ავომინი / Avomin

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ავომინი / Avomin-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ანასტროზოლი/anastrozole

ავომინი / Avomin-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედების საშუალებები, სასქესო ჰორმონების სინთეზის ინჰიბიტორები


ავომინი / Avomin აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა: რას შეიცავს ავომინი 1მგ გარსით დაფარული ტაბლეტები
ყოველი ტაბლეტ ეიცავს 1მგ ანასტროზოლს აქტიური ნივთიერების სახით. სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, პოლივიდონი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნეზიის სტეარატი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 3000, ტიტანის დიოქსიდი. ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარი). თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ინტოლერანტობა ზოგიერთი შაქრის მიმართ (მაგ. ლაქტოზა)
ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

ჩვენებები
ეს მედიკამენტი განკუთვნილია ძუძუს კიბოს სამკურნალოდ პოსტ-მენოპაუზურ ქალებში.
ანასტროზოლი მოქმედებს ჰორმონე ესტროგენების დონის შემცირებით რომელსათ თქვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს. იგი ამას ახერხებს ბუნებრივი სუბსტანციის (ენზიმის) ბლოკირებით, რომელსაც ეწოდება არომატაზა.

მიღების წესები და დოზები
ყოველთვის მიიღეთ ავომინი 1მგ გარსით დაფარული ტაბეტები ექიმის დანიშნულების მიხედვიტ. ტუ დარწმუნებული არ ხართ უნდა გადაამოწმოტ ექიმთან ან ფარმაცევტთან. გადაყლაპეტ მთლიანი ტაბლეტი წყალთან ერთად. ეს პროდუქტი ყოველთვის უნდა გამოიყენოთ დღის ერთსა და იმავე დროს.
მოზრდილი პაციენტები
ჩვეული დოზაა 1 ტაბლეტი (1მგ ანასტროზოლი) 1X დღეში.
ანასტროზოლის მიღება განაგრძეთ იმდენხანს, რამდენსაც ექიმი გეტყვით. ეს ხანგრძლივი მკურნალობაა, შეიძლება მიღება დაგჭირდეთ რამდენიმე წლის განმავლობაში. თუ ჰოსპიტალიზებული ხართ, აცნობეტ ექიმს რომ იღებთ ავომინი 1მგ გარსით დაფარულ ტაბლეტებს.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ავომინი 1მგ გარსით დაფარული ტაბლეტები
მიმართეთ ექიმს თუ მიიღეთ იმაზე მეტი ავომინი 1 მგ გარსით დაფარული ტაბლეტები ვიდრე ექიმმა გამოგიწერათ ან თუ ბავშვმა შემთხვევით გადაყლაპა ტაბლეტები.
თუ დაგავიწყდატ ავომინი 1მგ გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება ექიმის მიერ გამოწერილი დოზა ზუსტად უნდა დაიცვათ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსაციისთვის, მიღება განაგრძეთ ნორმალური დოზირებით.
თუ წყვეტთ ავომინი 1მგ გარსით დაფარული ტაბლეტების მიღებას არ შეწყვიტოთ ავომინი 1მგ გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა პრეპარატმა, ავომინი 1მგ გარსით დაფარულმა ტაბლეტებმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ ისინი ყველას არ უვითარდება. შემდგომი შეჯამება მოიცავს გვერდით ეფექტებს მათი სიხშირის მიხედვით:
სერიოზული ალერგიული რეაქციები (ძალიან იშვიატი, აღინიშნება 10,000-იდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში)
თუ რომელიმე ჩამოთვლილი აღგენიშნებათ, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება ან დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს-შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახამრება:
