ალერგენი

ალერგენი (allergen) – ალერგენები –  ნივთიერებები, რომლებიც იწვევს ალერგიას. მათ მიეკუთვნება ცილები, ცილა-პოლისაქარიდები, ცილა-ლიპიდური კომპლექსები, პოლისაქარიდები და არაორგანული ნივთიერებები, მათ შორის ქიმიური ელემენტები (ლითონები, ბრომი, იოდი).

ორგანიზმში მოხვედრის მიხედვით განასხვავებენ: ეგზოგენურ და ენდოგენურ ანუ აუტოალერგენებს, რომელსაც თვითონ ორგანიზმი გამოიმუშავებს.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.