ბლოტინგი

ბლოტინგი (blotting) – მეთოდის სახელწოდება, რომელიც გულისხმობს გარკვეული არედან (მაგალითად, გელიდან) დაყოფილი მოლეკულების გადატანას, რომელიმე მტარებელზე (მაგალითად, სპეციალური ქაღალდი, ნიტროცელულოზას ფილტრი და ა.შ); არსებობს ბლოტინგის ორი ძირითადი ტიპი: კაპილარული (მაგალითად, საუზერნ-ბლოტინგი), რომლის საფუძველია მოლეკულების გადაადგილება კაპილარული ეფექტის საშუალებით და ელექტრობლოტინგი, რომლის დროსაც მოლეკულის გადატანა უზრუნველიყოფა ელექტროფორეზის საშუალებით.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.