ბონსაი

ბონსაი

ყველაფერი ბონსაის შესახებ. ასოც. პროფ.,  ე. გუბელაძე, მაგისტრანტი ქეთა ხვედელიძე

♦ ბონსაის ყველა სახეობის უვირუსო თესლების, ქოთნების, მოსავლელი ინსტრუმენტების გამოწერა შეგიძლიათ უშუალოდ მწარმოებლებისაგან ინტერნეტ -მაღაზია „ამაზონის“ მეშვეობით.
♦ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი საქონლის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის ქვეგანყოფილებაში, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების, სანდო პროდუქცია, მიმდინარე ფასდაკლებებით.

>>>  ბონსაის თესლების გამოწერა    
>>>  ბონსაის ქოთნების გამოწერა 
>>>  ბონსაის მოსავლელი ინსტრუმენტების გამოწერა
>>>  ყველაფერი ბონსაისათვის  

♦ შეგახსენებთ:
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ? 
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?

ბონსაის ხელოვნება ეს არის “ჯუჯა ხეების გამოზრდის ხელოვნება”. იაპონურიდან თარგმანში ”ბონსაი” ნიშნავს მცენარეს ბრტყელ ლარნაკში. ბონსაის სამშობლოდ შეცდომით თვლიან იაპონიას, თუმცა სინამდვილეში ლარნაკებში მინიატურული ხეების (ბონსაის)  გამოზრდა დაიწყეს ჩინელებმა ორი ათასი წლის წინათ. იაპონიაში ბონსაის ხელოვნება შემოვიდა მხოლოდ VI  საუკუნეში.  როგორც ხელოვნება დარგი ბონსაი განვითარდა მხოლოდ  XX საუკუნეში, რომლის მიზანი იყო ბონსაიების ახალი ფორმების ძიება ბუნებაში მოზარდი ჩვეულებრივი და ეგზოტური ხეების საფუძველზე. საერთოდ იაპონური ბონსაი, ჩინური ბონსაისაგან განსხვავებით ხასიათდება დიდი ელეგანტურობით.

ტრადიციული ბონსაი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
1. ბონსაის ღერო უნდა იყოს ძლიერი, მკვეთრად გამოხატული ფესვის ყელით;
2. ბონსაის ღეროს და ტოტების მოხაზულობა იყოს  გასაგები და მკვეთრი;
3. ბონსაის ღერო და ტოტები ქმნიან მცენარის ჩონჩხს, ამიტომ მათ არ უნდა ფარავდეს ფოთლები;
4. ბონსაი უნდა გავდეს  ბუნებაში მოზარდ  იმავე სახეობის მცენარეებს
5. ბონსაის ჭურჭელი უნდა იყოს მარტივი ფორმის და სადა შეფერილობის;
6. ბოსაის ხესა  და  და ჭურჭელს შორის უნდა იყოს კომპოზიციური შესაბამისობა.

ბონსაის შესაქმნელად იყენებენ მრავალ ხე და ბუჩქოვან მცენარეს, რომლებიც ჯუჯა მდგომარეობაშიც აგრძელებენ ყვავილობას, ნაყოფმსხმოიარობას, შემოდგომაზე იცვლიან ფოთლების ფერს.  ბონსაიები განსხვავდებიან ზომისა და ფორმის მიხედვით.

ზომის მიხედვით ბონსაიების კლასიფიკაცია ძალიან პირობითია, მაგრამ მაინც გამოყოფენ შემდეგ სახეებს: 1. მაღალი _ 60-120 სმ; 2. საშუალო _ 30-60 სმ; 3. მცირე ზომის _ 15-30 სმ; 4. მინიატურული _ 5-15 სმ, რომელთა შორისაც გამოირჩევა ”ფრჩხილისოდენა ბონსაიები” (5-15 სმ) და ”ბები-ბონსაიები” (7,5-15 სმ). ბონსაის  სიმაღლე იზომება ფესვის ყელის ზედაპირიდან მცენარის ყველაზე მაღალ წერტილამდე.

