ბავშვის ძილი

ბავშვის დაბადებასთან ერთად დედებს თითქმის ავიწყდებათ მშვიდი ღამეები, რადგანაც ახალშობილს მოუსვენარი ძილი აქვს. ზოგი იღვიძებს რამდენჯერმე ღამეში საჭმელად, ზოგს კი ეღვიძება უმნიშვნელო ხმის გაგონებისთანავე, ზოგი კი გამოიძინებს მთელი დღის განმავლობაში და აქტიურია მთელი ღამე.
მშობლების უმრავლესობას აინტერესებს როდის დაიწყებს ბავშვი მთელი ღამით ძილს. პრობლება ინდივიდუალურად გვარდება, ვინაიდან მიზეზები, რომლებიც ახალშობილის ღრმა ძილს ხელს უშლის ყველასთვის სხვადასხვანაირია.

სლიპი ახალშობილისათვის (გოგონებისთვის) ,,ამაზონზე” newborn sleepers for girls >>>
სლიპი ახალშობილისათვის (ბიჭუნებისათვის) ,,ამაზონზე” newborn sleepers for boys >>>

დღის განრიგი

ბავშვის დღის განრიგი ძალიან განსხვავდება ზრდასრულის დღის რეჟიმისგან. ახალშობილები დღე-ღამის 80 %-ს ძილში ატარებენ. ღრმა ძილის პერიოდი უგრძელდებათ დაახლოებით 1 სთ, შემდეგ ფაზაში კი პატარა ან უბრალოდ იღვიძებს ან შიმშილის გამო ეღვიძება.
ინგლისელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი: ახალშობილების ერთ ჯგუფს ეძინა სრულ სიჩუმეში, მეორე ჯგუფს კი ჩაურთეს გულისცემის ჩანაწერი. შედეგად, მეორე ჯგუფს ეძინა უფრო ღრმად, ვინაიდან მუცლადყოფნის პერიოდში 9 თვის განმავლობაში ისინი ამ რიტმს გრძნობდნენ.
უმეტესად ახალშობილებს ზედაპირულად სძინავთ, ამიტომ მათი გაღვიძება შეუძლია უეცარ მკვეთრ ხმას ან ხმამაღალ საუბარს. თუმცა არ ღირს ბავშვის ძილის დროს იაროთ ფეხისწვერებზე და შეინარჩუნოთ იდეალური სიჩუმე. თანდათან უნდა მიაჩვიოთ ოდნავ ხმაურში ძილს, შეგიძლიათ ჩართოთ კლასიკური მუსიკა დაბალ ხმაზე. დაახლოებით 6 თვის ასაკში ბავშვი იწყებს ღრმა ძილს.


ჯანსაღი ძილი

ჯანსაღი ძილი აუცილებელია ბავშვისთვის ნებისმიერ ასაკში, რადგანაც უშუალოდ ბავშვობაში ფორმირდება ნერვული სისტემა. ხასითი, თვითშეგრძნება და განვითარებაც კი დამოკიდებულია თუ რამდენ ხანს სძინავს მას. გამოძინებული ბავშვი გაცილებით კარგად შეიცნობს გარემოს, უფრო კარგად ჭამს და ენერგიულად ასრულებს ნებსიმიერ მოქმედებას.

იმის მიხედვით თუ როგორ სძინავს ბავშვს ღამით, შეიძლება გამოვყოთ:

  • ბავშვს პრაქტიკულად არ სძინავს ღამე – ასეთ ბავშვზე ამბობენ „დღე და ღამე არეული აქვსო“. პირველი 3 თვე შეიძლება აწუხებდეს კოლიკა, შემდეგ კი კბილების ამოჭრა.
  • ღამის ძილი უწყდება რამოდენიმეჯერ – ხშირად ახალშობილებს აღენიშნებათ ხელების და ფეხების ჰიპერტონუსი, ამიტომ ისინი ვერ აკონტროლებენ მოძრაობებს. ამიტომ ზოგჯერ ღამით უნებლიე კრთომების გამო ეშინიათ და იღვიძებენ.
  • ბავშვი იღვიძებს რამდენჯერმე საჭმელად
  • ბავშვს სძინავს მთელი ღამე გაუღვიძებლად – ეს გვხვდება ძალიან იშვიათად. ზოგჯერ პედიატრები გვირჩევენ აუცილებელ ღამის კვებას.

