ქოლესტერინის ანალიზის გაშიფრვა

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამოამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ომეგა-3 ,,ამაზონზე”
სელის ზეთი
ქოლესტერინის გასაზომი აპარატი


ადამიანთა უმრავლესობისთვის ცნობილია, რომ ქოლესტერინი გულისა და სისხლძარღვების პირველი მტერია. ანუ,  რაც  ნაკლებია ქოლესტერინი სისხლში, მით უკეთესია.  თუმცა ეს მთლად სწორი არ არის. ქოლესტერინი გარკვეული რაოდენობით აუცილებლად უნდა იყოს  ჩვენს  ორგანიზმში, ვინაიდან ის ცხიმოვანი  ცვლის  შეუცვლელი კომპონენტია. ღვიძლში მისგან სინთეზირდება ნაღვლის მჟავები, უჯრედები იყენებენ მემბრანის ასაშენებლად, ხოლო სასქესო ჯირკვლები კი – სასქესო  ჰორმონების წარმოსაქმნელად. გამომდინარე  აქედან, აუცილებელია ქოლესტერინის დონე მუდმივად იყოს შენარჩუნებული ნორმის ფარგლებში.


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


როგორი  არსებობს  ქოლესტერინი, ქოლესტერინის რა  სახეობებს  განსაზღვრავს  ანალიზი

ორგანიზმში ქოლესტერინი  არამარტო სუფთა სახითაა, არამედ სხვა, უმეტესად კი ცილოვანი წარმოშობის ნივთიერებებთან ქიმიურ კავშირში. ის შედის მაღალი და დაბალი სიმკვრივის  ლიპოპროტეინების  შემადგენლობაში,  რომელთა  თანაფარდობა სისხლში   განსაზღვრავს  ლიპიდური  ცვლის  მდგომარეობას ადამიანის ორგანიზმში.

დაბალი  სიმკვრივის  ლიპოპროტეინებს  მცირე  მოლეკულური  წონა აქვთ. ისინი  იოლად აღწევენ არტერიის შიგა გარსში და ახდენენ ქოლესტერინის ჩანართების ჩალაგებას.  მათგან განსხვავებით, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები არ მონაწილეობენ ცხიმოვანი ბალთების ფორმირებაში და, პირიქით, იცავენ სისხლძარღვებს დაზიანებისაგან. ეს ,,სასარგებლო“  ქოლესტერინის ერთგვარი  ვარიანტია.

გარდა მაღალი და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებისა,  სისხლში  ასევე განსაზღვრავენ ასევე   საერთო  ქოლესტერინისა  და  ტრიგლიცერიდების  დონეს. ეს ლიპიდები სახიფათოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისათვის, ამდენად, აუცილებელია სისხლში  მათი შემცველობის კონტროლი.

გამოკვლევას, რომელიც განსაზღვრავს ქოლესტერინისა და ყველა მისი ნაირსახეობის დონეს, ეწოდება სისხლის ლიპიდური სპექტრი. სისხლის ბიოქიმიური ანალიზის ფარგლებში, გარდა ქოლესტერინისა, შეიძლება ნაჩვენები იყოს ბილირუბინის, ელექტროლიტების, ცილების, გლუკოზის,  ფერმენტების და სხვ.  მნიშვნელობებიც.

ქოლესტერინის  ნორმა სისხლში

ამერიკელ კარდიოლოგთა ასოციაციის  მონაცემებით, საერთო ქოლესტერინის  დონე სისხლში არ უნდა აღემატებოდეს 4,5 მმოლ/ლ. რაც  შეეხება  ქვედა ზღვარს,  ის მერყეობს  3,2  – 3,6  ფარგლებში.

მაღალი  სიმკვრივის  ლიპოპროტეინების  დონე  სისხლში ნორმის ფარგლებში უნდა იყოს –  ქალებში 1 მმოლ/ლ-ზე  მეტი  და  მამაკაცებში 1,2 მმოლ/ლ-ზე  მეტი.

დაბალი  სიმკვრივის  ლიპოპროტეინების  მაჩვენებელი  უნდა  შევამციროთ, მისი ნორმა არის 2,9 მმოლ/ლ-ზე ნაკლები.

ტრიგლიცერიდების დონე სისხლში ნორმის ფარგლებში უნდა იყოს  კი 1,7 მმოლ/ლ -ზე ნაკლები.

ჩვენ შეიძლება გამოვიყვანოთ ე. წ. ათეროგენობის კოეფიციენტი. ის  უდრის  საერთო   ქოლესტერინის  მაჩვენებელს  გამოკლებული  მაღალი  და  დაბალი სიმკვრივის  ლიპოპროტეინების  შეფარდება.

ათეროგენობის კოეფიციენტი = საერთო ქოლესტერინი – მაღალი სიმკვ.ლიპოპროტეინები/დაბალი სიმკვ.ლიპოპროტეინები

ნორმაში ათეროგენობის კოეფიციენტი უნდა იყოს 3 -ზე ნაკლები.

ანალიზის გაშიფვრის თავისებურებები

ანალიზის წაკითხვისას გაითვალისწინეთ შემდეგი შემოკლებები და მათი მნიშვნელობები:

  • Chol (сholesterol) ან  TC (total cholesterol) – საერთო ქოლესტერინი
  • HDL (high density lipoprotein) – მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები
  • LDL (low density lipoprotein) – დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები
  • TG (Triglycerides) – ტრიგლიცერიდები
  • IA —ათეროგენობის ინდექსი (კოეფიციენტი)

მიღებული კვლევის შედეგების მიხედვით თავადვე შეაფასებთ ორგანიზმში ცხიმოვანი ცვლის მდგომარეობას. თუკი საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებისა და ტრიგლიცერიდების დონე მაღალია, ხოლო მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონე – დაბალი, მოგიწევთ გარკვეული ღონისძიებების ჩატარება; აუცილებლად მიმართეთ კარდიოლოგს და ჩაიტარეთ ყველა ის რეკომენდაცია და დანიშნულება, რომელსაც ექიმი დაგინიშნავთ. წყარო: http://analizi-uzi.com/; მოამზადა: რუსუდან მაჩალაძე; გადასვლა: ქოლესტერინი

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.