მინიატურული ბონსაის გამოზრდა პრაქტიკულად მცირედ განსხვავდება დიდი მცენარის გამოზრდისაგან, მაგრამ მაინც არსებობს მათი ფორმირების თავისებურებები:
1.  შედარებით დაბალი და მცირე რაოდენობის ძირითადი ღერო (2-3 ღერო);
2. საწყისი 2-3 წელი მცენარის გამოზრდა შედარებით დიდ ჭურჭელში, რათა განვითარდეს შედარებით ძლიერი ღერო;
3. შედარებით დაკვირვებული და ყურადღებიანი მორწყვა;
4. გადარგვა ყოველ გაზაფხულზე, რომლის დროსაც აშორებენ გადაზრდილ და ძალიან მცირე ფესვებს; 5. გამოკვებვა მცირე კონცენტრაციის სასუქებით.

ბონსაის შესაქმნელად იყენებენ თესლიდან მიღებულ ნათესარს, დაკალმებით, გადაწვენით ან მყნობით მიღებულ ერთწლოვან (ზოგჯერ ორწლოვან) მცენარეებს. კარგ შედეგს იძლევა ბუნებაში, კლდოვან და მწირ ადგილებში ნაპოვნი (ბუნებრივად ჯუჯა) მცენარეების ბონსაიდ გადაკეთება. ამგვარი გზით მიღებული ბოსაიები  ძირითადად განკუთვნილია ეზოებში დასადებად, თუმცა ზოგიერთი მათგანი შეიძლება ინტერიერშიც შემოვიტანოთ.

ბონსაიების ფორმები. ფორმის მიხედვით ბონსაის სახეობების სისტემატიზაცია  იაპონელმა დიზაინერებმა მოახდინეს, ამიტომაც ბონსაის კლასიფიკაციაში ხდება იაპონური ტერმინების გამოყენება:

  • სიმეტრიული ვერტიკალური ფორმის ბონსაი (Chokkan):
  • არასიმეტრიული ვერტიკალური ფორმის ბონსაი (Moyogi):
  • დახრილი ფორმის ბონსაი (Shakan):
  • ქარით გადახრილი ფორმის ბონსაი (Fukinagashi):
  • მარაოსებრი ფორმის ბონსაი (Hokidachi):
  • დაკიდული ანუ კასკადური ფორმის ბონსაი (Kengai):
  • ნახევრადგადმოხრილი ანუ ნახევრადკასკადური ფორმის ბონსაი (Han-Kengai):
  • კლდის ფორმა -ბონსაი ქვაზე (Sekijoju):
  • ტყუპების ანუ გაორებული ფორმის ბონსაი (Sokan):
  • სამღეროიანი ფორმის ბონსაი (Sambon-yose);
  • მრავალღეროიანი ფორმის ბონსაი (Tsukami-yose):
  • ტყის კომპოზიციის ბონსაი (Yamayori):
  • ტივის ფორმის ბონსაი (Ikadabuki).

ოთახის ბონსაიები. ოთახის ბონსაიების შექმნის იდეა გაჩნდა არა აღმოსავლეთში, არამედ დასავლეთში ,კერძოდ  გერმანიაში. ოთახის ბნსაიები  არიან უფრო გამძლე, ვიდრე ბაღის, მაგრამ ითხოვენ ჰაერის მაღალ შეფარდებით ტენიანობას. ოთახის ბონსაიების მოვლის პროცესში უნდა იქნეს გათვალისწინებული :ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა, მორწყვა და ნიადაგი, ტემპერატურული და სინათლის რეჟიმი.

ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა ბონსაისათვის გულისხმობს ბონსაიების დადგმას წყლით დაფარულ ბრტყელ ლანგარზე, რომელზეც იყრება წვრილი კენჭები ან იფარება ლითონის  ბადით, ზემოდან კი იდგმება ბონსაიები ქოთნით. წყლის დონე მუდმივად უნდა იქნეს შენარჩუნებული ერთ სიმაღლეზე.

გარდა ამისა დატენიანების გასადიდებლად უნდა მოხდეს ბონსაიზე  წყლის შესხურება, თუმცა ასეთი პროცედურა იძლევა ხანმოკლე ეფექტს და ხშირად უნდა განმეორდეს. შესხურება უნდა მოხდეს დღის პირველ ნახევარში რათა მცენარეებმა მოასწრონ გაშრობა საღამომდე.

