ალკალა ,,ტე” (ნატუროპათი) /Alkala ,,T” (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ალკალა ,,ტე” (ნატუროპათი) /Alkala ,,T” (Naturopath)-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები


ალკალა ,,ტე” (ნატუროპათი) /Alkala ,,T” (Naturopath) ჰელოუ   აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს: 1 გ Natriumhydrogencarbonat-ს დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, ცელულოზა, კარტოფილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, საქარინ-ნატრიუმი, გუმიარაბიკი, მალტოდექსტრინი, პიტნის ზეთი

ჩვენებები
ტრადიციულად გამოიყენება რბილად მოქმედი პრეპარატის სახით გულძმარვის, მომატებული მჟავიანობით მიმდინარე კუჭის დაავადებების დროს

თვისებები
Alkala “T” ტუტოვანი პრეპარატია, რომელსაც ორგანიზმში მჟავეტუტოვანი წონასწორობის აღდგენა შეუძლია. იდეალურ შემთხვევაში, ადამიანის ორგანიზმში მჟავე-ტუტოვანი თანაფარდობა წონასწორობაშია. დღეისათვის, სულ უფრო ხშირად აღინიშნება მჟავე არისკენ გადახრა, ამის მიზეზი კი ჩვენი ცხოვრების და გარემოს პირობებია. კუჭისა და ნაწლავის არეში მომატებული მჟავიანობის პირველი ტიპიური ნიშნებია: გულძმარვა, მჟავე ბოყინი, მუცლის შებერვა და ა.შ. მჟავიანობის მატება ნივთიერებათა ცვლის ქრონიკული დარღვევის ერთერთი თანმხლები მოვლენაა, რომელმაც უჯრედის გადაგვარებაც კი შეიძლება გამოიწვიოს.

მიღების წესი და დოზირება
მიიღება 1 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ, სითხესთან ერთად, Alkala “T”-სა და სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებას შორის დაცული უნდა იყოს 1-დან 2 საათამდე დროის ინტერვალი.

გვერდითი მოქმედებები
Alkala “T”-ს მიღების შემდეგ, ხშირად, კუჭის გადავსების გრძნობა და ბოყინი აღინიშნება. ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია ხელი შეუწყოს თირკმლებში მაგნიუმის და კალციუმის ფოსფატური კენჭების წარმოქმნას.

უკუჩვენებები:
Alkala “T”-ის მიღება არ შეიძლება პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში, მჟავე-ტუტოვანი ბალანსის დარღვევის (ალკალოზის), კალიუმის უკმარისობის ან ნატრიუმის მცირე რაოდენობის შემცველი დიეტის დროს. Alkala “T”-ს მიღება არ შეიძლება მჟავეებით კუჭის ქიმიური დამწვრობის დროს.

სიფრთხილის ზომები:
ორსულობის პირველ სამ კვირას პრეპარატის მიღება რეკომენდირებული არ არის, ორსულობის შემდგომი ვადები, ძუძუთი კვება, ბავშვთა ასაკი, პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვებში დოზის არჩევა ხდება ასაკის შესაბამისად.
კუჭის პერფორაციის საშიშროების გამო, მჟავეებით კუჭის ქიმიური დამწვრობის დროს Alkala “T”-ს მიღება არ შეიძლება.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
Natriumhydrogencarbonat შეუთავსებელია სამკურნალო საშუალებების დიდ ნაწილთან. Alkala “T”-ის მიღების დროს შარდის და კუჭის წვენის pH-ის მომატებულმა დონემ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სუსტი მჟავეების და ტუტეების რეზორბციასა და გამოყოფაზე. ფუნქციური ზემოქმედება შესაძლებელია გლუკო- და მინერალოკორტიკოიდებთან, ანდროგენებთან, კალიუმშემნახავ დიურეტიკებთან.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #20 ან #100
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი:: გამა, SANUM, გერმანია

გაფრთხილება