კრისტმასის დაავადება

კრისტმასის დაავადება (Christmus disease) – ჰემოფილიის ფორმა, გამოწვეულია სისხლის შედედების ფაქტორის – თრომბოპლასტინის პლაზმური კომპონენტის (IX ფაქტორი) – დეფიციტის გამო. დაავადება მემკვიდრეობს რეცესიული, Х ქრომოსომასთან (სქესთან) შეჭიდული ტიპით. IX ფაქტორის გენი მოთავსებულია,  Х ქრომოსომის q27.1 მონაკვეთში.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.