ცილა

ცილა (protein) – მაღალმოლეკულური ორგანული შენაერთი, შედგება ერთი ან რამდენიმე პოლიპეპტიდური ჯაჭვებისაგან. აგებულია პეპტიდური ბმებით დაკავშირებული, ამინომჟავების ნაშთებით (ძირითადად 20 α-L-ამინომჟავებით). ცილების დიდი ნაწილი არის ფერმენტები, რომლებიც საკვანძო როლს ასრულებენ, ყველა ცოცხალი ორგანიზმების ცხოველმოქმედებაში და ხასიათდებიან განსაკუთრებულად მაღალი სტრუქტურული და ფუნქციური მრავალფეროვნებით. ცილების საერთო კლასიფიკაცია ჯერჯერობით არ მოიპოვება.

არსებობს ცილების სტრუქტურული ორგანიზაციის 4 დონე: პირველადი, მეორეული, მესამეული და მეოთხეული. ცილის ამინომჟავური თანმიმდევრობა ასახავს მისი გენის (გენეტიკური კოდის) სტრუქტურას და ამიტომ წარმოადგენს ევოლუციური პროცესების მარკერს.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.