ანტიბიოტიკი თუ ბაქტერიოფაგი

ანტიბიოტიკი თუ ბაქტერიოფაგ

რომელ წამალს უნდა მივცეთ  უპირატესობა, თუ ავადმყოფობის მიზეზი პათოგენური მიკროფლორაა? ნებისმიერ აფთიაქში შემოგთავაზებენ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებს, ბაქტერიოფაგებს კი – ნაკლებად, რადგან მათზე ინფორმაცია არ აქვთ ექიმებსაც კი. თუმცა, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ინტერესი ბაქტერიოფაგებისადმი გაიზარდა.

 

ანტიბიოტიკები და ბაქტერიოფაგები მოქმედებენ უშუალოდ მიკრობებზე, მხოლოდ ანტიბიოტიკები ანადგურებენ არა მარტო პათოგენურ, არამედ ნორმალურ მიკროფლორასაც. ბაქტერიოფაგები კი მოქმედებენ მხოლოდ პათოგენურ მიკროორგანიზმებზე. ასეთი არჩევითი მოქმედება განპირობებულია ფაგების ბუნებით.

ბაქტერიოფაგები ბაქტერიების ვირუსებია. როდესაც ფაგი ხვდება მიკრობის  უჯრედს, ის აღწევს მასში, გადართავს მოქმედების მექანიზმს მსგავსი ფაგების წარმოქმნაზე, რომლებიც ხეთქავენ უჯრედის  გარსს და გაათმაგებული რაოდენობით უტევენ სხვა მიკრობებს. ლიზისი ღებულობს სპონტანურ ხასიათს. არასასურველი მიკრობებიდან განთავისუფლება ხდება რამდენიმე საათში.

ფაგოლიზისი – ბაქტერიების განადგურება ფაგებით – ბუნებრივი პროცესია, რომელიც მიმდინარეობს ბაქტერიებით დაზიანებულ ორგანოში თვითგამოჯანმრთელების დროს. თუკი თვითგამოჯანმრთელება რაიმე  მიზეზის გამო არ მოხდა, მაშინ ორგანიზმს უნდა დახმარება, შესაბამისი ბაქტერიოფაგის შეყვანით, რომელიც მიიღება ხელოვნურად.

ფაგი ატარებს იმ მიკრობის სახელს, რომელზედაც ის მოქმედებს. ფაგები, ეს ბუნებრივი სანიტარები შეიძლება იყოს გამოყენებილი არა მარტო სამკურნალოდ, არამედ ინფექციური დაავადებების პროფილაკტიკის მიზნითაც. ისინი არ არიან ტოქსიკურები, არ აქვთ უკუჩვენება და  შეიძლება მათი კომბინაცია სხვა მედიკამენტებთან.  ბაქტერიოფაგების დანიშვნა შესაძლებელია ორსულებისთვის, მეძუძური ქალებისა და ბავშვებისათვის ნებისმიერ ასაკში. მთავარი პირობა მათი წარმატებული გამოყენებისათვის არის გამოყოფილი კულტურის შემოწმება მგრძნობელობაზე. ამასთან, აღინიშნება ერთგვარი კანონზომიერება – მიკროორგანიზმების კლინიკური შტამების მგრძნობელობა სტაბილურია და გააჩნია ზრდის ტენდენცია.

ბაქტერიოფაგის აქტივობა განისაზღვრება მისი განზავების ხარისხით, რომლის დროსაც ხდება მგრძნობიარე ტესტური კულტურის სრული ლიზისი. ფაგების თხევადი პრეპარატები აქტივობას ინარჩუნებენ  ექვსიდან თორმეტ წლამდე,  4-6 გრადუს ტემპერატურაზე.

1896 წელს ხანკინმა პირველად აღწერა აგენტი, რომელიც გადის ბაქტერიულ ფილტრს და იწვევს მიკრობების ლიზისს, მაგრამ იშლება ადუღების დროს. შემდგომში, დ ერელმა, 1917 წელს, მას ბაქტერიოფაგი – ბაქტერიების მშთანთქმელი უწოდა.

პირველი ანგარიში ფაგოთერაპიასთან დაკავშირებით იყო გაკეთებული 1921 წელს, ბრიონგისა და მაისონის მიერ. მეოცე საუკუნის ოციან წლებში ფაგებს იყენებდნენ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. ორმოციან წლებში ფაგები  ჩაანაცვლა ანტიბიოტიკებმა, შემდგომ კი დავიწყებას მიეცა.

უკანასკნელ წლებში ინტერესი ფაგების მიმართ კვლავ გაძლიერდა, ბევრ ქვეყანაში აქტიურად ინერგება ბაქტერიოფაგების წარმოება. გამომდინარე აქედან,  შეიძლება გაკეთდეს პროგნოზი – ათი წლის შემდეგ ფაგების წარმოება გახდება ლიდერი ფარმაცევტულ მრეწველობაში.

http://ill.ru/news.art.shtml?c_article=208http://ill.ru/news.art.shtml?c_article=208

_______________________________

>>>> ფაგები, ბაქტერიოფაგები

..