ნიადაგი ბონსაიებისათვის და ბონსაის მორწყვა. ბონსაის ჭურჭელში ნიადაგი ყოველთვის უნდა იყოს ნესტიანი, რაც შეიძლება განისაზღვროს მასზე ხელის შეხებით ან უფრო ნათელი ფერით. ნიადაგის ზედაპირზე არსებული მშრალი ქერქის არსებობა  ყოველთვის არ განსაზღვრავს მთელი სუბსტრატის სიმშრალეს.

მორწყვის დროს წყალმა უნდა მიაღწიოს ჭურჭლის ფსკერს. ნიადაგის ცუდი წყალგამტარობის შემთხვევაში მორწყვა უნდა განმეორდეს რამოდენიმეჯერ, სანამ არ დასველდება მისი ყოველი კოშტი. ზაფხულში ბონსაიები მოითხოვენ მეტ წყალს ვიდრე ზაფხულში, რაც დაკავშირებულია მათ უფრო ინტენსიურ ზრდა–განვითარებასთან– მორწყვისათვის საუკეთესო წყალი არის თბილი, რომელიც წინასწარ უნდა გაჩერდეს რამოდენიმე საათის განმავლობაში (ამ დროს წყალი ხდება ოთახის ტემპერატურის, სუფთავდება ქლორისა და მექანიკური მინარევებისაგან).
ნიადაგი  ბონსაისათვის უნდა იყოს საკმაოდ ნაყოფიერი, შეიცავდეს ჟანგბადს, ინარჩუნებდეს ტენს, კარგად ატარებდეს ზედმეტ წყალს. ბონსაისათვის მიწის ნაზავების შესაქმნელად იყენებენ თიხნარ კორდის მიწას, ნეშომპალა ნიადაგს, ტორფს და მსხვილ ქვიშას, ზოგჯერ ამატებენ ფოთლის მიწასაც. ნაზავებს კი აკეთებენ მცენარეების ინდივიდუალური მოთხოვნების შესაბამისად. ყველაზე ხშირად ხმარობენ მიწის შემდეგ ნაზავს: კორდის მიწა, ნეშომპალა ნიადაგი და ქვიშა (4:4:1). წიწვოვანი მცენარეებისათვის უმჯობესია შემდეგი მიწის ნაზავი: ფოთლის მიწა და ქვიშა (6:1) და სხვა.

სინათლის რეჟიმი ბონსაისათვის. ბონსაის სხვადასხვა სახეობები სრულიად განსხვავებულ მოთხოვნებს უყენებენ სინათლეს, რაც უნდა იქნეს გათვალისწინებული მათი განთავსებისა და მოვლის პროცესში.

ტემპერატურული რეჟიმი ბონსაისათვის. ბონსაის სუბტროპიკული სახეობები (მირტი, ზეთისხილი, ბროწეული, როზმარინი) ზამთარში უნდა მოთავსდნენ 5-150C პირობებში, ხოლო ზაფხულში გატანილ იქნან ღია გარემოში (აივანზე, ტერასაზე).
ტროპიკული სახეობები მთელი წლის განმავლობაში უნდა იმყოფებოდნენ 18-250C პირობებში, ზაფხულშიც კი უნდა მოხდეს დახურულ გრუნტში მათი დატოვება. მცენარეების დადგმა არ არის მიზანშეწონილი ქვის ფანჯრის რაფებზე (თუ მათ ქვევით არ არის გამათბობელი).
რაც უფრო მაღალია ოთახში ჰაერის ტემპერატურა, მით მეტი სინათლე, წყალი და საკვები ნივთიერებები სჭირდებათ მცენარეებს, ხოლო დაბალი ტემპერატურის პირობებში_იშვიათი მორწყვა და ნაკლები გამოკვებვა.

მცენარეები ოთახის ბონსაიებისათვის. ოთახის ბონსაიებისათვის იყენებენ სუბტროპიკული და ტროპიკული წარმოშობის მრავალ მრავალწლოვან ბალახოვან და ბუჩქოვან სახეობას, აგრეთვე ზოგიერთ მერქნიან ხე და ბუჩქს.

ბონსაიების გამრავლება. ბონსაიების გამრავლება ხდება თესლით და ვეგეტატიურად (კალმებით, საჰაერო ფესვებით).

