ქალის ოთხი მდგომარეობა

ქალის ოთხი მდგომარეობა

ჩვენ გვექნება საუბარი ყველაზე მთავარ ქალურ თვისებაზე. მაშ ასე, იდეალური ქალი – ეს არის დედოფალი საზოგადოებაში, დიასახლისი სამზარეულოში, მსუბუქი ყოფაქცევის ქალი –  საწოლში.

ყოველ ქალში არის ოთხი მდგომარეობა.

თქვენ თუ იყენებთ ერთს, ეს არ ნიშნავს, რომ სამი დანარჩენი თქვენში არ არის. პირველი – ეს არის დედოფლის მდგომარეობა – დამოუკიდებელი, თვითკმაყოფილი, მოვლილი,  კარიერული წინსვლით, სოციუმში  რეალიზებული.

მეორე მდგომარეობა – დიასახლისი – ეს არის დედობრივი ენერგია, გაცემის ენერგია, ასეთი ქალი აკეთებს, ალაგებს, იცის მოსმენა, მასთან ხარ წყნარად და კომფორტულად.

მესამე მდგომარეობა – ეს გოგოს მდგომარეობაა. მიღების ენერგია, სუსტი და სიცოცხლით სავსე. იღებს სასურველს უბრალოდ იმიტომ, რომ ეს უნდა (დედოფლისაგან  განსხვავებით, რომელიც ყველაფერს თვითონ აღწევს).  ასეთთან ყოველთვის ვიღაც მიდის დასახმარებლად.

მეოთხე მდგომარეობა – საყვარლის მდგომარეობაა – სექსუალურობა, თავისუფლება. სექსის მეშვეობით ქალი გადასცემს მამაკაცს ძლიერ ენერგიას, ავსებს მას ძალით.

ამ მდგომარეობებიდან ორი არის მიღების ენერგია, ორი – კი გაცემის ენერგია. როდესაც მამაკაცი სამსახურიდან ბრუნდება და მას შია, მაშინ ირთვება – დიასახლისის მდგომარეობა. როდესაც მამაკაცმა მიაჭედა ლურსმანი, ან მოიტანა ხელფასი სახლში – მაშინ ირთვება გოგოს მდგომარეობა.

სიყვარულს შეუძლია მიიზიდოს, დააინტერესოს, მაგრამ მის შეკავებას ვერ შეძლებს იმ სამი მდგომარეობის გარეშე. ნამდვილი ქალურობა – ეს არის უნარი მართო ეს 4 მდგომარეობა და  შეინარჩუნო ბალანსი.

მოამზადა რუსუდან მაჩალაძემ. http://yaroslav-samoylov.com/zhenstvennost/4-sostoyaniya-zhenshhiny.html

___________________________________________

>>> ფსიქოლოგია

..