ურთიერთობების ფსიქოლოგია წყვილში

ურთიერთობების ფსიქოლოგია წყვილში: ოთხი ნიშანი გააზრებული გრძნობებისა

დავიწყოთ იმით, თუ რა არის გააზრებული ურთიერთობები?

ეს არის ურთოერთობა, რომელშიც ორივე პარტნიორს აქვს ერთი, ან მსგავსი მიზანი – ინდივიდუალური ზრდა. პიროვნული ზრდა. ორი პიროვნების ერთდროული განვითარება და როგორც შედეგი, წყვილის განვითარება მთლიანობაში. ეს მიზანი საერთოა და ამავდროულად პიროვნული. ის აერთიანებს მოსიყვარულე ადანიანებს წყვილად.

მამაკაცსა და ქალს შორის ურთიერთობების ფსიქოლოგია ვითარდება, ამიტომ ამის გამო ორ პიროვნებას, რომელიც ავსებენ ერთმანეთს, ერთად შეუძლიათ მიაღწიონ უფრო მეტს, ვიდრე ცალკ-ცალკე. შედეგად კი ვღებულობთ მორალურ დაკმაყოფილებას, რომელიც გაყვება მათ მთელი ცხოვრება.

ეხლა კი ქვემოთ განვიხილოთ რჩევები, რომელიც ხსნიან  გააზრებული ურთიერთობების ოთხ ძირითად ნიშანს, რომელიც აუცილებლად უნდა დანერგოს წყვილმა.

1. ყოველი პარტნიორის განვითარება

ეს ნიშნავს ფანტაზიაზე უარის თქმას, იმაზე თუ როგორი უნდა იყოს თქვენი ურთიერთობები საბოლოოდ. მეტი დრო დაუთმეთ პიროვნულ ზრდას წყვილში. მნიშვნელოვანია თქვენი პიროვნება, მნიშვნელოვანია მისი პიროვნება.

წყვილმა, რომელმაც შეძლო აეწყო გააზრებული ურთოერთობები, რომელშიც ყოველი წევრი გრძნობს თავის თავს კომფორტულად და თავისუფლად, აფასებს ზრდასა და განვითარებას ყველაზე მეტად.

2. თავისი ძველი გასული პრობლემების ამოხსნა ურთიერთობებში

შეგნებულმა წყვილმა იცის, რომ თითოეულ მათგანს შეიძლება ჰქონდეს სულიერი ჭრილობები, რომელიც მიიღეს წარსულში, მათ იციან, რომ ეს აუცილებლად შეახსენებს მათ ახალ ურთიერთობებში, თუ ამაზე არ იქნა საუბარი მათ შორის.

ამიტომ ერთი რჩევა გაერკვიეთ საკუთარ თავში და მიეცით ანალოგიური შესაძლებლობა თქვენს მამაკაცს. მისთვის ეს უფრო ძნელი იქნება, ვიდრე თქვენთვის (ასეთია მამაკაცსი ფსიქოლოგია ურთიერთობებში). მაგრამ თუ თქვენ გადაწყვეტთ იმას, რომ ერთად გააკეთოთ ეს, ეს იქნება ძალიან დიდი და კარგი ნაბიჯი გადადგმული შემდგომი ურთიერთობების დასარეგულირებლად.

3. ყველა გრძნობა მისასალმებელია, და არავინ არ იქნება დასჯილი.

გააზრებულ ურთიერთობებში ადგილი აქვს ნდობას და მიღებულობას, სადაც შეიძლება გამოხატოთ ნებისმიერი გრძნობები და ფანტაზიები თავისს პარტნიორს. მაგრამ ეს გააკეთეთ ბრძენი ქალის პოზიციიდან. ეს ძალზე დიდი იშვიათობაა – იყო ბოლომდე წესიერი და გულწრფელი საყვარელ ადამიანთან იმას დაკავშიებით, თუ ვინ ხარ სინამდვილეში.

ვინაიდან ურთიერთობებში გინდა ანახო მხოლოდ კარგი და დამალო ცუდი მხარეები. და როდესაც ეს საიდუმლოებები ნელნელა გამოდიან ურთიერთობების ზედაპირზე, იწყება ერთმანეთის მიმართ გაუცხოება.

ამიტომ ერთადერთი ვარიანტი შეინარჩუნოთ ნამდვილი სიყვარული – უნდა იყოთ გულწრფელნი. გამოავლინეთ ყველაზე ცუდი თქვენში, დააყენეთ ეს საკითხი განხილვის საგნად თვენს პარტნიორთან და მიეცით მას საშუალება გააკეთოს იგივე.

ყველაფერ ამას მივყავართ სიყვარულის გაძლიერებისაკენ.

4. ურთიერთობები, როგორც ადგილი ნამდვილი სიყვარულისათვის

სიყვარული საბოლოოდ არის ცდაб ცდა მიღებისა, არსებობისა, პატიებისა, „გულის ჭრილობების“ მიყენებისა.

ხანდახან ჩვენ სიყვარულს ვეპყრობით, როგორც საბოლოო მიზანს. ჩვენ გვინდა ის ვიგრძნოთ მაქსიმალურად. და როდესაც ეს გრძნობა ან სუსტდება ან საერთოდ ქვრება, ჩვენ არ მოგვწონს ის, თუ რად გადაიზარდა ჩვენი ურთიერთობები.

სიყვარული ეს არის მოგზაურობა და გამოკვლევა, რომლის პროცესში ხვდება ურთიერთობების სხვადასხვა ვარიანტები. აგრეთვე პერიოდულად შეიძლება გაჩნდეს კითხვა: და რა მინდა მე ეხლა ამ მომენტში? და პასუხი ყოველ მომეტში იქნება სხვადასხვა. ამის მიზეზი კი არის თქვენი განვითარება, თქვენი პიროვნული ზრდა, რომელიც არასოდეს არ უნდა გაჩერდეს.

წყვილების ურთიერთობების ფსიქოლოგია მოწყობილია ისე, რომ როდესაც იგი დაფუძნებულია  თავგანწირვასა და გამოცდილებაზე, ჩნდება და მყარდება სიყვარული, და ურთიერთობა კი ხდება ისეთი, რომელზედაც არც კი ოცნებობდნენ.  >>> ფსიქოლოგია

http://yaroslav-samoylov.com/psihologija-otnoshenij/psihologiya-otnoshenij-v-pare-4-priznaka-osoznannyh-chuvstv.html  . მოამზადა რუსუდან მაჩალაძემ