ჭურჭლები ბოსაისათვის. ბონსაის დასარგავად იყენებენ მცირე ზომის, მრგვალი, ოვალური ანოთხკუთხედის ფორმის ქოთნებს, კონტეინერებს. ისინი შეიძლება იყოს თიხის, კერამიკული, მინის,შეფერვა კი სასურველია ღია ნეიტრალური, აგურისფერი, შავი. საუკეთესოა კერამიკული ჭურჭლები, რადგანაც თიხის საჭიროებენ მეტ მორწყვას.

ბონსაის გადარგვის დროს უნდა მოხდეს შემდეგი წესების დაცვა: მრგვალ, კვადრატულ, მრავალკუთხედის ფორმის ბრტყელ ან კასკადური ბონსაიებისათვის განკუთვნილ მაღალ ლარნაკებში ბონსაიები ირგვება ჭურჭლის ცენტრში; სწორკუთხედის და ოვალური ფორმის ლარნაკებში – ცენტრიდან და ცენტრზე გამავალი ხაზიდან მოშორებით. ამ დროს ასიმეტრიული ფორმის მცენარეები უნდა გადაიწიოს ჭურჭლის კიდისაკენ, ხოლო სიმეტრიულები დაირგოს ცენტრთან ახლოს. ბონსაის ფესვები ცოტათი უნდა ჩანდეს გრუნტის ზედაპირის ზევით. სუსტი ფესვთა სისტემის მქონე ბონსაიების გამაგრება უნდა მოხდეს მავთულით, რომელიც გადის სადრენაჟო ნასვრეტიდან და მაგრდება ქოთნის ფსკერზე მცირე ზომის ხის ნაფოტით. გადარგული ბონსაი უნდა მოირწყას მანამ სანამ წყალი არ გამოვა სადრენაჟო ნასვრეტიდან, შემდეგ კი მოთავსდეს მზიდან და გამჭოლი ქარიდან დაცულ ადგილზე. ახალი ფესვთა სისტემის ფორმირება ხდება 4-5 კვირაში.

ბონსაის ფორმირება. ბონსაიების გასხვლისათვის ყველაზე კარგი დრო გაზაფხულია, როცა მცენარეები იწყებენ აქტიურ ზრდას. ზამთრის პერიოდში მოზარდი ოთახის ბონსაიების გასხვლა შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ სასურველია წლის თბილ პეროიდში.

ბონსაის ძლიერი ღეროები უნდა მოიჭრას კვირტის ზემოთ ირიბად, ხოლო სუსტები – ზრდის მიმართულების ჰორიზონტალურად კვირტის ზემოთ, ახალგაზრდა და რბილები კი წაიჩქმიტოს ფრჩხილით.  თუ არ მოხდება ახალგაზრდა მცენარის გასხვლა, ის გაიზრდება ზევით და არ დაიტოტება. მცენარის დატოტვის სტიმულირებისათვის უნდა მოხდეს მათი გასხვლა მისი სასურველი სიმაღლის გათვალისწინებით, თანაც ღეროს სიმაღლე უნდა იყოს მცენარის სიმაღლის 1/3. მოჭრის დროს უნდა მოხდეს ტოტებზე კვირტების განლაგების მიმართულების გათვალისწინება. ზედა ნაწილში ბონსაი შეიძლება გაისხლას განიერად და უფრო მჭიდროდ. ბონსაის  2-3 ფოთლით დამოკლება უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც მას განუვითარდება 4-5 ფოთოლი, მნიშვნელოვანია ღეროს ზედა კვირტის მდებარეობა.

დაკვანძული ღეროს მქონე ბონსაიების გამოზრდისათვის გასხვლა ხდება შემდეგნაირად: როცა მცენარის გაძლიერების შემდეგ ღერო უნდა მოიჭრს კენწრული კვირტის ზემოთ. გარკვეული დროის შემდეგ, როცა ღეროდან ამოსული ახალი ყლორტები გაიზრდებიან და გაძლიერდებიან ისევ ჭრიან კვირტის ზემოთ და ამას იმეორებენ რამოდენიმეჯერ. ასეთი გასხვლის შედეგად ყალიბდება ბუნებრივი, დაკვანძული ფორმის ბონსაიები. თუ მცენარე ადვილად ტყდება მისი ფორმირებიდან თავი უნდა შევიკავოთ. მავთულით ფორმირებისათვის ყველაზე კარგი პერიოდია გაზაფხული, შემოხვეული ნაწილები იცვლიან ზრდის მიმართულებას და რჩებიან ასეთ მდგომარეობაში მავთულის მოხსნის შემდეგ.

