აფინობა ანტისხეულების

აფინობა ანტისხეულების (antibody affinity) – ანტისხეულების აქტიური უბნის დაკავშირების სიმტკიცე, ანტიგენის რეაქციის უნარიან ჯგუფებთან. აფინურობა წარმოადგენს, ანტისხეულების სპეციფიკურობის მთავარ მახასიათებელს და განსაზღვრავს ავიდურობის დონეს. ანტისხეულების აფინურობის სიდიდე, გამოიხატება ანტიგენ-ანტისხეულის წონასწორობის რეაქციის კონსტანტით.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.