგენილია ბევრი პრეპარატით და ბად-ით. მათგან ყველაზე ცნობილია – ომაკორი და თევზის ქონი.

ომეგა – 3 -ის ღირსებები:

1) მაღალი უსაფრთხოება
2) ანტიარითმული მოქმედება

ომეგა – 3 -ის  ნაკლოვანებები:

1) დაბალი ეფექტურობა
2) რეკომენდებულია როგორც დამატებითი პრეპარატი ტრადიციულ თერაპიასთან
3) არ არის შეტანილი ჰიპერქოლესტერინემიის მკურნალობის ევროპულ რეკომენდაციებში.

წყარო:http://holesterol.ru/; მოამზადა: რუსუდან მაჩალაძემ; გადასვლა >>> ,,ქოლესტერინი”