ეს განმარტებითი ლექსიკონი არის ნაშრომის: „როგორ მოვამზადოთ ბიზნეს-გეგმა“. ლევან შენგელია. 2010. ქართული უნივერსიტეტი. დანართი და სპეციალურად მომზადებულია მათთვის ვინც დამოუკიდებლად ამზადებს ბიზნეს-გეგმას. ლექსიკონში ტერმინთა ძიების გასამარტივებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ Google- ს საძიებო ფანჯარა, რომელიც ამ გვერდის თავშია განთავსებული.
დისკონტირება დაზღვევაში, Дисконтирование, Discounting
დისკონტირება დაზღვევაში – მომავალი შემოსავლების და გასავლების მიმდინარე ღირებულებების გამოქვითვაა. დისკონტირება ხორციელდება გადასახადის ფაქტიური სიდიდის გამრავლებით მადისკონტირებელ კოეფიციენტზე.