ადვილი – ADVIL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

შემადგენლობა: იბუპროფენი/Ibuprofen.

ადვილი – ADVIL-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება


ადვილი – ADVIL აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული სამკურნალო საშუალება იბუპროფენის მოქმედებით არის განპირობებული. კერძოდ, მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი სწრაფი და ეფექტური მოქმედება.

ჩვენება:

  • თავის (შაკიკი
  • რევმატული) და სახსრების ტკივილი
  • კუნთებისა და ზურგის ტკივილი
  • ნევრალგიები
  • კბილის ტკივილი
  • მენსტრუალური ციკლის დროს არსებული ტკივილი
  • ანთებები
  • ცხელება
  • გაცივება და გრიპის სიმპტომები.

დოზირებისა და მიღების რეჟიმი: მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში საწყისი დოზაა 2 დრაჟე. მიღება სასურველია ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. აუცილებლობის შემთხვევაში ინიშნება 1 ან 2 დრაჟე 4-6 საათში ერთხელ.
12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ექიმის კონსულტაციის გარეშე პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული.
მიღებათა შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს 6 სთ-ს. სასურველია ყველაზე მცირე ეფექტური დოზის გამოყენება. იმ შემთხვევაში, როდესაც დაავადების სიმპტომები შენარჩუნებულია 7 დღის განმავლობაში, ხოლო ცხელების – 3 დღეზე მეტხანს, საჭიროა ამის შესახებ ექიმის ინფორმირება.

გვერდითი მოვლენები: იშვიათია. მოსალოდნელია გულისრევა, კუჭის არეში ტკივილი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა, იშვიათად ალერგიული რეაქციები (კანის ქავილი და სხვა); აღნიშნული გვერდითი მოვლენები პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე ქრება. ძალიან იშვიათად აღინიშნება: კუჭის წყლული და მუქი ფერის განავალი. ასთმით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატის გამოყენებისას აღინიშნება სუნთქვის გაძნელება.

უკუჩვენება:

  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება
  • ასპირინთან ან სხვა ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებთნ კომბინაცია
  • იბუპროფენის, ასპირინის და/ან სხვა ტკივილგამაყუჩებელი სამკურნალო საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა
  • ორსულობის ბოლო ტრიმესტრი
  • მხედველობის ნერვის დაავადება.

განსაკუთრებული მითითებები: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, აგრეთვე ანტიკოაგულანტების, დიურეზული და ჰიპოტენზიური საშუალებების რეგულარული გამოყენების, გულ-სისხლძარღვთა, თირკმელების, ღვიძლის დაავადებებისა და ასთმის შემთხვევაში პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ზედოზირება: ჭარბი დოზირების ნიშნებია თავის ტკივილი, ძილიანობა, გულისრევა ან წნევის დაქვეითება, რომლის დროსაც აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

შენახვის პირობები და ვადა: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 250C-მდე ტემპერატურაზე.

ფორმა, შეფუთვა: თეთრი დრაჟეები. ერთი დრაჟე შეიცავს 200 მგ აქტიურ ნივთიერებას. მუყაოს კოლოფში დევს 1 ან 2 ბლისტერი, რომელზეც 10 ცალი დრაჟეა.

მწარმოებელი: იტალია. 

გაფრთხილება