B კომპლექსი / B komplex

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

B კომპლექსის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

B კომპლექსის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: B ჯგუფის ვიტამინები


B კომპლექსი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


 B კომპლექსი (B1, B2, B6, B12, ფოლისმჟავა, ბიოტინი, საფუარა უჯრედები)
B ჯგუფის ვიტამინები, ფოლის მჟავის და ბიოტინის ჩათვლით, მეტად მნიშვნელოვანია ორგანიზმში ბალანსირებულა ნივთიერებათა ცვლის შესანარჩუნებლად. ცილების არაბალანსირებულმა მეტაბოლიზმმა შეიძლება გამოიწვიოს ჰომოცისტეინების რაოდენობის მომატება. ის ბიოსინთეზირდება მეთიონინისგან. მისი უკუკონვერტირება მეთიონინში ხდება B ჯგუფის ვიტამინებით-კერძოდ B1, B6, B12 და ფოლის მჟავის თანამონაწილეობით. ორგანიზმში დაგროვილი ჰომოცისტეინები იწვევენ არტერიის შიგა კედლის-ინტიმის დაზიანებას. საპასუხოდ დაზიანებულ ადგილას, დაზაინების დაფარვის მიზნით, ხდება კალციუმის და ქოლესტერინის ჩალაგება, ანუ წარმოიქმნება ათეროსკლეროზული ფოლაქები, რის გამოც სისხლძარღვის სანათური მცირდება, შეიძლება დაიცოს კიდეც, რაც გამოიწვევს თრომბოზული მდგომარეობების პროვოცირებას, მთელი თავისი შედეგებით (ინსულტი, ინფაქტი, ემბოლია), ან სისხლძარვის გაგლეჯას. 5მკმლ/ლ მდე და მეტი ჰომოცისტეინის დონოს მომატება 80 % ქალებში და 60 % მამაკაცებში ზრდის სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანების რისკს, იზრდება ალცგეიმერის და მოხუცებულობითი ჭკუასუსტობის განვითარების ალბათობა.
ჰჰც-ემია შაქრიან დიაბეტის ფონზე ძალიან მაღალ პროცენტში გვაძლევს პერიფერიულ სისხლძარღვოვან გართულებებს-ნეფროპათია, რეტინოპათია.
ფეხმძიმობის პერიოდში ჰომოცისტეინის დონის მატება იწვევს ფეტოპლაცენტარული სისხლმიმოქცევის დარღვევას, რაც შეიძლება არასასურველი შედეგით დასრულდეს-ჩამოყალიბდეს ფეტოპლაცენტარული უკმარისობა, ქრონიკული ნაყოფის ჰიპოქსია. ფეხმძმობის მეორე ნახევარში გენერალიზებული მიკროანგიოპათია ხდება გესტოზების, ნეფროპათიის, პრეეკლამპსიის, ეკლამპსიის განვითარების მიზეზი. სწორედ ამიტომ, გესტოზის პირველივე ნიშნების გაჩენისას (წონის ზომაზე მეტად მატება, დიურეზის შემცირება), სასიგნალო ნშანი ხდება B ჯგუფის ვიტამინებს + ფოლის მჟავის მიღების.
სასურველია, რომ იგივე პროცესები გათვალისწინებული იქნეს ყველა იმ პიროვნებაში ვისაც აღენიშნება არტერიული და ვენური თრომბოზები, გიდ.
ჰომოცისტეინის დონის მატების მიზეზი ბევრია (კვების რაციონი, სიგარეტი, ადინამიური ცხოვრების რიტმი, სხვადასხვა პათოლოგიები და ა.შ.), მაგრამ ყველაზე ხშირია მისი განვითარება B1, B6, B12 და ფოლის მჟავის დეფიციტის ფონზე.
ფოლის მჟავა შედის საკვების შემადგენლობაში, მაგრამ ის თერმულად არა მდგრადია და საკვების მომზადების პროცესში მისი მნიშვნელოვანი რაოდენობა იშლება, სწორედ ამიტომ ყველა ასაკობრივ ჯგუფში საკმაოდ ხშირად აღინიშნება ფოლის მჟავის დეფიციტი.
B ჯგუფის ვიტამინების ძირითადი ფუნქცია ორგანიზმში არის
1.მონაწილეობა ქსოვილოვან სუნთქვაში და ენერგიეს გამომუშავებაში.
2.მონაწილეობა ყველა უჯრედულ პროცესებში
3.უზრუნველყოფა ცილების სინთეზის პროცესის
4.ნერვული სისტემის, კანის და თმის, მხედველობის, ღვიძლის, პირის ღრუს, კუნთოვანი ქსოვილის, კუჭნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციური მდგომარეობის მხარდაჭერა და უზრუნველყოფა
B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი ხშირად აღინიშნება იმ პირებში რომელთა კვების რაციონში ჭარბობს რაფინირებული პროდუქტი, ყავა, ალკოჰოლი. ასევე ეს პრობლემა ფიქსირდება სიგარეტის მწეველებში, ზოგი ანტიბიოტიკო თერაპიისას, ცილებით ღარიბი დიეტაზე ყოფნის დროს.
Bჯგუფის ვიტამინები სასურველია მიღებული იქნეს შემდეგი მდგომარეობებისას:
ქრონიკული დაღლილობის სინდრომო, დეპრესია, შფოთვა, უძილობა, ყურადღების დარღვევების და /ან ჰიპერაქტიულობის, შაკიკი, დაძაბულობითი თავის ტკივილის, გულსისხლძარღვთა პათოლოგიების, ჰეპატიტის, ოსტეოპოროზის, შაქრიანი დიაბეტის, ჰიპოგლიკემიის, ჰიპოთირეოზის, ალკოჰოლიზმის, ანემიის, ანთებითი პროცესების,იმპოტენციის-ერექციული ფუნქციის და ლიბიდოს დაქვეითების, კანის სხვადასხვა პათოლოგიების,აფტოზური სტომატიტის დროს, მხედველობის გაუმჯობესების მიზნით.თანამედროვე პერიოდში, როცა მკვეთრად გაზრდილია გონებრივი და ემოციური დაძაბულება ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს B ჯგუფის ვიტამინების ბალანსის შენარჩუნებას.
ბავშვებშიც B ჯგუფის ვიტამინები ფოლის მჟავასთან ერთად უზრუნველყოფენ ნახშირწყლოვან-ენერგეტიკულ ცვლას, ამინომავების, ნუკლეოტიდებს, ცხიმოვანი მჟავების ბიოსინთეზს, რაც განსაზღვრავს ნორმალურ ფუნქციონირებას გულის, ნერვული და კუნთოვანი უჯრედების, ასტიმულირებენ ჰემოპოეზს. ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ცილების, ცხიმების ცვლაში, ქსოვილების ზრდის და რეგენერაციის პროცესში.

