კომპლემენტის ცილები

კომპლემენტის ცილები (complement proteins) – შრატის ცილები, კოდირდება ჰისტოშეთავსების მე-3 მთავარი კომპლექსით. კომპლემენტის რიგი ცილები აღინიშნება «С» სიმბოლოთი და ციფრით, რომელიც მისი აღმოჩენის ქრონოლოგიას შეესაბამება. სისხლის შრატში დიდი კონცენტრაციით არის წარმოდგენილი კომპლემენტი С3 (1,2 მგ/მლ). მოლეკულური მასით 195 კდა.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.