ტორვაზინი

ტორვაზინი გარსით დაფარული ტაბლეტები 10 მგ 20 მგ 40 მგ

გამოყენების ინსტრუქცია. ( ინფორმაცია პაციენტებისათვის )

ტორვაზინი გარსით დაფარული ტაბლეტები 10 მგ
ტორვაზინი გარსით დაფარული ტაბლეტები 20 მგ
ტორვაზინი გარსით დაფარული ტაბლეტები 40 მგ

TORVAZIN 10MG, 20MG, 40MG

( ატორვასტანინი)

პრეპარატის მიღების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ჩანართ – ფურცელში წარმოდგენილი ინფორმაციათავიდან ბოლომდე .

·          შეინახეთ ეს ჩანართი ფურცელი . შესაძლებელია თქვენ ხელმეორედ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა .

·          თუ თქვენ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს .

·          მოცემული პრეპარატი დანიშნულია თქვენთვის . N ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს . Pპრეპარატმა შეიძლება ავნოთ მათ, თუნდაც მათ აღენიშნებოდეთ დაავადების იგივე სიმპტომები .

·          მძიმე გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, ასევე გვერდითი ეფექტების გაჩენისშემთხვევაში, რომლებიც არ არის ნახსენები მოცემულ ჩანართ ფურცელში, გთხოვთ მიმართოთთქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს .

მოცემულ ჩანართ ფურცელში წარმოდგენილია შემდეგი ინფორმაცია:

1.         რას წარმოადგენს ტორვაზინი და ჩვენებები მისი გამოყენებისათვის .

2.        პრეპარატ ტორვაზინის მიღებამდე .

3.        როგორ უნდა იქნას მიღებული ტორვაზინი .

4.        შესაძლებელი გვერდითი ეფექტები .

5.        როგორ უნდა იქნას შენახული ტორვაზინი .

6.        ვარგისიანობის ვადა .

7.        აფთიაქიდან გაცემის პირობები .

8.        დამატებითი ინფორმაცია .

1.      რას წარმოადგენს ტორვაზინი და ჩვენებები მისი გამოყენებისათვის .

პრეპარატი ტორვაზინი მიეკუთვნება სტატინების ჯგუფს . ეს პრეპარატები არეგულირებენ ლიპიდემის (ცხიმების ) შემცველობას სისხლში .

ტორვაზინი გამოიყენება სისხლში ისეთი ლიპიდების შესამცირებლად, როგორც ქოლესტერინი დატრიგლიცერიდები, იმ შემთხვევებში, როდესაც სხვა ზომები სისხლში ლიპიდების დონისშესამცირებლად არ არის ეფექტური ( მაგ . დიეტა ცხიმების დაბალი შემცველობით, ფიზიკური ვარჯიშიდა სხეულის ჭარბი მასის ლიკვიდირება ). ტორვაზინი ნაჩვენებია ავადმყოფების სამკურნალოდ:

·          სისხლში ქოლესტერინის მომატებული კონცენტრაციით ( ჰიპერქოლესტერინემია ) ანსისხლში ლიპიდების მომატებული შემცველობით ( ჰიპერქოლესტერინემიაჰიპერტრიგლიცერიდემიასთან ერთად ) მემკვიდრეობითი ან სხვა წარმოშობის;

·          ან მძიმე ფორმის მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემიით . ამ კატეგორიისპაციენტებისათვის ტორვაზინი შეიძლება დაინიშნოს დამატებითი სახით სხვა თერაპიასთან,რომელიც მიმართულია სისხლში ლიპიდების დონის შემცირებაზე, აგრეთვე იმ შემთხვევებში,როდესაც მიუწვდომელია სხვა მეთოდები .

პრეპარატი ტორვაზინი, გარსით დაფარული ტაბლეტები, ასევე შეიძლება იქნას გამოყენებული გულ – სისხლძარღვთა პათოლოგიის განვითარების რისკის შესამცირებლად იმ ავადმყოფებშიც, რომელთაც აქვთსისხლში ქოლესტერინის შემცველობის ნორმალური მაჩვენებელი .

მკურნალობის დროს აუცილებელია ქოლესტერინის დაბალი შემცველობის სტანდარტული დიეტის დაცვა .

