საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მეგობრებისთვის ან ახლობლებისთვის საჩუქრის შესარჩევად გაითვალისწინეთ ვარსკვლავების რჩევები!

ვერძი

აქტიური თხის რქა ყოველთვის ცდილობს იყოს ფორმაში, განსაკუთრებით დღესასწაულებზე, ამიტომ ის კმაყოფილი იქნება თუ აჩუქებთ სპორტულ ან სავარჯიშო მოწყობილობას. ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ძალიან უყვართ წითელი ფერი, შესაბამისად შეგიძლიათ აჩუქოთ მოწითალო შარფი ან ქუდი. თუ გაქვთ რომანტიკული ურთიერთობა, აგრძნობინეთ, რომ ის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. შეიძინეთ სპორტული ღონისძიების ბილეთები, რომელსაც თქვენ არ მოგწონთ ან მისი საყვარელი მომღერლის დისკი, რომელსაც თქვენ არ უსმენთ.
წითელი შარფის ან ქუდი შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ამაზონიდან, გთავაზობთ ფილტრირებულ ლინკს:

კურო

კურო ღირსეულად შეაფასებს ნებისმიერ საჩუქარს, რომელიც იმოქმედებს მის მგრძნობიარე ბუნებაზე. შესანიშნავი იქნება – ძვირადღირებული შოკოლადი, ლამაზი გობელენი, ქაშმირის თეთრეული. ამ ნიშნით დაბადებულებს უყვართ ფულადი საჩუქრებიც, მაღაზიის სასაჩუქრე ბარათებიც მოეწონებათ. გახსოვდეთ, რომ კუროსათვის ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რაოდენობა. ის ამჯობინებს პატარა ძვირადღირებულ პარფიუმს, ვიდრე დიდ იაფფასიან ოდეკოლონს.

საჩუქრები შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ამაზონიდან, გთავაზობთ ფილტრირებულ ლინკს:

ტყუპები

ინტელექტუალურ ტყუპებს უყვართ საჩუქრები, რომლებიც გათვლილია ჭკვიანი ადამიანებისთვის. საინტერესო წიგნი სავსებით აკმაყოფილებთ. ასტროლოგიის მიხედვით ამ ნიშნის ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხელები, ამიტომ ხარისხიანი არომატიზირებული ხელის კრემით ან ძვირფასი ბეჭდით აღტაცებული იქნებიან. ტყუპებს უყვართ წვეულებების მოწყობა, ამიტომ ჭიქების ნაკრებიც კარგი საჩუქარია მათთვის. თუ გინდათ განსაკუთრებით ასიმოვნოთ თქვენს ტყუპებს აჩუქეთ მას ბოლო მოდელის ტელეფონი.

საჩუქრები შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ამაზონიდან, გთავაზობთ ფილტრირებულ ლინკს:

კირჩხიბი

სენტიმენტალურ კირჩხიბს უყვარს საჩუქრები, რომლებიც პირადად მისთვისაა შერჩეული. ხელნაკეთი საჩუქარი, იქნება ეს სურათი, მაისური თუ ნამცხვარი, აღაფრთოვანებს მას. ამ ნიშნის ადამიანებს განსაკუთრებით უყვართ ვერცხლი (გამოდგება სარკე ხელნაკეთი მონოგრამით ან ჩარჩო ნახატისთვის. ასევე უყვართ სითხეები, ამიტომ კარგი იქნება ღვინის, ყავის მადუღარას ან ჩაიდანის ჩუქება. არ დაგავიწყდეთ, რომ კიბორჩხალას უყვარს სახლში საქმიანობა – მადლობელი იქნება თუკი კულინარიული რეცეპტების წიგნს აჩუქებთ.

საჩუქარი შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ამაზონიდან, გთავაზობთ ფილტრირებულ ლინკს:

ლომი

ლომებს უყვართ საჩუქრები, რომლებიც საშუალებას მისცემენ გამოიყურებოდნენ მდიდრულად. ასეთი ეგოცენტრული ნიშნისთვის კარგი ვარიანტებია – თმის აქსესუარები, პარფიუმერია და კოსმეტიკა. აგრეთვე ძალიან მოსწონთ ეფექტური საჩუქრები: ოპერის ბილეთები, ოქროს სამკაულები და მკვეთრი ქვედა თეთრეული. ამ ნიშნის ადამიანები არაინ აზარტულები, ამიტომ ლატარეის ბილეთები ან ვიზიტი კაზინოში საუკეთესო საჩუქარი იქნება. თუ გადაწყვეტთ ტანსაცმლის ყიდვას, არ დაგავიწყდეთ, რომ ლომებს განსაკუთრებით უყვართ წითელი, ოქროსფერი და იისფერი ფერები.

შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ამაზონიდან, გთავაზობთ ფილტრირებულ ლინკს:

ქალწული

ქალწულებს უყვართ პრაქტიკული საჩუქრები, ამიტომ შეეცადეთ არ აჩუქოთ გამოუსადეგარი რამ, რომელიც მხოლოდ დაიმტვერება. მაგ: პურის საცხობი ღუმელი არის ის, რაც გამოადგება. მათ უყვართ გამოიყურებოდნენ შეუდარებლად; კარგი იქნება ეკოლოგიურად სუფთა საპონი, ლოსიონი, შამპუნი. ქალწულები წარმოუდგენლად ორგანიზებულები არიან, მოეწონებათ ხარისხიანი საათი ან დღიური ტყავის გარეკანით.

