ლაქტოზის მონოჰიდრატი

ლაქტოზის მონოჰიდრატი – ფარმაცევტულ პროდუქციაში ლაქტოზის მონოჰიდრატი, ხშირად გამოიყენება შაქრის შემცვლელად. პრეპარატებში მისი შემცველობის გამო, წამლების ხანგრძლივობის ვადა იზრდება. ამასთან, ლაქტოზის მონოჰიდრატიდან ადვილად მიიღება სუფთა ლაქტოზა.

სპეციალისტების აზრით, რძის შაქარი წარმოადგენს ენერგიის წყაროს, მონაწილეობს კალციუმის ცვლის ოპტიმიზაციაში, ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის არსებობას, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკს.

ლაქტოზის მონოჰიდრატი უკუნაჩვენებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საჭმლის მომნელებელ ტრაქტს არ შეუძლია მისი სრულფასოვანი შეთვისება. ორგანიზმის მიერ ლაქტოზის შეთვისების შეფერხება, გამოწვეულია მისი დამშლელი ფერმენტის უკმარისობით, რაც ორგანიზმში იწვევს ლაქტოზის აუტანლობას. ლაქტოზის აუტანლობა ევროპის მოსახლეობის 20%-ში აღინიშნება.  სამხრეთ ამერიკის პრაქტიკულად ყველა მაცხოვრებელს, აღენიშნებათ ლაქტოზის აუტანლობა. თუმცა, აღნიშნული არ აისახება მათ ჯანმრთელობაზე.

ლაქტოზის აუტანლობა შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან განვითარდეს ასაკის მატებასთან ერთად. როცა ადამიანს აღენიშნება ლაქტოზის აუტანლობა, ლაქტოზის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, იწყება  მუცლის ტკივილი, შებერილობა, მეტეორიზმი და გულისრევა.

ლაქტოზის მონოჰიდრატს ხშირად უმატებენ დიაბეტურ საკვებ პროდუქტებს: მარმელადებს, საკონდიტრო  პროდუქციას, ასევე სამედიცინო პრეპარატებს. მისი აღმოჩენა შესაძლებელია შედედებულ რძეში, ჩიპსებში, ყავის ნაღებში და მარგარინში.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.