მავთული უნდა იყოს სპილენძის (უკეთესია) ან ალუმინის. ღეროზე მავთულის შემოხვევა უნდა მოხდეს ქვევიდან ზევით, ძირითადი ღეროდან ტოტების წვეროსაკენ, თანაც ისე, რომ არ დაზიანდეს ქერქი, კვირტები და ფოთლები, ხოლო შემდეგ გადაიწიოს საჭირო მიმართულებით. ზოგ შემთხვევაში მავთულს შიგნით უნდა დაუტნიოთ გოფრირებული ქაღალდი. მცენარეზე მავთული უნდა დარჩეს ახალგაზრდა ტოტებზე 1, ხოლო ძლიერებზე 6 თვე. თუ მავთული ჩაიზრდება ქერქში, ის დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას, რომ მცენარეზე არ გაჩნდეს ნაწიბურები.

ბონსაის სიმძიმითა და ბჯენებით ფორმირება. ბონსაის ფორმირება შეიძლება სიმძიმისა და ბჯენების გამოყენებით. ამისათვის საჭიროების შემთხვევაში ტოტებზე კიდებენ სიმძიმეებს ან აკეთებენ ბჯენებს ხის ტოტებითა და ნაპობებით. იმისათვის, რომ მცენარის ქერქი არ დაზიანდეს ბჯენების შიგნით უნდა დაიდოს რეზინის ფირფიტები. თუ მცენარის ფოთლების ზომა არ შეესაბამება მცენარეს, შესაძლებელია მათი შეკვეცა.

ბონსაის ღეროს გასქელება. დროთა განმავლობაში ნებისმიერი ბონსაის ღერო ღებულობს სასურველ სიმსხოს, მაგრამ ამ პროცესის დაჩქარებისათვის არსებობს რამოდენიმე მეთოდი.
ახალგაზრდა მცენარეებისათვის – პირველი 3-5 წელი ახალგაზრდა ბონსაის  რგავენ შედარებით ღრმა ქოთანში, შემდეგ კი ბრტყელში.
ბონსაის ახალგაზრდა ელასტიური, მაგრამ გამერქნიანებული ღეროსათვის – აქტიური ზრდის პერიოდში დაახლოებით კვირაში ერთხელ ღეროს ქვედა ნაწილი უნდა გადაიღუნოს სხვადასხვა მხარეს, რაც იწვევს ბონსაის ღეროს დაზიანებას და გასქელებას.
პრიალა, ერთი ტონის ღეროს მქონე მცენარეებისათვის – ღეროს ქვედა ნაწილზე ნებისმიერად ახვევენ მავთულს, როცა ის იფარება ქერქით მავთულს აშორებენ, შედეგად შემოხვევის ადგილებზე ვითარდება წანაზარდები და ღერო სქელდება.
იშვიათ შემთხვევებში ფსვის ყელთან მჭიდროდ შემოახვევენ მავთულს და ტოვებენ მანამ, სანამ წვენთა შეკავება არ გამოიწვევს ღეროს და ფესვების გასქელებას.
ღეროს გასქელება შეიძლება გამოიწვიოს მცენარის ქვედა ნაწილში დიდი ღეროების დატოვებამ, მაგრამ ასეთი სწრაფი გასქელება იწვევს წვრილი ტოტების ფორმირებას.
ბონსაის ზოგიერთი ჯიში, ძირითადად სუბტროპიკული ჯიშები სწრაფად მზარდია და დიდი დრო არ სჭირდება, რომ დასრულებული სახე მიიღოს. 2-3 წელიწადში შესაძლოა ჩამოყალიბებული ფორმა მისცე. დამწყებმა ბონსაისტმა სჯობია დარგოს კალამი და შემდეგ ნელ-ნელა მიხვდეს იმის არსს, თუ რა უნდა გააკეთოს. შეიძლება ერთხელ, ორჯერ არ გამოუვიდეს, მაგრამ ამ პროცესში ბევრ რამეს ისწავლის და შემდეგ აუცილებლად მიიღებს სასურველ შედეგს.

გადასვლა >>> თესლები