ქოლესტერინის გაზომვა სახლში

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამოამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ომეგა-3 ,,ამაზონზე”
სელის ზეთი
ქოლესტერინის გასაზომი აპარატი

ქოლესტერინის გაზომვა სახლში

მეცნიერების განვითარებამ გამოიწვია ცხოვრების გაადვილება. ვისაც პრობლემა აქვს ქოლესტერინთან მიმართებაში, შეუძლია სახლში გაიზომოს ის. სახლის პირობებში ქოლესტერინის გასაზომი თანამედროვე აპარატები პორტატული და საკმაოდ მოსახერხებელია;  ამასთან, გამოირჩევიან მაღალი სიზუსტით.

აპარატი ანალიზის პასუხს საკმაოდ სწრაფად იძლევა და ინახავს მეხსიერებაში. ეს საშუალებას აძლევს ექიმს  შეაფასოს  დაავადების მიმდინარეობის  დინამიკა და საჭიროებისამებრ, შეცვალოს მკურნალობის სქემა.

სახლში ქოლესტერინის გაზომვის უპირატესობებია:

1. არ არის აუცილებელი ყოველთვის მიმართო უბნის თერაპევტს;
2. არ არის აუცილებელი პოლიკლინიკაში წასვლა, რიგში დგომა და სისხლის ვენიდან აღება;
3. არ არის აუცილებელი წინასწარ მოემზადო ანალიზების ჩაბარებისთვის: დაიცვა მკაცრი დიეტა, უარი თქვა ჩაისა და ყავაზე;
4. შედეგის მიღების შემდეგ ყოველთვის მიმართო ექიმს;
5. ანალიზის პასუხის მიღება შესაძლებელია ერთი წუთის განმავლობაში.

ნაკრების შემადგენლობაში, რომელიც ზომავს ქოლესტერინს სახლის პირობებში, შედის: სპეციალური ქიმიური ნივთიერებით  დაფარული  ტესტ-ფირფიტები. ქოლესტერინის საზომი ერთეული არის მმოლ/ლ – ეს არის მიღებული რუსეთში, ან მილიგრამები დეცილიტრზე – რაც მიღებულია ამერიკაში

ქოლესტერინის მაჩვენებლის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, დიეტა და მედიკამენტების მიღება.

თანამედროვე აპარატები ზომავენ არა მხოლოდ ქოლესტერინის, მაღალი და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების, ტრიგლიცერიდების,  არამედ შაქრის დონესაც სისხლში. ამასთან მკურნალი ექიმის მუდმივი კონტროლი და მისი ყველა რეკომენდაციის დაცვა, თავიდან აგაცილებთ მძიმე პათოლოგიის განვითარებას. წყარო: http://net-holesterinu.ru/; მოამზადა: რუსუდან მაჩალაძე; ბმები:  ქოლესტერინი

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

ქოლესტერინის გაზომვა სახლში