რეტროვირუსი

რეტროვირუსი – (რეტროვირუსები ლათ.  Retroviridae, retro — შექცევადი, უკუ) – უპირატესად ხერხემლიანების დამაინფიცირებელი, რნმ-შემცველი ვირუსები. ყველაზე მეტად ცნობილია – ადამიანის შეძენილი იმუნოდეფიციტის ვირუსი. რეტროვირუსებით უჯრედის ინფიცირების შემდეგ, ციტოპლაზმაში იწყება ვირუსული დნმ-გენომის სინთეზი, ვირიონული რნმ გამოიყენება მატრიცად. ყველა რეტროვირუსი, გენომის რეპლიკაციისათვის იყენებს, ფერმენტს უკუტრანსკრიპტაზას (რევერტაზა). ფერმენტი ასინთეზებს დნმ-ის ერთ ჯაჭვს რნმ-ის მატრიცაზე, ხოლო სინთეზირებული დნმ-ის ჯაჭვიდან წარმოიქმნება მეორე, მისი კომპლემენტარული ჯაჭვი. მიიღება ორჯაჭვიანი დნმ-ის მოლეკულა, რომელიც ინტეგრირდება უჯრედის გაყოფის მსვლელობისას, უჯრედის ქრომოსომულ დნმ-ში,  როცა ბირთვის გარსი არ არის ფორმირებული (გამონაკლისია შიდს-ი, რომლის დნმ აქტიურად აღწევს ბირთვში) და შემდგომში ემსახურება ვირუსული რნმ-ის სინთეზს. აღნიშნული რნმ, გამოდის უჯრედის ბირთვიდან და ციტოპლაზმაში იფუთება ვირუსულ კაფსიდებში, რომელსაც უკვე შეუძლია, ახალი უჯრედები დააზიანოს. ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, რეტროვირუსები შეიძლება გაჩენილიყვნენ რეტროტრანსპოზონებიდან – ეუკარიოტების გენომის მოძრავი მონაკვეთები.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.