საჩუქრები შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ამაზონიდან, გთავაზობთ ფილტრირებულ ლინკს:

სასწორი

მათ უყვართ მუსიკა და შეგიძლიათ აჩუქოთ დისკი მისი კოლექციისთვის. თუ გინდათ მეგობარს გაუკეთოთ განსაკუთრებული საჩუქარი, იყიდეთ კონცერტის რამოდენიმე ბილეთი (ვერ იტანენ რაღაცის მარტო გაკეთებას). ამ ნიშნით დაბადებულები ცხოვრებაში ყოველთვის ეძებენ წონასწორობას; აჩუქეთ ჭაღი ან რამოდენიმე ყდა წიგნებისთვის; შეუკვეთეთ წითელი ვარდების თაიგული და ჩადეთ ხელით დაწერილი წერილი.

მორიელი

ისინი ბუნებით ძალიან ჩაკეტილები არიან, ამიტომ მოეწონებათ საჩუქრები, რომლებიც მიანიჭებთ გარკვეულ საიდუმლოებას. კარგი იქნება დიაზინერული მზისგან დამცავი სათვალეები, მსუბუქი ნახევრადგამჭვირვალე შარფი ან შლიაპა ფართო ფარფლებით. ეს მისტიკია მოყვარულები მოხიბლულნი არიან საიდუმლო ისტორიებით, შესაბამისად მსგავსი შინაარსის ფილმებიც მოეწონებათ. ხმები მათი სექსუალური გემოვნების შესახებ მართალია, ამტომ თავბრუდამხვევი თეთრეული ზუსტად ისაა რაც ჭირდებათ. იქედან გამომდინარე, რომ მორიელს უყვარს ყველაფრის ბოლომდე გარკვევა, ესიამოვნებათ სასაჩუქრე ბარათი სახის ღრმა წმენდისთვის.

საჩუქრები შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ამაზონიდან, გთავაზობთ ფილტრირებულ ლინკს:

მშვილდოსანი

მშვილდოსნები ნახევარ სიამოვნებას იღებენ საჩუქრის გახსნის დროს. თუკი არ მოეწონა, გეტყვით პირდაპირ. აქტიურ მშვილდოსანს უმჯობესია აჩუქოთ საშუალებები მოგზაურობისთვის, მაგ: წყალგაუმტარი ქურთუკი იდეალურია. ცხოველების მოყვარულებს შეგიძლიათ აჩუქოთ კალენდარი ძაღლების ან ცხენების გამოსახულებით, ან ნებისმიერი რამ მათი შინაური ცხოველისთვის.

თხის რქა

კარიერისტები არიან, ამიტომ მოსწონთ საჩუქრები, რომლებიც ხაზს გაუსვამს მათ საქმიან სტატუსს, მაგ: ტყავის ჩანთას ლეპტოპისთვის მათი მონოგრამით ღირსეულად შეაფასებენ. საერთო აზრის საწინააღმდეგოდ, ისინი სულაც არ არიან მოსაწყენები და მხოლოდ საქმეზე ორიენტირებულები. აქვთ კარგი იუმორის გრძნობა, შეგიძლიათ აჩუქოთ კომედიური ჟანრის ფილმები. მოეწონებათ ძვირადღირებული საჩუქარი, რომელსაც თვითონ არ იყიდდნენ საკუთარი თავისთვის, მაგ: აბრეშუმის ხალათი.

საჩუქრები შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ამაზონიდან, გთავაზობთ ფილტრირებულ ლინკს:

მერწყული

ვერასოდეს გამოიცნობთ რა სურთ ამ ცვალებად ადამიანებს – ერთ კვირას გატაცებულნი არიან პარაშუტით ხტომით, შემდეგ იოგით. თუმცა, მაინც მოეწონებათ ტექნიკა, მაგ: DVD. თუ გსურთ აჩუქოთ რაიმე განსაკუთრებული, გააკეთეთ ალბომი თქვენი ერთობლივი სურათებით. შეიძლება ისინი არ ამჟღავნებენ, თუმცა ძალიან აფასებენ თავიანთ მეგობრებს. ამ ნიშნის ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია ტერფები, აჩუქეთ სხვადასხვა ფერის წინდები.

საჩუქრები შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ამაზონიდან, გთავაზობთ ფილტრირებულ ლინკს:

თევზები

თევზები მადლიერები იქნებიამ ისეთი საჩუქრებისთვის, რომლებიც დაეხმარებათ გაექცნენ გარესამყაროს სასტიკ რეალობას, მაგ: შამპანიური, კალეიდოსკოპი ან მოთხრობების წიგნი. რადგანაც არიან წყლის ნიშნით, აფასებენ მარილს, აბაზანის ქაფი და დუშ-გელი. თუ გინდათ დასამახსოვრებელი საჩუქარი გაუკეთოთ, ბუნებით ფოტოგრაფიის მოყვარულ თევზებს უყიდეთ თანამედროვე ფოტოაპარატი. რომანტიული საჩუქრისთვის კარგი იქნება პოეზიის კრებული ოქროსფერი ზონრით.

საჩუქრები შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ამაზონიდან, გთავაზობთ ფილტრირებულ ლინკს:

 

____________________________________

გადასვლა >>>> რა ვაჩუქოთ?

..