ორთომიქსოვირუსი

ორთომიქსოვირუსი  –  (ორთომიქსოვირუსები ლათ. Orthomyxoviridae) – რნმ-შემცველი ვირუსების ოჯახი. ვირუსული ნაწილაკების დიამეტრია 80-120 ნმ. ნუკლეოკაფსიდა სპირალურია, ჩართულია ლიპოპროტეიდულ გარსში. შეიცავს ერთჯაჭვიან ხაზოვან რნმ-ის 7-8 ფრაგმენტს. ვირიონული რნმ არაინფექციური და ინფორმაციული რნმ-ის კომპლემენტარულია. მრავლდება  ფრინველების და ძუძუმწოვრების, უჯრედის ბირთვსა და ციტოპლაზმაში. ვირუსების მომწიფება მიმდინარეობს, უჯრედის პლაზმურ მემბრანაზე გამოკვირტვის გზით. ვრცელდებიან გადამტანის გარეშე. აზიანებენ სასუნთქ ორგანოებს. ტიპური წარმომადგენელია გრიპის ვირუსი.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.