წურბელების მავნებლობა

წურბელების მავნებლობა

წურბელების გამოყენება სამედიცინო მიზნებისათვის,  მათი სპეციფიკური აგებულობისა და კვების მეთოდებიდან გამომდინარე, შეიძლება დაკავშირებული იყოს  შემდეგ რისკებთან:

სამედიცინო წურბელის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მუდმივად არის ბაქტერია Aeromonas hydrophilia, რომელიც იცავს მას ინფექციებისაგან, როდესაც ის იკვებება ავადმყოფი ცხოველების სისხლით და ეხმარება სასარგებლო ნივთიერებების სწორ ათვისებაში. ადამიანის ორგანიზმში მას შეუძლია გამოიწვიოს კუჭ-ნაწვლავის სისტემის დარღვევები, მოწამვლები და ლორწოვანი გარსის დაავადებები. თუმცა თანამედროვე ჰირუდოთერაპევტები უარყოფენ ბაქტერიის მოხვედრას წურბელის ყბებზე, მაგრამ ეს ჰიპოთეზა ბოლომდე არ არის უარყოფილი.

დასნებოვნებული ცხოველების სისხლთან ერთად წურბელის ორგანიზმში ხვდება სხვადასხვა დაავადების გამომწვევები. ისინი შეიძლება გადაეცნენ სხვა ადამიანს და ცხოველს, კბენის დროს. ხელოვნურ პირობებში გამოყვანილი წურბელების გამოყენებამ  მედიცინას მისცა საშუალება თავიდან აეცილებინა  ეს პრობლემა.

წურბელის ნერწყვში არის ისეთი ნივთიერებები, რომლებიც ათხელებენ სისხლს, და მისი მოხსნის შემდეგ ჭრილობა დიდხანს არის სისხლმდენი;  გარდა ამისა, ზოგ შემთხვევაში, ეს ნივთიერებები იწვევენ კანის გაღიზიანებას.

ადრე ითვლებოდა, რომ წურბელების გამოყენებას მივყავდით ისეთ საშიშ მოვლენასთან – როგორიც არის ჰირუდინოზი – წურბელების შეღწევა ადამიანის ორგანიზმში. მაგრამ, თუ ჰირუდოთერაპიის სეანსები ტარდება თანამედროვე ცივილიზებულ პირობებში, ჰირუდინოზის განვითარების რისკი პრაქტიკულად არ არსებობს.

მოამზადა რუსუდან მაჩალაძემ
წყარო:  http://vredpolza.ru/flora-fauna/item/98-piiavki-polza-i-vred.html

_________________________________________

>>>>> 1. ჰირუდოთერაპია (წურბელებით მკურნალობა); 2. სამედიცინო წურბელა; 3. ჰირუდოთერაპია;
4. ჰირუდოთერაპიის უკუჩვენებები; 5. წურბლებით მკურნალობა (ჰირუდოთერაპია). უფასო დისტანციური კონსულტაციები; 6. წურბელების მავნებლობა

..