ფილოვირუსი

ფილოვირუსი – (ლათ. Filoviridae, filum —ძაფი) – ვირუსების ოჯახი Mononegavirales რიგიდან. დ. ბალტიმორის კლასიფიკაციის მიხედვით, მიეკუთვნებიან ვირუსების მეხუთე ჯგუფს. გენომი შეიცავს უარყოფითი პოლარობის ერთჯაჭვიან რნმ-ს.
ფილოვირუსების სამი გვარია ცნობილი: Ebolavirus (5 სახეობა), მონოტიპური Marburgvirus (სახეობა – მარბურგის ვირუსი) და Cuevavirus (სახეობა — ვირუსი ლოვიუ). პირველი ორი ვირუსები იწვევს ჰემორაგიულ ცხელებებს, რომლებსაც ახასიათებს მასიური სისხლდენები და სისხლის შედედების დარღვევა, რაც ხშირ შემთხვევაში სიკვდილით მთავრდება. მესამე გვარის წარმომადგენლები, იწვევს ღამურების ინფიცირებას და ვარაუდობენ, რომ ადამიანებისთვის უვნებელია. ვირუსის რნმ შეიცავს დაახლოებით 19000 ნუკლეოტიდებს და კოდირებს 7 ცილას, აქედან 6 განაპირობებს ვირუსის კვალვწარმოქმნას და ცხოველმყოფელობას, ხოლო ერთი, სავარაუდოდ თრუნავს ანტისხეულების წარმოქმნას, რაც განსაზღვრავს დაავადების სწრაფ განვითარებას და ლეტალურობას.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.