კრედიტის ღირებულება

ეს განმარტებითი ლექსიკონი არის ნაშრომის:  „როგორ მოვამზადოთ ბიზნეს-გეგმა“. ლევან შენგელია. 2010.  ქართული უნივერსიტეტი. დანართი და სპეციალურად მომზადებულია მათთვის ვინც დამოუკიდებლად ამზადებს ბიზნეს-გეგმას. ლექსიკონში ტერმინთა ძიების გასამარტივებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ Google- ს საძიებო ფანჯარა, რომელიც ამ გვერდის თავშია განთავსებული.

კრედიტის ღირებულება, Стоимость кредита, Цена кредита, Cost borrowing

კრედიტის ღირებულება – არის თანხა, რომელსაც მსესხებელი იხდის კრედიტის გამოყენებისთვის.

კრედიტის ღირებულების ძირითადი ნაწილი – ღირებულების ნაწილია, რომელიც გადახდილია უშუალოდ კრედიტორისთვის.

კრედიტის ღირებულების დამატებითი ნაწილი – ღირებულების ნაწილია, რომელიც მიეწოდება მესამე პირს. მიწოდებული საქონლის ღირებულებაში ასევე შეიძლება შედიოდეს კრედიტის ღირებულების დაფარული ელემენტები, რომლებიც აკომპენსირებენ კრედიტორებისთვის პროცენტული განაკვეთის შემცირებულ ნომინალურ ზომას.

კრედიტის ღირებულება შედგება:
– პროცენტული განაკვეთი
– ვალდებულებების საკომისო: წლიური 0.1-.0.3%-ს გადახდა ხდება კრედიტორული ბანკისთვის, რადგანაც მას აქვს ვალდებულება მოახდინოს მსესხებლისთვის აუცილებელი კრედიტების რეზერვაცია და მიწოდება დადგენილი ვადის განმავლობაში.
– სამმართველო საკომისიოები: 0.1-0.3%-ის გადახდა ხდება მენეჯერული-ბანკისთვის, რომელიც ატარებს ორგანიზაციულ სამუშაოებს რამოდენიმე ბანკის დაკრედიტების დროს.
– სადაზღვევო ბონუსები
– სხვადასხვა გადასახადები.

გადასვლები: ბიზნეს-გეგმების სათაო გვერდზე >>> ლევან შენგელიას სახელმძღვანელოებზე >>> ბიზნეს-გეგმების განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე >>>
გადასვლები:  ბიზნეს გეგმაბიზნეს გეგმებიბიზნეს გეგმებიბიზნეს გეგმების მომზადებაბიზნეს გეგმების შედგენაბიზნესის მენეჯმენტიროგორ მოვამზადოთ ბიზნეს გეგმაბიზნეს გეგმაროგორ მოვიზიდოთ ინვესტორიინვესტორი,საინვესტიციო წინადადებებისაინვესტიციო წინადადებასაინვესტიციო პროექტისაინვესტიციო პროექტის მომზადება, ფინანსური ანალიზისაფინანსო ანალიზი