აგლუტინინი

აგლუტინინი (agglutinin) – აგლუტინაციის რეაქციაში მონაწილე ანტისხეული; აგლუტინინებს განასხვავებენ იმ უჯრედის ტიპის მიხედვით, რომლებზეც ზემოქმედებენ: ჰემაგლუტინინი (ერითროციტებზე), ლეიკოაგლუტინინი (ლეიკოციტებზე) და ა.შ. აგლუტინინის პროდუცირება, შეუძლია „არასპეციფიკურ“ ორგანიზმებსაც, მაგალითად, მცენარეებს (ფიტოაგლუტინინები).


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.