როგორ დავგეგმოთ ქორწილი (2)

ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ქორწილისათვის საჭირო ნივთები ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები. 

როგორ დავგეგმოთ იდეალური ქორწილი (2)

სტატიის დასაწყისი იხ. >>>

♥♥ კაბა

პირველ რიგში გადაწყვიტეთ, კაბას შეიკერავთ, იყიდით თუ იქირავებთ. საუკეთესო ვარიანტია შეკერვა; შეარჩიეთ მოდელი რომელიც მოგწონთ და კარგი მკერავი. მზა კაბა უნდა ეძებოთ სალონებში და ინტერნეტ-მაღაზიებში. თითიეულ სალონს დაუთმეთ 4-5 სთ.

♦♦♦ საქორწინო კაბები >>


♥♥ ფატა

ფატას ჯავშანით არ იძლევიან. ის იკერება ან იყიდება უშუალოდ თქვენთვის. შეარჩიეთ ის წინასწარ კაბის და ვარცხნილობის შეასაბამისად. მოსახერხებელია მოკლე ფატა, თუმცა არის კაბის მოდელები, რომლებსაც უხდება მხოლოდ გრძელი ფატა. ასევე შეიძლება შლიაპის, დიადემის ან ცოცხალი ყვავილებისგან გაკეთებული გვირგვინის გამოყენება.

♦♦♦ საქორწინო ფატები >>

♥♥ აქსესუარები

თუკი ნიშნობის ბეჭედი თეთრი ოქროსი ან პლატინის გაქვთ, დანარჩენი აქსესუარები უმჯობესია იყოს ფოლადისფერი; ყვითელი ბეჭდის შემთხვევაში სხვა მოსართავებიც ამავე ფერის უნდა იყოს. კაბებს, რომელთაც აქვთ ღია ზედა ნაწილი, უხდება გრძელი საყურეები; საყელოიან კაბებს კი მსხვილი ან პატარა კლიპსები.

♦♦♦ საქორწინო აქსესუარები >>

♥♥ საქორწინო ფეხსაცმელი

უნდა შეარჩიოთ კაბის შეძენის შემდეგ. გაითვალისწინეთ, რომ ამ ფეხსაცმლით უნდა გაატაროთ მინიმუმ 12 სთ, უნდა იაროთ სხვადასხვა ადგილებში, უნდა იცეკვოთ და ა.შ.; ამიტომ  ან თავიდანვე ამჯობინეთ სილამაზეს მოხერხებული ფეხსაცმელი ან წინასწარ მოამზადეთ შემცვლელი, რომელიც აგრეთვე უნდა იყოს სადღესასწაულო. პირველი ფეხსაცმელი უნდა იყოს ქუსლიანი, მეორე კი „ბალეტკები“.

დაიმახსოვრეთ! ფეხსაცმელებით პატარძალი არ უნდა იყოს ნეფეზე მაღალი, მიუხედავად იმისა, აქცევთ თუ არა ამას ყურადღებას, რადგან ფოტოებზე ეს ფაქტი კარგად არ აისახება.

♦♦♦ საპატარძლოს ფეხსაცმელები >> 


♥♥ თეთრეული

თავს იგრძნობთ განსაკუთრებით თვითდაჯერებულად, თუკი ტუალეტის ის წვრილმანები, რომელსაც მხოლოდ საქმრო ნახავს, იქნება ისევე მომხიბვლელი და განსაკუთრებული, როგორიც საქორწინო კაბა.

♦♦♦ საპატარძლოს თეთრეული >>

♥♥ სუნამო

ამ დღეს უნდა გქონდეთ განსაკუთრებული სურნელი. აარჩიეთ მსუბუქი, ახალი არომატი. კარგი ვარიანტებია: Carolina Hererra, Dior, Nina Ricci ან ნებისმიერი თქვენთვის მოსაწონი არომატი. მთავარია, რომ სურნელი არ იყოს მძიმე. შეიძლება იქონიოთ ჩანთაში და დროდადრო განაახლოთ სურნელი.