ქოლესტერინი – ეს არის ნივთიერება, რომელიც ბუნებრივად წარმოიქმნება ადამიანის ორგანიზმში დაგააჩნია მნიშვნელოვანი როლი ნორმალური ზრდის პროცესში . თუ სისხლში ქოლესტერინისკონცენტრაცია მნიშვნელოვნად მომატებულია, ის შეიძლება დაილექოს სისხლ – ძარღვებზე დაგამოიწვიოს მათი დახშობა . სისხლძარღვების სანათურის დახშობა – ეს არის სიკვდილის ყველაზეგაცრცელებული მიზეზი . ითვლება, რომ სისხლში ქოლესტერინის მომატებული დონე ზრდის გულ – სისხლძარღვთა პათოლოგიის განვითარების რისკს . სხვა ფაქტორებს, რომლებიც განსაზღვრავენ ამრისკის ზრდას, შეიძლება მივაკუთვნოდ მაღალი არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი, სხეულის ჭარბიმასა, არასაკმარისი ფიზიკური დატვირთვა, სიგარეტის წევა და ოჯახის წევრების გულ – სისხლძარღვთაპათოლოგია .

2.   პრეპარატ ტორვაზინის მიღებამდე

ნუ მიიღებთ ტორვაზინს:

·          თუ თქვენ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ( ალერგია ) პრეპარატის მოქმედი ნივთიერებისმიმართ ( ატორვასტატინი ), სხვა ანალოგიური პრეპარატების მიმართ, რომლებიც ამცირებენსისხლში ლიპიდების დონეს, ან პრეპარატ ტორვაზინის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტებისმიმართ;

·          თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის დაავადება ან ღვიძლის ფუნქციური სინჯების მაჩვენებლებისუცნობი ეთიოლოგიის, მყარი ზრდა;

·          თუ თქვენ ბრძანდებით რეპროდუქციული ასაკის ქალბატონი, რომელსაც შეუძლიადაორსულება და არ იყენებს კონტრაცეპციის სანდო მეთოდებს ( პრეზერვატივი, ჩასახვისსაწინააღმდეგო საშვილოსნოს შიდა საშუალებები ან ჰორმონული კონტრაცეპტივები );

·          თუ თქვენ ხართ ორსულად, გეგმავთ ორსულობას ან კვებავთ ბავშს ძუძუთი;

·          თუ თქვენ გაქვთ დარღვევები კუნთოვანი სისტემის მხრიდან, რომელსაც ეწოდება მიოპათია (მორეციდივე ან აუხსნელი კუნთების ტკივილი ).

განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღეთ პრეპარატი ტორვაზინი

ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების და დაავადებების არსებობის შემთხვევაში არსებობს მიოპათიისგანვითარების მომატებული რისკი . ასეთ შემთხვევებში პრეპარატ ტორვაზინით თერაპიის დაწყების წინ,ასევე თერაპიის პერიოდში, აუცილებელია ლაბორატორული პარამეტრების შეფასების და ხშირისამედიცინო კვლევის ჩატარება . თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა თქვენ გაგაჩნიათ,შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს პრეპარატ ტორვაზინის მიღების დაწყებამდე:

·          თუ თქვენ გაქვთ პრობლემები თირკმელების მხრივ;

·          თუ თქვენ დაქვეითებული გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ( ჰიპოთირეოზი );

·          თუ თქვენ წარსულში გაწუხებდათ კუნთების მორეციდივე ან აუხსნელი ტკივილი; თქვენ ანთქვენი ოჯახის წევრებს ადრე აღენიშნებოდა დარღვევები კუნთოვანი სისტემის მხრიდან;

·          თუ თქვენ ადრე გაწუხებდათ დარღვევები კუნთოვანი სისტემის მხრიდან სხვა პრეპარატისმიღების ფონზე, რომლებიც აქვეითებენ სისხლში ლიპიდების დონეს;

·          თუ თქვენ რეგულარულად იღებთ ალკოჰოლს მოცულობით, რომელიც აღემატება: 200 მლღვინოს, 2 ბოკალ ლუდს ან 60 მლ მაგარ სასმელს მამაკაცებისათვის, ან 100 მლ ღვინოს, 1ბოკალ ლუდს ან 30 მლ მაგარ სასმელს ქალებისათვის;

·          თუ თქვენ როდესმე გაწუხებდათ ან გაწუხებთ ღვიძლის დაავადებები;

·          თუ თქვენი ასაკი აღემატება 70 წელს .

დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაკოლოგს:

თუ თქვენ გაგაჩნიათ სუნთქვის მძიმე უკმარისობის ნიშნები .

თუ თქვენ როდესმე გადაგიტანიათ ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა ( ინსულტი ), გთხოვთ,შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს . ეს ინფორმაცია ესაჭიროება ექიმს, რათა შეიმუშაოს  თქვენი მკურნალობის ოპტიმალური სქემა და შეარჩიოს პრეპარატის შესაბამისი დოზა .

სხვა პრეპარატების მიღება

გთხოვთ, შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რა პრეპარატებს იღებთ ან იღებდითბოლო დროს, ურეცეპროდ შეძენილი პრეპარატების ჩათვლით .

ზოგიერთ სამკურნალო პრეპარატს შეუძლია გავლენის მოხდენა პრეპარატ ტორვაზინის მოქმედებაზე, დაპირიქით, ტორვაზინს შეუძლია გავლენის მოხდენა სხვა პრეპარატების ეფექტურობაზე . მსგავსურთიერთქმედებას შეუძლია ერთი ან ორივე სამკურნალო საშუალების ეფექტურობის დაქვეითება . სხვაშემთხვევებში, სამკურნალო პრეპარატების ურთიერთქმედებამ შეიძლება გაზარდოს გვერდითი ეფექტებისრისკი და სიმძიმე, როგორიცაა რაბდომიოლიზი ( მიოპათია ), კუნთების ტკივილი, ლაბორატორიულიმაჩვენებლების პათოლოგიური ცვლილება და თირკმელების უკმარისობა .

პრეპარატ ტორვაზინთან ურთიერთქმედება შეუძლიათ შემდეგ სამკურნალო საშუალებებს:

პრეპარატებს, რომლებიც ახდენენ გავლენას თქვენი იმუნური სისტემის მუშაობაზე ( მაგ ., ციკლოსპორინი );

ზოგიერთ ანტიბაქტერიულ და სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს ( მაგ ., ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი,რიფამპიცინი );

სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც არეგულირებენ სისხლში ლიპიდების შემცველობას ( მაგ ., გემფიბროზილი, სხვა ფიბრატები, ნიკოტინისმჟავას წარმოებულები, კოლესტიპოლი, ეზეტიმიბი );

კალციუმის არხების ზოგიერთი ბლოკატორები, რომლებსაც იყენებენ სტენოკარდიის ( ტკივილი გულმკერდის არეში ) და არტერიული ჰიპერტენზიის  სამკურნალოდ ( მაგ ., ვერაპამილი, დილთიაზემი, ამლოდიპინი );

სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც არეგულირებენ გულის რითმს ( მაგ ., დიგოქსინი, ამიოდარონი );

ზოგიერთ პრეპარათს, რომლებიც ხსნიან შიშსა და დაძაბულობას ( მაგ ., ნეფაზოდონი );

პროტეოლიზური ფერმენტების ინჰიბიტორებს, რომლებსაც იყენებენ       აივ – ინფექციის სამკურნალოდ ( ინფექცია, გამოწვეული ადამიანისიმუნოდეფიციტის ვირუსით ) – შიდსის განვითარების მიზეზი ( შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი );

სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებსაც შეუძლიათ პრეპარატ ტორვაზინთან ურთიერთქმედება, მიეკუთვნება: ვარფარინი ( პრეპარატი, რომელიცამცირებს სისხლის შედედებას ), პერორალური კონტრაცეპტივები ( რომლებიც შეიცავს ნორეტისტერონს და ეთინილესტრადიოლს ), ფენიტოინი (კრეუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატი, განკუთვნილი ეპილეფსიით დაავადებული ავადმყოფების სამკურნალოდ ), ანტაციდები ( პრეპარატებისაჭმლის მომნელები სისტემის დარღვევების სამკურნალოდ, რომლებიც შეიცავენ ალიმინს და მაგნიუმს ) და კრაზანა .

