გოლდ რეი

გოლდ რეი

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

გოლდ რეი GOLD RAY

სავაჭრო დასახელება

გოლდ რეი, Gold Ray

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

წამლის ფორმა

რბილი ჟელატინის კაფსულები .

აღწერილობა: კაფსულის გარსი: მუქი ვარდისფერიდან მოვარდისფრო – ყავისფრამდე შეფერილობის .კაფსულის შიგთავსი: ყავისფერ – წითელი რბილი მასა მოყვითალო ელფერით .

შემადგენლობა

თითოეული კაფსულ ა შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

ნატურალური ფუტკრის რძე ( ლიოფილი ­ ზატი HAD 5,8%)                                1000 მგ

ბეტა – კაროტინი ( ვიტამინ A – ს პროვიტამინი )                                                       2500 სე

ხორბლის ღივების ზეთი                                              500 მგ

ნი ვრის ფხვნილი                                                      100 მგ

და ­ მ ­ ხ ­ მარე ნივთიერებები:

ეთილვანილინი, სოიოს ლე ­ ციტინი 45%, ჰიდროგენიზებული მცენარეული ზეთი ( ტიპი I),  ჰიდროგენიზებული მცენარეული ზეთი ( ტიპი II).

ფარმაკოლოგიური თვისებები

გოლდ რეი წარმოადგენს რაციონალურად შერჩეულ აქტი ­ ური ნივთიერებების კომპლექსს, რომელიცორგანიზმს ეხმარება ფუნქციონალური შესაძლებლობების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაში . პრეპარატშიშემავალი კომპონენტები დადებით და ეფექტურ გავლენას ახდენენ, როგორც ორგანიზმის საერთომდგომარეობაზე ( ზრდიან ემოციური და ფიზი ­ კური დატვირთვის მიმართ ამტანობას ), ასევე, მისიცალკეული ორგანოებისა და სისტემების ფუნქციებზეც .

ნატურალური ფუტკრის რძე მდიდარია ორგანიზმისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ვიტამინებით,მინერალური ნივთიერებებით, ცილებითა და ამინომჟავებით . მისი გამოყენება ასტიმულირებს სასქესოჰორმონების გამომუშავებას, ახდენს რეპროდუქციუ ­ ლი ფუნქციის ნორმალიზებას მამაკაცებსა დაქალებში, ზრდის სექსუალურ აქტივობას . ფუტკრის რძე ხელს უწყობს ძილის მოწეს ­ რიგებას,აღმოფხვრავს შფოთვის, მოუსვენრობის შეგრძნებას . გააჩნია იმუნომოდულაციური ეფექტი . ფუტკრისრძის შემადგენლობაში შემავალი კოლაგენი ხელს უშლის კანის დაბერების პროცესს და ამცირებს სახსრებისდეგენერაციულ ცვლილებებს . გააჩნია მცირედ გამოხატული ანტიბაქტერიული ეფექტი .

ბეტა – კაროტინი წარმოადგენს ვიტამინ A – ს პროვიტამინს . მისი ვიტამინ A – დ გარდაქმნა ხდებაღვიძლში დაჟანგვის შედეგად . იგი დადებით ზემოქმედებას ახდენს მხედველობის ორგანოზე .აუცილებელია იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის და მნიშვნელოვან როლს თამაშობსინფექციასთან ბრძოლაში . ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციური დაავადებების, მათ შორისგაციების, მიმართ . გამოიყენება პრაქტიკულად კანის ყველა დაავადების სამკურნალოდ . წარმოადგენსძლიერ ანტიოქსიდანტს და სიმსივნურ დაავადებათა საპროფილაქტიკო და სამკურნალო საშუა ­ ლებას .ბეტა – კაროტინის ანტიოქსიდანტური მოქმედება მნიშვნელოვან როლს თამაშობს გულ – სისხლძარღვთადაავადებების და მათი გართულებების თავიდან აცილების თვალსაზრისით . ზრდის “ სასარგებლო ”ქოლესტერინის შემცველობას სისხლში .

ხორბლის ღივების ზეთი ვიტამინ E – ს წყაროა და წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს . ვიტამინი Eიცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისაგან, რითაც ხელს უშლისუჯრედების დაბერების პროცესს, აფერხებს სიბერის ლაქების განვითარებას . ხელს უწყობს ვიტამინ A – სათვისებას და იცავს მას დაჟანგვისაგან, აფერხებს თრომბების წარმოქმნას, გააჩნია ანტიკანცეროგენულიმოქმედება . გარდა ამისა, ვიტამინი E ხორბლის ღივების ზეთის სხვა კომპონენტებთან ერთადკომპლექსში იცავს სისხლძარღვთა კედლებს ათეროსკლეროზული დაზიანებისაგან; კურნავს სექსუალურდისფუნქციას, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში .

ნივრის ფხვნილი, რომელიც დამზადებულია სპეციალური ტექნო ­ ლოგიით, იწვევს ქოლესტერინისდონის დაქვეითებას სისხლში, აფერხებს თრომბების წარმოქმნას, ხელს უწყობს მომატებულიარტერიული წნევის ნორმალიზაბას, გააჩნია ანტიკანცეროგენული მოქმედება, ზრდის ორგანიზმისწინააღმდეგობის უნარს ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების მიმართ .

გამოყენების ჩვენებები

– გადაღლა, გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება;

– აღდგენითი პერიოდი გადატანილი ინფექციური დაავადებების, ოპერაციული ჩარევების, ტრავმების,სხივური და ქიმიოთერაპიის შემდეგ;

– ფიზიკური შესაძლებლობების სტიმულაცია ( მაგ ., სპორტ ­ სმენებში );

– კლიმაქტერული პერიოდი;

– უნაყოფობა;

– პოტენციის დაქვეითება;

– არაბალანსირებული კვება;

– სახსრების დეგენერაციული დაავადებები;

– კანის დაავადებები;

– მხედველობის დარღვევები;

– ქრონიკული დაავადებების კომპლექსური მკურნალობა .

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ, ორსულობა, ლაქტაცია . პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის 12 წლამდე ასაკის ბავშვებში .

მიღების წესი და დოზირება

ბავშვებში 12 წლის ასაკიდან და მოზრდილებში ინიშნება თითო კაფსულა დღე – ღამეში ერთხელ, ჭამისდროს ან ჭამის დამთავრებისთანავე .

განსაკუთრებული მითითებებიპრეპარატის მიღება დღის მეო ­ რე ნახევარში რეკომენდებული არ არის .

გვერდითი მოქმედება

რეკომენდებულ დოზებში პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი ეფექტები გამოვლენილი არ არის .

გამოშვების ფორმა

კაფსულები; 10 ცალი /2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში .

შენახვის პირობებიინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგი ­ ლას არაუმეტეს 30 0 C ტემპერატურაზე .

ვარგისიანობის ვადა3 წელი წარმოების თარიღიდან .

პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ .

აფთიაქიდან გაცემის პირობა

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ( გაცემის რეჟიმი: ურეცეპტოდ .)

მწარმოებელი

გოლდ რეი წარმოადგენს კომპანიის „ ვორლდ მედიცინ “, ინგლისი, სავაჭრო მარკას .

დამზადებულია:

“ სედიკო ფარმასიუტიკალ კო . ” – ს მიერ, სიქსტ ოვ ოქტოუბა სიტი, პირველი სამრეწველო ზონა,ეგვიპტე