♦♦♦ სუნამოები>>

  • Carolina Hererra parfum >>

♥♥ ჩანთა

უნდა შეესაბამებოდეს სტილს და ფერებს. არ უნდა იყოს დიდი მოცულობის; შეიძლება ყიდვაც და იქ შეკერვაც, სადაც შეუკვეთავთ კაბას. ჩანთაში აწყობენ პატარა სარკეს, სველ სალფეთქს, ტუჩსაცხს ან პომადას, ტელეფონს.

♦♦♦ საპატარძლოს ჩანთები >> 

♥♥ საქმროს კოსტიუმი

აუცილებლად უნდა შეეფერებოდეს საქორწინო კაბას. შეიძლება იმავე ფერის ან მატერიის ცხვირსახოცის გამოყენება. ყიდვა შესაძლებელია ქორწილამდე გაცილებით ადრე, რადგან არასეზონურ პერიოდში ფასები უფრო დაბალია. ასევე შეიგიძლიათ ისარგებლოთ ჯავშანით. ძალიან ელეგანტურია კოსტიუმი-სამეული ჟილეტით. ჟილეტი საქმროს შემატებს სადღესასწაულო იერს, იმ  შემთხვევაშიც კი თუ გაიხდის პიჯაკს. განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც პიჯაკით სიარული მოუხერხებელია.

♦♦♦ მამაკაცის საქორწინო კოსტიუმები >>


♥♥ ჰალსტუხი

მნიშვნელოვანი დეტალია. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი უნდა იყოს ჰარმონიული, კლასიკური ჰალსტუხიც, „ბაბოჩკა“ და შარფიც.

♦♦♦ მამაკაცის ჰალსტუხები >>

♥♥ ფეხსაცმელები საქმროსთვის

უნდა იყოს კომფორტული და შეესაბამებოდეს ქამარს.

♦♦♦  მამაკაცის ფეხსაცმელები >>

♥♥ პერანგი საქმროსთვის

სადღესასწაულოდ საჭიროა თეთრი პერანგი ზოპონებით; დაშვებულია სხვა ფერიც. ხშირად პერანგი ისვრება, ამიტომ წინასწარ მოამზადეთ დამატებითი პერანგი, რომელიც ჩამოკიდებული იქნება საკიდზე.

♥♥ ზოპონები

სასურველი შეეფერებოდეს ჰალსტუხს, ქამარს და ფეხსაცმელებს და იყოს იმავე ფერის, როგორიც პატარძლის აქსესუარები.

♦♦♦ ზოპონები >> men’s cufflinks

♥♥ მანიკური

ლაქის ფერი უნდა შეესაბამებოდეს მაკიაჟს, კაბის ფერს და აქსესუარებს. ისინი, ვინც ატარებენ დასაწეპებელ ფრჩხილებს, უნდა გაიკეთონ შილაკი, რათა ფერი იყოს გამძლე.

♦♦♦ ფრჩხილის ლაქები>>

♥♥ ვიზაჟი და ვარცხნილობა

სპეციალისტი შეარჩიეთ წინასწარ და გაიკეთეთ შესარჩევი მარკიაჟი, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს ისაა რაც გსურთ და სწორად გათვალოთ დრო მომზადებისთვის. თუ გაქვთ სწორი და გრძელი თმა , არ არის რეკომენდირებული ხვეულების გაკეთება. ცუდ ამინდში თავიანთი და ლაკის სიმძიმის გამო დაიწევა უფრო ქვემოთ და ექნება მოსაწყენი შესახედაობა. კარგია ისეთი ვარცხნილობის გაკეთება, რომელიც კარგადაა დამაგრებული და არ გაიწეწება ფოტოსესიის და ცეკვის დროს.

♥♥ არაჩვეულებრივი შესახედაობა

გახსოვდეთ, რომ უნდა გამოიყურებოდეთ შესანიშნავად მთელი დღესასწაულის განმავლობაში. მაკიაჟმა და ვარცხნილობამ უნდა გაძლოს მინიმუმ 10 სთ. არ წაისვათ მყარი პომადა, ის შეიწოვება ტუჩების კანში და ექნება სუსტი ელფერი. უკეთესია პერიოდულად განაახლოთ პომადა ტუჩსაცხით („ბლესკით“).