-კანის ექსტრემალურად მწვავე რეაქციები წყლულების და ბუშტების ჩათვლით. ეს ცნობილია, როგორც “სტივენს-ჯონსონის სინდრომი” (ამ გვერდითი ეფე ქტის სიხშირე უცნობია).
სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება. ამან შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება (იშვაითი, აღინიშნება 1-10 შემთხვევაში 10.000-იდან).
ღვიძლის ეფექტები (არახშირი, აღინიშნება 1-10 შემთხვევაში 1.000-იდან)
ეს ნიშნები შეიძლება მოიცავდეს:
-კანის ან თვალების სიყვითლეს, მუქ შარდს, მადის დაკარგვას და საერთო სისუსტეს.
თუ ეს ნიშნები აღგენიშნებათ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს-შეიძლება დაგჭირდეთ გამოკვლევა ან მკურნალობა.
სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები (ჩვეულებრივ არა მწვავე):
ძალიან ხშირი (აღინიშნება 10-იდან 1-ზე მეტ შემთხვევაში)
-“ცხელი” სიწითლე
-სისუსტე
-სახსრების ტკივილი ან დაჭიმვა
-კანის გამონაყარი (ეს ცნობილია როგორც “ფიჭისებრი” ან ჭინჭრისებრი გამონაყარი)
-თვითგრძნობის გაუარესება (გულისრევა)
-თავის ტკივილი.
ხშირი (აღინიშნება 100-იდან 1-10 შემთხვევაში)
-საშოს სიმშრალე
-საშოდან სისხლდენა (ჩვეულებრივ მკურნალობის პირველ რამდენიმე კვირაში, თუ სისხლდენა გრძლედება, მიმართეთ ექიმს).
-თმის გათხელება (თმის ცვენა)
-დიარეა
-მადის დაკარგვა
-სისხლში ცხიმოვანი ნივთირების-ქოლესტეროლის დონის მომატება. ეს გამოვლინდება სისხლის ანალიზიტ.
-თვითგრძნობის გაუარესება (ღებინება)
-ძილიანობა
-მაჯის “გვირაბის” სინდრომი (ყურებში ხმაური, ტკივილი, სიცივე, სისუსტე ხელის ნაწილებში)..
-სისხლის ტესტების ცვლილება, რომელიც აჩვენებს როგორ მუშაობს თქვენი ღვიძლი.
არახშირი (აღინიშნება 1-01 შემთხვევაში 1000-იდან)
-სასხლეტი თითი (მდგომარეობა, როდესაც თქვენი თითი ჩრდება მოხრილ მდგომარეობაში).
ეფექტი ძვლებზე
ანასტროზოლი ამცირებს ჰორმონე ესტროგენის დონეს თქვენს ორგანიზმში. ამან შეიძლება შეამციროს თქვენი ძვლების მინერალური შემცველობა. თქვენი ძვლები შეიძლება ნაკლებად ძლიერი იყოს და უფრო დიდი შანსი იყოს მოტეხილობისა. თქვენი ექიმი მართავს ამ რისკებს მენოპაუზურ ქალებში ძვლის მკურნალობის გაიდლაინების მიხედვით.
უნდა დაელაპარაკოთ თქვენს ექიმს რისკსა და მკურნალობის შესახებ.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მწვავდება, ან აღნიშნავთ გვერდით ეფექტს, რომელიც ბროშურაში მოცემული არ არის, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება
არ გამოიყენოთ ავომინი 1მგ გარესით დაფარული ტაბლეტები:
-თუ ალერგიული (ჰიპერსენსიტიური) ხართ აქტიური ნივთიერება ანასტროზოლის ან პრეპარატის სხვა ინგრედიენტების მიმართ.
-თუ კიდევ გაქვთ მენსტრუალური პერიოდები და არ აღგენიშნებათ მენოპაუზა.
-თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ.
-თუ გაქვთ თირკმელების მწვავე პრობლემები
-თუ გაქვთ ღვიძლის მწვავე ან საშუალო პრობლემები.
-თუ იღებთ პრეპარატ ტამოქსიფენს ან მედიკამენტებს რომლებიც ესტროგენებს შეიცავს
არ მიიღოთ ანასტროზოლი თუ რომელიმე ზემოაღნიშნული მდგომარეობა გაქვთ. თუ დარწმუნებულნი არ ხართ, ანასტროზოლის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა ლაქტაცია
რჩევა კითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე. არ უნდა მიიღოთ ანასტროზოლი ლამდა 1მგ გარსით დაფარულიტ აბლეტები თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ.