იმის მიხედვით, თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნება ბავშვი, მშობლებს ეძლევათ რეკომენდაციები როგორ დაეხმარონ პატარას მშვიდად და ღრმად დაძინებაში.

ბავშვს სძინავს დღის განმავლობაში და აქტიურია ღამით

ამ დროს მშობლებმა დღისით უნდა გაართონ ბავშვი, უნდა ელაპარაკონ და ეთამაშონ, მაგრამ არ უნდა გადატვირთონ. ნუ დააბნელებთ ოთახს დღის ნათელ მონაკვეთში, შემოვიდეს მზის სხივები. საღამოს აბანავეთ პატარა, შეგიძლიათ წყალს დაუმატოთ გვირილა, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ ბავშვის კანს (ზოგჯერ დამამშვიდებელი მცენარეები ალერგიას იწვევენ) მშვიდი ძილის ნაცვლად დისკომფორტის და ქავილის თავიდან ასაცილებლად. წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 37-38 გრადუსი.
ნუ მისცემთ ბავშვს ძილის წინ ახალ სათამაშოს, გაერთოს უკვე შეჩვეულით, ასე უფრო ადვილად დაიძინებს. ასევე შეგიძლიათ ძილის წინ უმღეროთ ან ჩაურთოთ სპეციალური მუსიკა, მსგავსი რიტუალი დაეხმარება ბავშვს გააცნობიეროს რომ ძილის დროს მოვიდა.
თუ ბავშვი ჰიპერაქტიურია და ამის გამო ვერ იძინებს, შეგიძლიათ შეახვიოთ. დღეისათვის პედიატრები დაობენ ამ თემასთან დაკავშირებით. თითოეული ბავშვის ქმედება ინდივიდუალურია და არ ემორჩილება ზუსტ წესებს: ზოგიერთს მშვიდად სძნავს თავისუფალ ტანსაცმელში, ზოგს კი მჭიდროდ შეხვეულს.

♥ ბავშვის მატყუარა საწოვარები ბისფენოლ A-ს გარეშე (BPA Free)


ბავშვს სძინავს ღრმად, მაგრამ ეღვიძება ხოლმე

ამის მიზეზი შეიძლება იყოს კოლიკა, კბილების ამოჭრა ან რაიმე სხვა მიზეზი, რაც ფიზიკურად დისკომფორტს უქმნის მას. შეიძლება პამპერსი ჰქონდეს სველი ან მოუხერხებლად იწვეს. შეეცადეთ ოთახში იყოს ძილისთვის ხელშემწყობი ტემპერატურა.
თუ ახალშობილი ძუძუთი იკვებება, შესაძლოა არ ეყო დედის რძე დასანაყრებლად და დასამშვიდებლად. ზოგ შემთხვევაში როცა ბავშვი მიატოვებს ძუძუთი კვებას, იწყებს ძილს ღამის კვების გარეშე. მაგრამ არ იჩქაროთ ძუძუთი კვების მიტოვება, რადაგნაც შეიძლება მიიღოთ საწინააღმდეგო ეფექტი: ბავშვი გახდეს ნერვიული და დაიწოს ტირილი. პედიატრები ძუძუთი კვების მიტოვების ოპტიმალურ დროდ მიიჩნევენ დაბადებიდან 1 წლის შემდეგ.

ბავშვი ღამით იღვიძებს შიმშილის გამო

ყველაზე ხშირი მიზეზია. პირველ თვეებში რეკომენდებულია ხშირი კვება პატარა ულუფებით. ასაკთან ერთად საკვების მოთხოვნის დღე-ღამური დოზა იზრდება: ბავშვი ჭამს იშვიათად, მაგრამ მეტ ულუფას. დღის რაციონი ზრდასთან ერთად უფრო მრავალფეროვანი ხდება: ემატება ხილის და ბოსტნეულის პირეები, ფაფები, სუპები. მიუხედავად ამისა, ბავშვმა შეიძლება გაიღვიძოს შიმშილის გრძნობის გამო; თუმცა ზოგჯერ ეს უბრალოდ ჩვევაა. მიეცით წყალი, თუ არ დამშვიდდა და ჭირვეულობს ე.ი შია.


