Tag Archives: ალერგენი

ალერგენი

ალერგენი (allergen) – ალერგენები –  ნივთიერებები, რომლებიც იწვევს ალერგიას. მათ მიეკუთვნება ცილები, ცილა-პოლისაქარიდები, ცილა-ლიპიდური კომპლექსები, პოლისაქარიდები და არაორგანული ნივთიერებები, მათ შორის ქიმიური ელემენტები (ლითონები, ბრომი, იოდი). ორგანიზმში მოხვედრის მიხედვით განასხვავებენ: ეგზოგენურ და ენდოგენურ ანუ აუტოალერგენებს, რომელსაც თვითონ ორგანიზმი გამოიმუშავებს. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

პოლინოზი ბავშვებში

პოლინოზი ბავშვებში

პოლინოზი ალერგიული დაავადებაა, რომელიც ყველაზე ხშირად გაზაფხულზე იჩენს თავს. ყვავილობის სეზონის დაწყებასთან ერთად ხეებიდან, ბუჩქებიდან და ბალახებიდან ვრცელდება მცენარეული  მტვერი, რომელიც ძლიერი ალერგენია აღნიშნული  დაავადების მქონე ადამიანებისთვის. იგი მოსახლეობის 8-10% -ს აწუხებს, ძირითადად კი პოლინოზით 8-20 წლამდე ასაკში ავადდებიან. >>>

.

დაავადების შესახებ აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორი, ბავშვთა ალერგოლოგი ნანა შავლაყაძე გვესაუბრა.

– როგორ  მიმდინარეობს და რა სიმპტომები ახასიათებს პოლინოზს?

პოლინოზი ყვავილის მტვერზე ალერგიაა. ამიტომ მას, ძირითადად, მკაცრი სეზონური ხასიათი აქვს. წლის ერთიდაიგივე დროს ახასიათებს ცხვირის გაჭედვა, მრავალჯერადი ცემინება, თვალის სიწითლე და ქავილი, ყელში „უსიამოვნო“ შეგრძნება, ხველება, დაღლილობა, გაღიზიანებულობა, ხანდახან დერმატიტის სიმპტომებიც გამოჩნდება ხოლმე.

Read More