თუ თქვენ იყენებთ ნებისმიერ პრეპარატს ზემოთ ჩამოთვლთაგან, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენსმკურნალ ექიმს . ექიმი გაითვალისწინებს ამ ინფორმაციას პრეპარატ ტორვაზინის დოზების შერჩევისას .

პრეპარატ ტორვაზინის და სხვა სისხლის შედედების შემამცირებელი სამკურნალო საშუალებებისერთდროულად გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ თქვენი მკურნალი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ (ეს განსაკუთრებით აქტუალურია კომბინირებული თერაპიის საწყისი ეტაპისათვის ).

პრეპარატ ტორვაზინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

გრეიფრუტის წვენი

ნუ დალევთ გრეიფრუტის წვენს დღეში ერთ ან ორ საშუალო ჭიქაზე (100-250 მლ ) მეტს, რადგანაცგრეიფრუტის წვენის დიდმა რაოდენობამ შეიძლება მოახდინოს გავლენა პრეპარატ ტორვაზინისეფექტურობაზე .

E

ალოკოჰოლი

პრეპარატ ტორვაზინით მკურნალობის დროს მოერიდეთ ალკოჰოლის დიდი რაოდენობით რეგულარულმიღებას (200 მლ მეტი ღვინო, 2 ბოკალი ლუდს ან 60 მლ მაგარი სასმელი მამაკაცებისათვის, ან 100 მლღვინო, 1 ბოკალი ლუდი ან 30 მლ მაგარი სასმელი ქალებისათვის ).

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნუ მიიღებთ პრეპარატ ტორვაზინს,   თუ თქვენ ხართ ორსულად, ან ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას . ქალებმა, რომლებიც არიან რეპროდუქციულ ასაკში, უნდა გამოიყენონკონტრაცეპციის შესაბამისი მეთოდები ( პრეზერვატივები, ჩასახვის საწინააღმდეგი საშვილოსნოს შიდასაშუალებები ან ჰორმონული კონტრაცეპტივები ).

ნუ მიიღებთ ტორვაზინს, თუ თქვენ კვებავთ ბავშს ძუძუთი .

ატორვასტანინის უსაფრთხოება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში არ არის დადგენილი .

ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღების წინ ჩაიტარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ანფარმაცევტთან .

ავტოტრამსპორტის და მექანიზმების მართვა

პრეპარატ ტორვაზინს ( გარსით დაფარული ტაბლეტები ) შეუძლია სხვადასხვა ზემოქმედების მოხდენაავტოტრანსპორტის და სხვადასხვა მექანიზმების მართვის უნარზე . თუ პრეპარატ ტორვაზინითმკურნალობის ფონზე თქვენ გრძნობთ თავბრუსხვევას, სისუსტეს ან მხედველობის დარღვევას, უარითქვით ავტომობილის და მექანიზმების მართვაზე .

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატ ტორვაზინის ზოგიერთ ინგრედიენტებზე

ლაქტოზას აუტანლობის მქონე ავადმყოფების მკურნალობისას აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომგარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავენ ლაქტოზას . 10 მგ, 20 მგ და 40 მგ პრეპარატ ტორვაზინის  თითოეული ტაბლეტი შესაბამისად შეიცავს 119,44 მგ, 238,88 მგ და 477,76 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს .

თუ თქვენ ექიმმა შეგატყობინათ ადრე ზოგიერთი ნახშირწყლების აუტანლობის შესახებ, დაუკავშირდითთქვენს ექიმს, ვიდრე დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას .

3 როგორ მივიღოთ ტორვაზინი

ტორვაზინის მიღებამდე, ექიმი დაგინიშნავთ დიეტას ქოლესტეროლის დაბალი შემცველობით . თქვენუნდა დაიცვათ ეს დიეტა თერაპიის კურსის განმავლობაში .

ყოველთვის მიიღეთ ტორვაზინი ექიმის დანიშნულების ზუსტი დაცვით . თუ თქვენ გაგიჩნდებათ რაიმესახის ეჭვი, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს .

ტორვაზინის შემოგარსული ტაბლეტების მიღება საჭიროა მთლიანად, წყლის მიყოლებით . პრეპარატისმიღება შეიძლება დღეღამის ნებისმიერ დროს, საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად . მიუხედავადამისა, თქვენ უნდა შეეცადოთ მიიღოთ პრეპარატი ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს .

პრეპარატის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ – ს დღეში ერთხელ . აუცილებლობისშემთხვევაში თქვენს ექიმს შეუძლია გაზარდოს პრეპარატის დოზა . დოზის გაზრდის შემთხვევაში საჭიროაინტერვალის დაცვა, არანაკლებ 4 კვირისა . პრეპარატ ტორვაზინის მაქსიმალური დოზა შეადგენს 80 მგ – სდღეში ერთხელ .

პაციენტებისათვის სისხლის ქოლესტერინის მაღალი შემცველობით ( ჰიპერქოლესტერინემია ) ანლიპიდების მაღალი შემცველობით ( ჰიპერქოლესტეროლემია თანდართული ჰიპერტრიგლიცერიდემიასთანერთად ) ატორვასტატინის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ – ს . ჩატარებულიმკურნალობის შედეგად თერაპიული ეფექტი ვლინდება 2 კვირაში, თუმცა ჩვეულებრივ, მაქსიმალურიეფექტი ვითარდება მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის განმავლობაში . ეფექტის შენარჩუნება ხდებაპრეპარატით შემანარჩუნებელი თერაპიის ფონზე .

პაციენტები სისხლის ქოლესტერინის მომატებით მემკვიდრული გენეზის .

თქვენი ექიმი პრეპარატის აუცილებელ დოზას განსაზღვრავს თქვენი მდგომარეობის გათვალისწინებით .

გულის პათოლოგიის პროფილაქტიკა

გულის პათოლოგიის პროფილაქტიკის დროს რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ – ს დღეში .იმისათვის, რომ აღინიშნოს   სისხლში ლიპიდების კონცენტრაციის შემცირება, თქვენს ექიმს შეუძლიაპრეპარატის დოზის გაზრდა .

პრეპარატის გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში და პაციენტებში თირკმლის უკმარისობით .

ხანდაზმული და თირკმლის უკმარისობით დაავადებული პაციენტების მკურნალობისას დოზის კორექციასაჭირო არ არის .

მიუხედავად ამისა, ამ კატეგორიის პაციენტები მიეკუთვნებიან პრეპარატით გამოწვეული მიოპათიისგანვითარების მომატებული რისკის ჯგუფს . ამასთან დაკავშირებით, პრეპარატი ტორვაზინი გარსითდაფარული ტაბლეტებით მკურნალობის დაწყების წინ, ასევე მკურნალობის დროს საჭიროალაბორატორიული პარამეტრების შეფასება, ხანდაზმული და თირკმლის უკმარისობით დაავადებულიპაციენტების ხშირი სამედიცინო გამოკვლევა .

ბავშვები

პრეპარატ ტორვაზინის დანიშვნა შეუძლიათ მხოლოდ კვალიფიციურ სამედიცინო მუშაკებს . პრეპარატისგამოყენების გამოცდილება ბავშვთა პოპულაციაში შეზღუდულია არც ისე დიდი რაოდენობა პაციენტებით(4 – დან 17 წლამდე ასაკით ) ნივთიერებათა ცვლის მძიმე დარღვევებით . ატორვასტატინისრეკომენდებული საწყისი დოზა ამ კატეგორიის პაციენტებისათვის შეადგენს 10 მგ – ს დღეში .მკურნალობის ეფექტზე და ამტანობაზე დაყრდნობით, პრეპარატის დოზა შეიძლება გაიზარდოს 80 მგ – მდე დღეში .

პრეპარატის ზემოქმედება ბავშვთა და მოზარდთა განვითარებაზე არ შეფასებულა .

თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატ ტორვაზინის ჭარბი დოზა

თუ თქვენ შემთხვევით მიიღეთ პრეპარატ ტორვაზინის   ჭარბი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენსექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას, ვინაიდან თქვენშეიძლება დაგჭირდეთ ექიმის დახმარება .

თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატ ტორვაზინის მიღება

თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატ ტორვაზინის ტაბლეტის მიღება, მომდევნო დოზა მიიღეთგანკუთვნილ დროს .

ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის კომპენსაციისათვის .