გამოყენება და ჩვენებები:
გამოიყენება როგორც მონო, ისე კომპლექსური მკურნალობისას
-ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის სხვადასხვა გენეზის დაზიანებების დროს
-გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისას
-კუჭნაწლავის ტრაქტის პათოლოგიებისას
-სახსრების, კანის, თვალის კომპლექსურ მკურნალობისას
-გარკვეული მედიკამენტების გვერდითი ეფექტების კორექცია
– პროფილაქტიკის მიზნით.;
საფუარა უჯრედები 260 მგ
B1       0,5მგ
B2       0,55 მგ
B 6      0,7 მგ
B 12   0,35 მკგ
ბიოტინი 75 მკგ
ფოლის მჟავა 100 მკგ

დოზირება და მიღების რეჟიმი:
ბავშვებში 2-3 ტაბლეტი დღეში.
მოზრდილებში 2 ტაბლეტი 3 ჯერ დღეში, საკვებთან ერთად.
შესაძლებელია დღიური დოზის ერთჯერადად მიღება.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა და კონკრეტული დოზირება განისაზღვრება ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად და ვიტამინების დეფიციტის გათვალისწინებით, ძირითადი დაავადები სახეობით, ხანგრძლივობით, თანმხლები პათოლოგიით.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #300

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: DR. Wolz, გერმანია

გაფრთხილება