ნივთები სკოლის მოსწავლეებისათვის

ამ გვერდიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ ნივთები და ტანსაცმელი სკოლის მოსწავლეებისათვის მსოფლიოს წამყვანი ინტერნეტ-მაღაზიებიდან. იხილეთ ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები.

პირველი სექტემბერი მნიშვნელოვანი დღეა როგორ ბავშვისათვის, ასევე მშობლებისათვის. ეს ხომ ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპია პატარა ადამიანის ჩამოსაყალიბებლად.
პირველკლასელთა უმეტესობა სკოლის პირველ დღეს ემოციურად ხვდება, ზოგი ტირის, უჭირს მშობლებთან განშორება, ახალ გარემოსთან შეგუება, ბაღის მეგობრების ნაცვლად ახლების შეძენა და სხვა.
ამიტომ, კარგი იქნება, თუ ბავშვს ამ სიახლისთვის ახლავე მოამზადებთ.
იმისათვის, რომ ეს დღე დასამახსოვრებელი იყოს ბავშვისათვის, აუცილებელია სათანადოდ მომზადება
ბავშვი სკოლისთვის მინიმალურ დონეზე მაინც უნდა იყოს მზად, მით უფრო, თუ საბავშვო ბაღში არ უვლია.
ბავშვს ელემენტარული განათლება მაინც უნდა ჰქონდეს. – იცოდეს საბავშვო ლექსები (სულ მცირე, მეტყველების გასატეხად მაინც), სიმღერები, ფერებისა და გეომეტრიული ფიგურების გარჩევა, ათამდე თვლა, ანბანის პირველი ასოების ჩამოთვლა.


♦ სკოლის ზურგჩანთები
ზურჩანთები გოგონებისათვის
ზურგჩანთები ბიჭებისათვის
♦ სკოლის უნიფორმები გოგონებისათვის
ქვედაბოლოები მოსწავლე გოგონებისათვის
♦ სკოლის უნიფორმები ბიჭებისათვის
სკოლის უნიფორმა – პერანგები ბიჭებისათვის
სკოლის უნიფორმა – შარვლები ბიჭებისათვის
♦ სკოლის უნიფორმები უმცროსი ასაკის ბავშვებისათვის
♦ სკოლის უნიფორმები უმცროსი ასაკის ბიჭუნებისათვის 


კარგი იქნება, თუ ბავშვს პატარა ისტორიების მოყოლას მიაჩვევთ, მაგალითად, აღწეროს ეზოში თამაშისას ნანახი სურათი ან როგორ გაერთო სტუმრად ყოფნისას.
ეს გადმოცემის უნარს განუვითარებს და უცხო ადამიანებთან ურთიერთობის კომპლექსებსაც მოუხსნის.
როგორც წესი, სწავლის პირველ დღეს პირველკლასელებს ერთმანეთს აცნობენ: ბავშვები ასახელებენ საკუთარ ვინაობას, ასაკს, ამბობენ ლექსს და ასე შემდეგ, რისთვისაც თქვენი შვილი მზად უნდა იყოს.
იმისათვის, რომ მზად იყოთ სწავლის დასაწყისისთვის, კარგი იქნება წინასწარ გქონდეთ პირველკლასელისთვის საჭირო რამოდენიმე აუცილებელი ნივთი.
ჩვენ გთავაზობთ მათ ჩამონათვალს; ასევე, მათი შეძენა შეგიძლიათ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში“.


სასკოლო ნივთები school supplies >>ნივთები სკოლის მოსწავლეებისათვის


ხშირად სკოლა და პედაგოგები საკუთარ მოთხოვნებს აყენებენ, თუ რა აუცილებელი ნივთი უნდა ჰქონდეს მოსწავლეს, რა უნდა ეცვას და ა. შ.
ბევრი მშობელი ამას არ ითვალისწინებს და ცდილობს რაც შეიძლება მეტი ნივთი შეუძინოს ბავშვს.
თუმცა შემდგომ აღმოჩნდება, რომ ნახევარზე მტი საერთოდ საჭირო არ ყოფილა.
ზედმეტი ხარჯების თავიდან ასაცილებლად, კარგად გაიაზრეთ, რა არის აუცილებელი ბავშვისათვის, როგორც პირველ კლასში წაყვანისას, ასევე მომდევნო კლასებშიც.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


♦ ქვემოთ გთავაზობთ პორტალზე www.medgeo.net – განთავსებულ პოსტებს სკოლის მოსწავლეების თემაზე