თუ თქვენ შეწყვიტეთ პრეპარატ ტორვაზინის მიღება

პრეპარატ ტორვაზინით მკურნალობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი . ნუ შეწყვიტავთ პრეპარატის მიღებასთქვენი ექიმის გარეშე, იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც თქვენ გაგაჩნიათ არასასურველიგავლენის ნიშნები კუნთოვან სისტემაზე ( კუნთების სისუსტე, მომატებული მგრძნობელობა, ტკივილი,ცუდად გრძნობთ თავს, სხეულის მომატებული ტემპერატურა ) ან ჰიპერმგრძნობელობის სიმპტომები (სახის, ენის და ყელის რბილი ქსოვილების შეშუპება, სუნთქვის გაძნელება ). თუ გამოვლინდა  არასასურველი მოვლენები, შეწყვითეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს .

თუ თქვენ გაგიჩნდათ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული   დამატებითი კითხცვები, მიმართეთთქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს .

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, პრეპარატ ტორვაზინმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითიეფექტები, თუმცა ეს გვერდითი ეფექტები არ აღენიშნება ყველა პაციენტს, რომელიც იღებს პრეპარატს.

შემდეგ გვერდით ეფექტებს აქვთ დიდი მნიშვნელობა და მოითხოვენ დაუყოვნებლივ ჩარევას მათიგანვითარების შემთხვევაში:

·          ანგიონევროზული შეშუპება ( სახის, ენის და ყელის რბილი ქსოვილების შეშუპება, რასაცშეიძლება დაერთოს სუნთქვის მნიშვნელოვანი გაძნელება ). ეს რეაქცია აღინიშნება ძალზედიშვიათად, მაგრამ განვითარების შემთავევაში შეიძლება მიგვიყვანოს სერიოზულ შედეგებამდე .თუ აღინიშნება ანგიონევროზული შეშუპება, უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ ტორვაზინის მიღება დადაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ ექიმს .

ამ გვერდითი ეფექტის განვითარების ალბათობა არის 1 / 1000 – თან .

·          იშვიათ შემთხვევებში პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატს, ვითარდებოდაატროფია ან კუნთების ანთება . ხანდახან ხდებოდა ამ პათოლოგიური ცვლილებების პროგრესირებადა ისინი იღებდნენ მძიმე, სიცოცხლისათვის სახიფათო ხასიათს ( ატიპიური მიოპათია, რომელმაცშეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის დარღვევა ). თუ განვითარდა კუნთების სისუსტე,მომატებული მგრძნობელობა ან კუნთების ტკივილი და, განსაკუთრებით, თუ ამ სიმპტომებთანთანდართულია საერთო სისუსტე ან სხეულის მაღალი ტემპერატურა, შეწყვიტეთ პრეპარატტორვაზინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს .

·          გაუთვალისწინებელი ან უჩვეულო სისხლდენის და სისხლჩაქცევების გაჩენა შეიძლებამოწმობდეს ღვიძლის ფუნქციის დარღვევებზე . ამ შემთხვევებში აუცილებელია მოკლე დროშიექიმთან დაკავშირება .

ეს გვერდითი ეფექტები იშვიათად გვხვდება, მაგრამ მათ აქვთ მძიმე ხასიათი . იშვიათი გვერდითიეფექტები აღინიშნება 1000 – დან ერთზე ნაკლებ პაციენტს .

პრეპარატ ტორვაზინის სხვა გვერდითი ეფექტებიხშირი გვერდითი ეფექტები ( აღინიშნება 100 – დან 1-10 პაციენტს )

გულისრევა, ტკივილები მუცლის არეში, ყაბზობა, მუცლის შებერვა, საჭმლის მონელები სისტემის ფუნქციის   დარღვევა, დიარეა, უძილობა, თავისტკივილი, თავბრუსხვევა, დაბუჟების შეგრძნება, კანის მგრძნობელობის შემცირება მსუბუქი შეხების ან ტკივილის მიმართ, ალერგიული რეაქციები,გამონაყარი კანზე, ქავილი, კუნთის ტკივილი, ტკივილი გულმკერდში, სახსრების და ზურგის ტკივილი, სისუსტის შეგრძნება, მომატებულიდაღლილობა, პერიფერული შეშუპება ( მაგ ., კოჭის არეში ).