♥♥ პედიკური

მაშინაც კი, თუ გეცმევათ კოლგოტი და ფეხებს ვერავინ დაინახავს, აუცილებლად მოიწესრიგეთ ფეხის ფრჩხილები. მიმზიდველად და ელეგანტურად გამოიყურება ფრენჩი. რეკომენდირებულია წაისვათ გელის საფარი ან შილაკი.

♥♥ პატარძლის თაიგული და საქმროს ჯიბის ყვავილი

თაიგული არ უნდა იყოს მძიმე, რადგან დიდხანს მოგიწევთ მისი ტარება და ასევე ჰარში სროლა. მოსახერხებელი თაიგული გრძელი ღეროებით.

გახსოვდეთ! პატარძლის თაიგული და საქმროს ჯიბის ყვავილი უნდა შეეფერებოდეს ერთმანეთს და კაბას და კოსტიუმს.

♥♥ სიძე-პატარძლის მეგობრების მორთულობა

უმჯობესია ქონდეთ საერთო ნიშანი სიძე-პატარძლის მეგობრებს; მაგ: სიძის ხელისმომკიდეებს შეურჩიოთ ერთნაირი ჰალსტუხები და საურველია თუ მათი კოსტიუმები იქნება ერთი ფერის.

♥♥ საქორწინო ბეჭდები

მათი შეძენა შეიძლება როგორც ჩვეულებრივ საიუველირო მაღაზიაში ასევე სპეციალურ ბუტიკებში; ხოლო თუ გინდათ ინდივიდუალური, მაშინ შექმენით ესკიზი შეუკვეთეთ იუველირს. ნაკეთობა შეიძლება გაფორმდეს სპეციალური გრავირებით; წარწერები შეიძლება გაუკეთდეს ნაყიდ ბეჭდებსაც.

ძვირადღირებული ნაკეთობის შეძენა იუველირთან უფრო იაფი დაგიჯდებათ ვიდრე მაღაზიაში ყიდვა. თუ გაქვთ ძველი იუველირული ნაკეთობები, რომლებსაც არ ატარებთ, შეიგიძლიათ მაღაზიაში გაცვალოთ წონით და თანხის დამტებით იყიდოთ ახალი.

ორი ყველაზე საჭირო ნივთი ქორწინებისათვის არის პასპორტები და საქორწინო ბეჭდები; მაგრამ იფიქრეთ კიდევ რა დაგჭირდებათ,  ქვემოთ მოყვანილი სია ამაში დაგეხმარებათ. იქვე გთავაზობთ ფილტრირებულ ლინკებს (>>>) ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე” შესაბამისი ნივთის შესარჩევად და გამოსაწერად

♥♥ პატარძლისთვის

♥♥ საქმროსთვის

♥♥ მეჯვარეებისთვის

  • ზონრები
  • თაიგულები
  • ფოტოაპარატი
  • ხელისმომკიდეების სია

♥♥ საქორწინო კორტეჟისთვის

  • ზონრები მანქანებისთვის
  • ყვავილები მანქანებისთვის
  • საჰაერო ბუშტები

♥♥ საბანკეტო დარბაზისთვის

  • ყვავილები
  • სანთლები
  • ზონრები
  • სალფეთქები
  • საჰაერო ბუშტები
  • სპირტიანი სასმელები

სხვა

  • ქორწილის დღის სრული განრიგი
  • ბილეთები, პასპორტები, ჩემოდანი, ვიზა თუკი მიდიხართ სამოგზაუროდ უშუალოდ ბანკეტარის შემდეგ.

და რაც ყველაზე მთავარია – არ დაგავიწყდეთ კარგი განწყობა, ღიმილი, რწმენა და ყველაფერი ჩაივლის შესანიშნავად.