პოქსივირუსი, ნატურალური ყვავილის ვირუსი

პოქსივირუსი, ნატურალური ყვავილის ვირუსიპოქსივირუსები, ნატურალური ყვავილის ვირუსილათ. Poxviridae — ცხოველების დაავადებათა გამომწვევი ვირუსების ოჯახი, რომელიც დნმ-შემცველი ვირუსების, ყველაზე დიდი  ოჯახს აერთიანებს. ვირიონებს გააჩნიათ აგურის ან კვერცხის მსგავსი (ოვოიდური) ფორმა. ოჯახში შედის ადამიანისათვის პათოგენური ფორმები მაგალითად: ნატურალური ყვავილის,  პუსტულოზური დერმატიტის გამომწვევი ვირუსები.
ვირუსების გენომი წარმოდგენილია, ორჯაჭვიანი ხაზოვანი, ჰანტელის მსგავსი ფორმის დნმ-ით, დაფარულია ორშრიანი კაფსიდით. შრეებს შორის მოთავსებულია გვერდითი სხეული. ნუკლეოკაფსიდის ზედაპირზე, განლაგებულია ლიპოპროტეინული გარსი, ძაბრისმაგვარი ფიბრიებით.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.