არახშირი გვერდითი ეფექტები ( აღინიშნება 100 – დან ერთზე ნაკლებ პაციენტს )

ანორექსია ( მადის დაკარგვა ), ღებინება, გაუთვალისწინებელი სისხლდენა ან სისხლჩაქცევები ( ასევე შეიძლება იყოს განპირობებული ტრომბოციტებისრაოდენობის შემცირებით ), თმის ცვენა, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება ( თან ახლავს გამოკვეთილი ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება ),მეხსიერების დაკარგვა, გაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება ხელების და ფეხების თითებში, ჭინჭრის ციება, შუილი ყურებში, კუნთების სისუსტე,იმპოტენცია, შეუძლოდ ყოფნა, სხეულის მასის მომატება . ამის გარდა, პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატს, აღინიშნებოდა სისხლშიგლუკოზის კონცენტრაციის მომატება და შემცირება ( თუ თქვენ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი, გააგრძელეთ სისხლში შაქრის დონის საგულდაგულომონიტორინგი ).

იშვიათი გვერდითი ეფექტები ( აღინიშნება 1000- დან ერთზე ნაკლებ პაციენტს )

კუნთების ტკივილი, გამოხატული ტკივილი კუნთებში და კუნთების სისუსტე, ხშირად თან ახლავს ციებ – ცხელება ( ატიპური მიოპათია ), კუნთებისკრუნჩხვები, ჰეპატიტი ( ღვიძლის ანთება ), სიყვითლე ( კანის და სკლერების ყვითელი შეფერილობა ).

ძალზედ იშვიათი გვერდითი ეფექტები ( აღინიშნება 10000- დან ერთზე ნაკლებ პაციენტს )

ანგიონევროზული შეშუპება ( სახის, ენის და ყელის რბილი ქსოვილების შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის მნიშვნელოვანი გაძნელება ),მძიმე ალერგიული რეაქცია გულის წასვლით ( ანაფილაქსიური შოკი ), სტივენსონ – ჯონსონის სინდრომი ( პირის ღრუს, თვალის და გენიტალიებისლორწოვანი გარსის, კანის მძიმე დაზიანება, რასაც თან ახლავს ბუშტუკების წარმოქმნა ), პოლიმორფული ერითემა ( წითელი ლაქოვანი გამონაყარი ),ღვიძლის უკმარისობა, მყესის გაწყვეტა, სარძევე ჯირკვლების გაზრდა კაცებში, გემოვნებითი შეგრძნებების ცვლილება, სმენის დაკარგვა,მხედველობის დარღვევა .

ღვიძლის ფერმენტების კონცენტრაციის მკვეთრი მომატების შემნთხვევაში, სამჯერ მეტი ნორმის ზედაზღვართან შედარებით, ასევე ფერმენტების კონცენტრაციის ხანგრძლივი ზრდის შემთხვევაში, რაცმიანიშნებს კუნთის ქსოვილის დაზიანებაზე, თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას პრეპარატტორვაზინის დოზის შემცირების ან მოხსნის შესახებ .

ზოგიერთი სტატინებით თერაპიის ფონზე დარეგისტირებული იყო შემდეგი არასასურველი მოვლენები:ძილის დარღვევა, უძილობის და კოშმარული სიზმრების ჩათვლით, მეხსიერების დაკარგვა, სასქესოფუნქციის დარღვევა, დეპრესია, სუნთქვის დარღვევა, პერსისტირებული ხველების და / ან ქოშინისჩათვლით, და ციებ – ცხელება .

მძიმე გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, ასევე ისეთი გვერდითი ეფექტებისგამოვლენისას, რომლებიც არ არის აღნიშნული მოცემულ ჩანართ – ფურცელში, გთხოვთ,შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს .

5. როგორ უნდა იქნას შენახული პრეპარატი ტორვაზინი

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 30° C ტემპერატურაზე .

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

6. ვარგისიანობის ვადა: ერთი წელი

ნუ გამოიყენებთ პრეპარატ ტორვაზინს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლისშემდეგ . ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი შეესაბამება მიმდინარე თვის ბოლო დღეს .

ნუ გამოიყენებთ ტორვაზინს, თუ თქვენ შენიშნავთ პრეპარატის უხარისხობის ნიშნებს ( მაგ ., ფერისშეცვლას ).

