აზოპტი – AZOPT

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აზოპტი – AZOPT-ის საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ბრინზოლამიდი/BRINZOLAMIDE

აზოპტი – AZOPT-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფერმენტები და ანტიფერმენტები; ოფთალმოლოგიური საშუალება; გლაუკომის საწინაღმდეგო პრეპარატი–


აზოპტი – AZOPT აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


კარბოანჰიდრაზას ადგილობრივი ინჰიბიტორი

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ოფთალმოლოგიური სუსპენზია: ფლაკონში 5 მლ
1 მლ
ბრინზოლამიდი……………….. 10 მგ

ჩვენებები:
მომატებული თვალშიგა წნევის დასაწევად:
ღიაკუთხოვანი გლაუკომა;
თვალის ჰიპერტენზიისას.

მიღების წესები და დოზები
დაზიანებული თვალის (ან თვალების) კონიუქტივალურ პარკში აწვეთებენ პრეპარატს 2–ჯერ დღეში.
გამოყენების წინ ფლაკონი უნდა შეინჯღრეს.

გვერდითი მოვლენები
მხედველობის ორგანოს მხრივ: 5–10%–ით მხედველობის დაბინდვა; 1–5% – ბლეფარიტი, კერატიტი, თვალის სიმშრალე, ჰიპერემია, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, გამონადენი თვალიდან, დისკომფორტი, ტკივილი, თვალის ქავილი; <1% – კონიუნქტივიტი, კერატოკონიუნქტივიტი, კერატოპათია, ბლეფარიტის დასაწყისის სიმპტომები (ქუთუთოების შეწებება, ან ფუფხი ქუთუთოების კიდეებზე), ცრემლდენა, დიპლოპია, ასთენოპია.
კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: 5–10% – მწარე, მჟავე ან უჩვეულო გემო პირში; <1% – პირის სიმშრალე, დისპეფსია, გულისრევა, დიარეა.
სასუნთქი სისტემის მხრივ: 1–5% – რინიტი, <1% – ქოშინი, ფარინგიტი.
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: <1% – გულმკერდში ტკივილი, ჰიპერტენზია.
საშარდე სისტემის მხრივ: <1%– ტკივილი თირკმელებში.
ალერგიული რეაქციები: <1%– ჭინჭრის ციება.
სხვა: 1–5% – თვის ტკივილი, დერმატიტი; <1% – ალოპეცია, თავბრუსხვევა.

უკუჩვენებები:
* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა ლაქტაცია:
ადექვატური და მკაცრად კონტროლირებადი კლინიკური კვლევა ამ კატეგორიაში პრეპარატის გამოყენებაზე არ ჩატარებულა. ამიტომ პრეპარატ აზოპტის გამოყენება ფეხმძიმეებში შესაძლებელია მაშინ, როცა დედისათვის სარგებელი აჭარბებს ნაყოფზე პოტენციური მოქმედების რისკს.
არა არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა ბრინზოლამიდი დედის რძით. ამიტომ აზოპტით მკურნალობის დანიშვნის აუცილებლობისას სასურველია ძუძუთი კვების შეწყვეტა.

თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს:
რადგანაც აზოპტი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით, არ არის რეკომენდებული პრეპარატის დანიშვნა პაციენტებისათვის გამოხატული თირკმლის უკმარისობით (კკ (კრეატინინის კლირენსი) < 30მლ/წთ).

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 40C დან 300C –მდე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვადა 2 წელი.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი ვარგისია 4 კვირის განმავლობაში.

აფთიაქიდან გაცემა: გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი:: ALCON, ბელგია

გაფრთხილება