ღამით კვებისგან გადასაჩვევად ნორმალურ ასაკად ითვლება 9 თვე, ზოგი პედიატრი კი მიიჩნევს 1 წელს.  ნუ იფიქრებთ, რომ პატარა თავისით მიატოვებს ღამით ჭამას. ბავშვები ზრდასრულებისგან განსხვავებით ვერ ითმენენ შიმშილს. ისინი იწყებენ და ეჩვევიან ღამით ჭამის გარეშე ძილს, როცა გონებრივად და ფიზიკურად უფრო მზად არიან ამისთვის. ამიტომ გადააჩვიეთ თანდათან. შეგიძლიათ გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

  • საკვების დღე-ღამური დოზის მეტი ნაწილი მიეცით ბავშვს დღისით
  • ზუსტად დაიცავით დღის რეჟიმი
  • ძილის წინ კარგად გამოკვებეთ, დიდხანს რომ ეძინოს
  • შეცვალეთ რძე წყლით ან საბავშვო ჩაით. შეამცირეთ საღამოს პორციები
  • როდესაც დაარწევთ ხელში ან საწოლში, დატოვეთ ნახევრადმძინარე მდგომარეობაში, ბავშვმა უნდ დაიძინოს თავისით

ბავშვს არ სძინავს ღამით 1 წლის ასაკში

როცა ბავშვი იზრდება, შესაძლებელი ხდება მასთან ლაპარაკი. ამ ასაკში მისთვის მნიშვნელოვანია თუ როგორი განწყობაა ოჯახში, აქვს თუ არა საკმარისი სითბო და მზრუნველობა. რაც უფრო მშვიდი ურთიერთდამოკიდებულებაა მშობლებს შორის, მით უფრო მყარი ნერვული სისტემა და ღრმა ძილი აქვს ბავშვს.


ბავშვის ძილი – FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤱 ბავშვის დაბადებასთან ერთად დედებს თითქმის ავიწყდებათ მშვიდი ღამეები, რადგანაც ახალშობილს მოუსვენარი ძილი აქვს.
😴 ზოგი იღვიძებს რამდენჯერმე ღამეში საჭმელად, ზოგს კი ეღვიძება უმნიშვნელო ხმის გაგონებისთანავე, ზოგი კი გამოიძინებს მთელი დღის განმავლობაში და აქტიურია მთელი ღამე.
💑 მშობლების უმრავლესობას აინტერესებს როდის დაიწყებს ბავშვი მთელი ღამით ძილს.
🖇 პრობლება ინდივიდუალურად გვარდება, ვინაიდან მიზეზები, რომლებიც ახალშობილის ღრმა ძილს ხელს უშლის ყველასთვის სხვადასხვანაირია.
📌 იმის მიხედვით თუ როგორ სძინავს ბავშვს ღამით, შეიძლება გამოვყოთ:
➡️ ბავშვს პრაქტიკულად არ სძინავს ღამე – ასეთ ბავშვზე ამბობენ „დღე და ღამე არეული აქვსო“. პირველი 3 თვე შეიძლება აწუხებდეს კოლიკა, შემდეგ კი კბილების ამოჭრა;
➡️ ღამის ძილი უწყდება რამოდენიმეჯერ – ხშირად ახალშობილებს აღენიშნებათ ხელების და ფეხების ჰიპერტონუსი, ამიტომ ისინი ვერ აკონტროლებენ მოძრაობებს. ამიტომ ზოგჯერ ღამით უნებლიე კრთომების გამო ეშინიათ და იღვიძებენ;
➡️ ბავშვი იღვიძებს რამდენჯერმე საჭმელად;
➡️ ბავშვს სძინავს მთელი ღამე გაუღვიძებლად – ეს გვხვდება ძალიან იშვიათად.
👉 შეიტყვეთ მეტი ბავშვის ძილის შესახებ სტატიიდან –
#ძილი #ბავშვისძილი #ბავშვისდაძინება #ბავშვისუსაფრთხოძილი #ბავშვისსაწოლი #ახალშობილისძილისრეჟიმი #სლიპიახალშობილისთვის #მშვიდიძილი #კბილებისამოჭრა #კოლილა #კიდურებისჰიპერტონუსი #რჩევებიბავშვისძილისთვის #ვიზიტიპედიატრთან #როგორდავაძინოთბავშვი #ღამისძილი #დღისძილი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


ლიტ:  

► როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
► როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?


ბმები:

  1. რა სჭირდება ახალშობილს?
  2. რა უნდა დავახვედროთ ბავშვს სამშობიაროდან გამოყვანისას?
  3. რა ნივთები უნდა წაიღოთ სამშობიაროში
  4. ბავშვი