7. აფთიაქიდან გაცემის პირობებიგაიცემა ექიმის რეცეპტით (II ჯგუფი ).

არ შეიძლება სამკურნალო პრეპარატების უტილიზება საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან გამდინარეწყალთან . სამკურნალო პრეპარატების უტილიზეციის შესახებ კითხვები უნდა დაუსვათ თქვენსფარმაცევტს . უტილიზაციის წესების დაცვა ხელს უწყობს გარემოს დაცვას .

8. დამატებითი ინფორმაცია

პრეპარატ ტორვაზინის შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება არის ატორვასტანინი .

გარსით დაფარული ტორვაზინის თითოეული 10 მგ ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ატორვასტანინს, 10,36 მგ ატორვასტანინის კალციუმის ფორმით .

გარსით დაფარული ტორვაზინის თითოეული 20 მგ ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ატორვასტანინს, 20,72 მგ ატორვასტანინის კალციუმის ფორმით .

გარსით დაფარული ტორვაზინის თითოეული 40 მგ ტაბლეტი შეიცავს 40 მგ ატორვასტანინს, 41,44 მგ ატორვასტანინის კალციუმის ფორმით .

დამატებითი ნივთიერებები:

ბირთვი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, კროსპოვიდონი, კალციუმის კარბონატი 95MD – Ultra 250 (კალციუმის კარბონატი, მალტოდექსტრინი, პოლისორბატი 80), პოვიდონი (K 30), მაგნიუმისსტეარატი.

გარსი: საღებავი   Opadry – Y – 1-7000 თეთრი ( ჰიპრომელოზა 2910, ტიტანიუმის დიოქსიდი,მაკროგოლი 400).

პრეპარატ ტორვაზინის აღწერა და   რა შედის შეფუთვის შემადგენლობაში

ტორვაზინი გარსით დაფარული ტაბლეტები
10 მგ: თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი,ორმხრივად ოდნავ ამობურცული, გარსით დაფარული, უსუნო ან თითქმის უსუნო ტაბლეტები, (A):სერიებისთვის, რომლებიც წარმოებულია პრეპარატის შემუშავების სტადიაზე – ტაბლეტის ერთმხარეზე გრავირებით სტილიზებული ასოთი E; (Б): კომერციული სერიებისათვის – ტაბლეტის ერთმხარეზე გრავირებით სტილიზებული ასოთი E   და ნომრით 542.

ტორვაზინი გარსით დაფარული ტაბლეტები
20 მგ: თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი,ორმხრივად ოდნავ ამობურცული, გარსით დაფარული, უსუნო ან თითქმის უსუნო ტაბლეტები, (A):სერიებისთვის, რომლებიც წარმოებულია პრეპარატის შემუშავების სტადიაზე – ტაბლეტის ერთმხარეზე გრავირებით სტილიზებული ასოთი E; (Б): კომერციული სერიებისათვის – ტაბლეტის ერთმხარეზე გრავირებით სტილიზებული ასოთი E   და ნომრით 542.

ტორვაზინი გარსით დაფარული ტაბლეტები 40 მგ: თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი,ორმხრივად ოდნავ ამობურცული, გარსით დაფარული, ნაზოლით ტაბლეტის ერთ მხარეზე, უსუნოან თითქმის უსუნო ტაბლეტები, (A): სერიებისთვის, რომლებიც წარმოებულია პრეპარატისშემუშავების სტადიაზე – ტაბლეტის მეორე მხარეზე გრავირებით ორი სტილიზებული ასოთი E; (Б):კომერციული სერიებისათვის – ტაბლეტის მეორე მხარეზე გრავირებით სტილიზებული ასოთი E   დანომრით 542.

ტაბლეტები ტორვაზინი 40 მგ შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ მაწილად .

გარსით დაფარული ტაბლეტები შეფუთულია ბლისტერულ შეფუთვაში კომბინირებული აფკიდან“cold” ( პოლიამიდი / ალუმინის ფოლგა / პვქ / ალუმინის ფოლგა ) და მუყაოს შეკვრაში . ბლისტერებსპრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს ყუთში . (3 ბლისტერიკოლოფში ).

შეფუთვის ფორმა: #30 ტაბლეტი

მარკეტინგის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

ღსს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი

1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ ., 30-38

უნგრეთი