,,ამაზონზე” ფასდაკლებები 1 ნოემბრიდან დაიწყო და თითქმის ახალ წლამდე გაგრძელდება, ანუ ფასდაკლებების სეზონი უკვე ძალაშია; ასე, რომ ისარგებლეთ წინასაშობაო აქციით, გაიარეთ რეგისტრაცია ,,ამაზონის” ვებ-გვერდზე, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ნივთი და გამოიწერეთ.
როდის ვიყიდოთ? – ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი და ზუსტი პასუხის გაცემა რთულია. ეს დამოკიდებულია როგორც ადგილზე, ასევე თავად შენაძენზე.
თუ თქვენ გადაწყვიტეთ რაიმეს შეძენა მაღაზიაში ან სავაჭრო მოედანზე, სადაც უკვე დაწყებულია ,,შავი პარასკევის“ Black Friday ფასდაკლებები (მაგალითად, ,,ამაზონზე”) , მნიშვნელობა აღარ აქვს მაინცდამაინც 23 ნოემბრის დალოდებას (წელს, 2018, ამ რიცხვშია ,,შავი პარასკევი’). ამ შემთხვევაში უმჯობესია თვალყური მიადევნოთ ნივთის ფასებს მთელი აქციის მანძილზე.
,,ამაზონი“ საშუალებას იძლევა გამოიწეროთ სიახლეები ფასდაკლებული საქონლის შესახებ; ამდენად, სრულიად შესაძლებელია სასურველი ნივთი შეიძინოთ ,,შავ პარასკევამდე“. ამასთან ეს გაცილებით მარტივი იქნება, ასეთ პერიოდში აჟიოტაჟი ნაკლებია.
ხოლო თუ გარკვეული მაღაზია აანონსებს ფასდაკლებებს და ამას განახორციელებს კონკრეტულ დღეს, უნდა აღიჭურვოთ მოთმინებით და კარგად გამოიძინოთ წინა დღეს.
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
..