ანტითრომბინი (antitrombin) – ძირითადი პლაზმური ცილოვანი ფაქტორი, რომელიც სისხლის სისტემის კოაგულაციის პროტეაზებს ინჰიბირებს; შედგება ორი ფუნქციურად განსხვავებული დომენისაგან: ჰეპარინ-შემაკავშირებელი და ჰეპარინ-მაინჰიბირებელი. ანტითრომბინის გენის მუტაციებთან დაკავშირებულია, ადამიანის რიგი მემკვიდრული დაავადებები. მაგალითად, შეფილდის ანტითრომბინი (იწვევს თრომბოზს), ხასიათდება მაინჰიბირებელი დომენის 393-ე მდგომარეობაში, არგინინის ნაცვლად ჰისტიდინის არსებობით.
გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
.