კრედიტის ღირებულება

ეს განმარტებითი ლექსიკონი არის ნაშრომის:  „როგორ მოვამზადოთ ბიზნეს-გეგმა“. ლევან შენგელია. 2010.  ქართული უნივერსიტეტი. დანართი და სპეციალურად მომზადებულია მათთვის ვინც დამოუკიდებლად ამზადებს ბიზნეს-გეგმას. ლექსიკონში ტერმინთა ძიების გასამარტივებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ Google- ს საძიებო ფანჯარა, რომელიც ამ გვერდის თავშია განთავსებული.

კრედიტის ღირებულება, Стоимость кредита, Цена кредита, Cost borrowing

კრედიტის ღირებულება – არის თანხა, რომელსაც მსესხებელი იხდის კრედიტის გამოყენებისთვის.

კრედიტის ღირებულების ძირითადი ნაწილი – ღირებულების ნაწილია, რომელიც გადახდილია უშუალოდ კრედიტორისთვის.

კრედიტის ღირებულების დამატებითი ნაწილი – ღირებულების ნაწილია, რომელიც მიეწოდება მესამე პირს. მიწოდებული საქონლის ღირებულებაში ასევე შეიძლება შედიოდეს კრედიტის ღირებულების დაფარული ელემენტები, რომლებიც აკომპენსირებენ კრედიტორებისთვის პროცენტული განაკვეთის შემცირებულ ნომინალურ ზომას.

კრედიტის ღირებულება შედგება:
– პროცენტული განაკვეთი
– ვალდებულებების საკომისო: წლიური 0.1-.0.3%-ს გადახდა ხდება კრედიტორული ბანკისთვის, რადგანაც მას აქვს ვალდებულება მოახდინოს მსესხებლისთვის აუცილებელი კრედიტების რეზერვაცია და მიწოდება დადგენილი ვადის განმავლობაში.
– სამმართველო საკომისიოები: 0.1-0.3%-ის გადახდა ხდება მენეჯერული-ბანკისთვის, რომელიც ატარებს ორგანიზაციულ სამუშაოებს რამოდენიმე ბანკის დაკრედიტების დროს.
– სადაზღვევო ბონუსები
– სხვადასხვა გადასახადები.

გადასვლები: ბიზნეს-გეგმების სათაო გვერდზე >>> ლევან შენგელიას სახელმძღვანელოებზე >>> ბიზნეს-გეგმების განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე >>>
გადასვლები:  ბიზნეს გეგმა, ბიზნეს გეგმები, ბიზნეს გეგმები, ბიზნეს გეგმების მომზადება, ბიზნეს გეგმების შედგენა, ბიზნესის მენეჯმენტი, როგორ მოვამზადოთ ბიზნეს გეგმა, ბიზნეს გეგმა, როგორ მოვიზიდოთ ინვესტორი, ინვესტორი,საინვესტიციო წინადადებები, საინვესტიციო წინადადება, საინვესტიციო პროექტი, საინვესტიციო პროექტის მომზადება, ფინანსური ანალიზი, საფინანსო ანალიზი