✧დისტანციურად საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან
✧,,ამაზონი” უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.
- ქალის ჯანმრთელობის დაცვის საშუალებები ,,ამაზონზე”
- ოჯახის დაგეგმვის ტესტები
- ქალის მოვლის საშუალებები
- მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
- მენსტრუალური ტკივილის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
- ვიტამინები პრენატალური პერიოდისათვის
- სოკოვანი ინფექციების საშუალებები
- ორსულობის დასადგენი ტესტები ,,ამაზონზე”
- ორსულობის დასადგენი სტრიპ–ტესტი (ე.წ. „ზოლიანი ტესტი“)
- ორსულობის დასადგენი „პლანშეტური“ ტესტი
- ორსულობის დასადგენი ელექტრონული ტესტი
– რას გულისხმობს საშვილოსნოს ყელის კონიზაცია?
საშვილოსნოს ყელის კონიზაცია არის ქირურგიული ჩარევა, რომლის დროსაც ხდება ცერვიკალური არხის ან საშვილოსნოს ყელის დაზიანებულ არეში კონუსური უბნის მოკვეთა. გამოიყენება დიაგნოსტიკური ან სამკურნალო მიზნით.
– რა დროს გამოიყენება საშვილოსნოს ყელის კონიზაცია?
საშვილოსნოს ყელის კონიზაცია გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
- ცერვიკალური არხის ლორწოვანის პათოლოგიებისას – ეროზია, ფსევდოეროზია, პოლიპები, საშვილოსნოს ყელის ჰიპერტროფია, კისტები, ონკოლოგიური დაავადებები.
- ციტოლოგიური კვლევის(პაპ ტესტი) დადებითი პასუხისას.
- საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის II-III სტადიისას
- მშობიარობის შემდგომი ნაწიბურებისა და საშვილოსნოს ყელის დეფორმაციებისას, განსაკუთრებით უხეში ნაწიბურების დროს
- საშვილოსნოს ყელის ექტროპიონისას
– საშვილოსნოს ყელის კონიზაციის რა მეთოდები არსებობს?
კონიზაციის რამოდენიმე მეთოდი არსებობს, მათ შორისაა:
- კონიზაცია დანით, რომელიც სკალპელის საშუალებით სრულდება (აღნიშნული მეთოდი ითვლება მოძველებულად და ფაქტიურად აღარ გამოიყენება).
- კონიზაცია ლაზერით, რომელიც ხორციელდება ქირურგიული ლაზერის საშუალებით.
- კონიზაცია მარყუჟით, რომლის დროსაც გამოიყენება რატიოტალღოვანი ქირურგიული აპარატი სურგიტრონი. აღნიშნული მეთოდი არის ყველაზე გავრცელებული და ეფექტური მეთოდი.
– როგორ ტარდება პროცედურა?
საშვილოსნოს ყელის კონიზაცია ტარდება მენსტრუაციის დასრულების შემდგომ პირველ დღეებში (5-11დღეს ციკლის დაწყებიდან) და გრძელდება 10-15 წუთიდან ნახევარ საათამდე.
პროცედურა ტარდება კოლპოსკოპიის კონტროლით. ელექტროდის მარყუჟი მაგრდება საშვილოსნოს ყელის ტრანსფორმაციის ზონიდან 3-5მმ ზევით, მასზე მოქმედებენ მაღალი სიხშირის დენის გამოყენებით და კვეთავენ პათოლოგიური ეპითელიუმის უბნებს. პროცედურის დასრულების შემდგომ პაციენტი რამოდენიმე საათი იმყოფება დაკვირვების ქვეშ.
– რა გართულებები შეიძლება მოყვეს საშვილოსნოს ყელის კონიზაციას?
პროცედურის ჩატარების შემდეგ შესაძლოა განვითარდეს:
- სისხლდენა
- ცერვიკალური არხის სტენოზი
- საშვილოსნოს ყელის ანატომიის შეცვლა
- ტემპერატურის მატება 37.5მდე
- დაავადების რეციდივი
- მატულობს რისკი ნაადრევი მშობიარობის
მსგავსი პოსტები: საშვილოსნოს ყელის კონიზაცია 2. ორსულობა კონიზაციის შემდეგ 3. კონიზაცია
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦ სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“