ანაბენა (ლათ. Anabaena) – ძაფისებრი ციანობაქტერიები (ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები). შედის პლანქტონის შემადგენლობაში. უჯრედები მრგვალია ან კასრისმაგვარი, აქვთ ჰეტეროცისტები. ცნობილია აზოტმაფიქსირებელი შესაძლებლობებით. სიმბიოზურ თანაცხოვრებას ეწევიან ზოგიერთ მცენარეებთან (მაგალითად, გვიმრებთან). ციანობაქტერიები ოთხი გვარიდან ერთ-ერთია, რომელიც წარმოქმნის ნეიროტოქსინებს, რომელიც ზიანს აყენებს ველურ ბუნებას, ასევე სოფლის მეურნეობის შინაურ ცხოველებს.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.