განსაკუთრებული მითითებები
-როდესაც საეჭვოა თქვენი ჰორმონალური სტატუსი. მენოპაუზა უნდა განისაზღვროს ჰორმონალური გამოკვლევის საფუძველზე.
-თუ გაქვთ ოსტეოპოროზი ან ოსტეოპოროზის რისკი (მდგომარეობა, რომელიც მოქმედებს ძვლების სიძლიერეზე). თქვენი ძვლის მინერალური სიმკვირე უნდა შეფასდეს მკურნალობის დაწყებამდე და შემდეგ რეგულარული ინტერვალით, მაგ. სკანირების DEXA მეთოდის გამოყენებით (ძვლის დანაკარგის გასაზომად). ოსტეოპოროზის მკურნალობა და პროფილაქტიკა უნდა დაიწყოს შესაბამისად და საჭიროა ფრთხილი მონიტორინგი.
-თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის პრობლემეიბ
-თუ იღებთნ ტამოქსიფენს ან ესტროგენების შემცველ პრეპარატებს (იხ.პარაგრაფი “სხვა მედიკამენტების მიღება”), თუ დარწმუნებულნი არ ხართ, რომ რომელიმე ზემოაღნიშნული მდგომარეობა შეგეფერებათ, ანასტროზოლის მიღებამდე დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. საავადმყოფოში ვიზიტის შემთხვევაში სამედიცინო პერსონალს აცნობეთ, რომ ანაზტროზოლს იღებთ.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ავომინი 1მგ გარსით დაფარული ტაბლეტები ნაკლებად მოქმედებს ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე, თუმცა ზოგიერთ ადამიანს შეიძლება აღენიშნოს სისუსტე ან ძილიანობა და საჭიროა სიფრთხილე ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობისას ამ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ავომინი 1მგ გარსით დაფარული ტაბლეტების ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ავომინი 1მგ გარსით დაფარული ტაბლეტებიი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა, რომლებსაც დასმული აქვთ ზოგიერთი შაქრისადმი არატოლერანტობის დიაგნოზი ამ პრეპარატის მიღებამდე უნდა გაიარონ ექიმის კონსულტაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
გთხოვთ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო დროს მიღებული გაქვთ სხვა პრეპარატები, რეცეპტის გარეშე გაცემული საშუალებების ჩათვლით. ეს საჭიროა რადგან ანასტროზოლმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედებაზე და ზოგიერთ პრეპარატს გავლენა ქონდეს ანასტროზოლზე. არ მიიღოთ ანასტროზოლი ტუ იღებთ რომელიმე ქვემოჩამოთვლილ პრეპარატს:
-ესტროგენშემცველი პრეპარატები, როგორიცაა ჰორმონჩამანაცვლებელი თერაპია
-ტამოქსიფენი
არ არსებობს მონაცემები ავომინის 1მგ გარსით დაფარული ტაბლეტების და ლჰ-ს რილიზინგ ფაქტორის ანალოგების ერთად გამოყენებაზე (მაგ. გონადორელინი, ბუსერელინი, გოსერელინი, ლეიპრორელინი და ტრიპტორელინი). ეს კომბინაცია არ უნდა გამოიყენონ კლინიკური კვლევების ფარგლებს გარეთ. რადგან ავომინი 1მგ გარსიტ დაფარულიტ აბლეტები ამცირებს მოცირკულირე ესტროგენის დონეს, შეიძლება გამოიწვიოს ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირება. ამჯამად არ არსებობს ადექვატური მონაცემები ბიფოსფონატების გავლენის საჩვენებლად ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირებაზე ან მათ სარგებელზე შესაბამისად გამოყენებისას.
ავომინი 1მგ გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად ავომინი 1მგ გარსით დაფარული ტაბლეტები შეიძლება მიიღონს საკვებისგან დამოუკიდებლად.

შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ავომინი 1მგ გარსით დაფარული აბლეტები შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.
პროდუქტი უნდა შეინახონ 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
მედიკამენტები არ უნდა გადააგდონ საყოფაცხოვრებო ნაგავთან ან ნარჩენ წყალთან ერთად. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს თუ როგორ გადააგდოთ არასაჭირო მედიკამენტები. ამ ზომებმა შეიძლება ხელი შეუწყოს გარემოს დაცვას.

გამოშვების ფორმა: 1 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი №28

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი:: გამა, Genepharm S.A., საბერძნეთი

გაფრთხილება