ღვიძლი და ქოლესტერინი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამოამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ომეგა-3 ,,ამაზონზე”
სელის ზეთი
ქოლესტერინის გასაზომი აპარატი


ღვიძლი და ქოლესტერინი

ორგანიზმში ქოლესტერინის საერთო მოცულობას ქმნის ორი წყარო:

– საკვების სახით გარედან მიღებული ქოლესტერინი
– უშუალოდ ორგანიზმში წარმოქმნილი ქოლესტერინი

ქოლესტერინი ძირითადად ღვიძლში წარმოიქმნება. ამდენად, საკვებში ქოლესტერინის დაბალი შემცველობისას, საჭირო დონის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია ქოლესტერინის  ღვიძლისმიერი სინთეზი.

უჯრედებსა და სისხლს შორის ქოლესტერინი მუდმივად იცვლება. ღვიძლში ქოლესტერინის ნაწილი გარდაიქმნება ნაღვლის მჟავებად. ეს  წარმოადგენს ნივთიერებათა ცვლის ნორმალურ პროდუქტს, მაგრამ თუ ქოლესტერინის რაოდენობამ გადააჭარბა ნორმას, ეს  ნეგატიურად აისახება  სისხლძარღვებსა  და შინაგან ორგანოებზე.

როგორც აღვნიშნეთ, ქოლესტერინის ნაწილს ორგანიზმი იღებს საკვებთან ერთად, მაგრამ ძირითადი მასა სინთეზირდება ღვიძლის მიერ. სწორედ ამიტომ,  ქოლესტერინის დასაწევად მხოლოდ დიეტა არაა საკმარისი.
ქოლესტერინი მონაწილეობს ღვიძლ-ნაწლავურ ციკლში.

ჯანმრთელ ორგანიზმში ღვიძლ-ნაწლავის ციკლის გავლისას  ჭარბი ქოლესტერინის  რაოდენობა გამოიყოფა განავლოვან მასებთან ერთად. თუ ღვიძლი დაავადებულია, ნაღვლის გამოდევნა ღვიძლიდან ფერხდება. ასეთ დროს, ქოლესტერინი პირდაპირ გადადის ქსოვილებში და სისხლში –- იზრდება ათეროსკლეროზის და ნაღვლის ბუშტში ქვების განვითარების რისკი, ირღვევა საჭმლის მონელების პროცესი, ნაწლავში ვითარდება პათოგენური ბაქტერიები რომლებიც იწვევენ დისბიოზს.

ეს ბაქტერიები გარდაქმნიან ნაღველს ტოქსიკურ პროდუქტებად, რომლებიც უკუშეიწოვება ნაწლავში, ბრუნდება ღვიძლში და იწვევს მისი ფუნქციის გაურესებას; არანაკლებ საშიშია ღვიძლის გაცხიმოვნება და ცხიმოვანი ჰეპატოზი.

ღვიძლის დაავადების შემთხვევაში იგი ვერ შეძლებს ჭარბი  ქოლესტერინის უარყოფითი მოქმედების განეიტრალებას. ამიტომ, საჭიროა ქოლესტერინის მუდმივი კონტროლი. გადასვლა >>> ,,ქოლესტერინი

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.