ზელიონკა ანუ ბრილიანტის მწვანე ქართულ ბაზარზე იყიდება 1%-იანი სპირტიანი ხსნარის ან ფანქრის სახით. არის ურეცეპტოდ გასაცემი, მესამე ჯგუფის მედიკამენტი. (2018 წ.)
ბრილიანტის მწვანის (ზელიონკა) ქიმიური დასახელება – (თეთრაეთილ -4,4-დიამინოტრიფენილმეთანი ოქსილატი) – სინთეტიკური ანილინური საღებავი ტრიფენილმეთანის ტიპის.
ბრილიანტის მწვანე (ზელიონკა) ტექნიკური დასახელება და სინონიმები – ძირითადი მწვანე 1; № 42040; ძირითადი ღია-მწვანე, მალაქიტური მწვანე G, ზურმუხტისფერი მწვანე, ჩინური მწვანე, ეთილენის მწვანე.
ბრილიანტის მწვანე (ზელიონკა) გამოყენება. ანტისეპტიკური საშუალებაა; გამოიყენება წყლის ან სპირტის ხსნარების სახით კანზე შესაზელად მისი დაავადებისა და დაზიანებების დროს.
არ ავურიოთ მსგავსი სტრუქტურის მქონე ნივთიერებებში – მალაქიტის მწვანეში (ტეტრამითილი -4,4 დიამინოტრიფენილმეთანი).
ბრილიანტის მწვანე (ზელიონკა) ისტორიიდან. ბრილიანტის მწვანე პირველად მოპოვებული იქნა გერმანიაში 1879 წელს. ამ ნივთიერების ანტისეპტიკური თვისებების შესახებ კი მხოლოდ მომდევნო ასწლეულში შეიტყვეს, როდესაც პრეპარატის შეღებვისას მიკროსკოპირებისათვის აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი საღებავთაგანი – კონკრეტულად კი ბრილიანტის მწვანე – ანადგურებს მიკრობებს. მე-20 საუკუნის შუა რიცხვებში ბრილიანტის მწვანემ, ფართო გავრცელება საბჭოთა კავშირში, რადგან იაფი ჯდებოდა და შენახვის დ ხანგძლივი ვადა ქონდა.
რუსეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცის რამოდენიმე ქვეყნის გარდა, ბრილიანტის მწვანე მედიცინაში არსად აღარ გამოიყენება, თუმცა, ევროპაში ის შეტანილია დასაშვები სამედიცინო მედიკამენტების ჩამონათვალში. შესაძლებელია ამის შემდეგი მიზეზები დასახელდეს:
- პირველ რიგში, დღემდე ზუსტად არაა ცნობილი აქვს თუ არა ბრილიანტის მწვანეს კანცეროგენული თვისებები,
- მეორე რიგში, სამკურნალო საშუალების გამოყენებისას ასევე მნიშვნელოვანია ესთეტიკური მხარეც, რის გამოც დასავლეთის მედიცინაში ყურადღება ეთმობა პაციენტის გარეგნულ ცვლილებებს პრეპარატის გამოყენებისას.
პოსტსაბჭოთა სივრცეში ბრილიანტის მწვანის ხსნარი ფართოდაა ცნობილი სასაუბრო სახელწოდებით „ზელიონკა“.