ლისტერია

ლისტერია (ლათ. Listeria) – გრამდადებითი ბაქტერიების გვარი. ზოგიერთი სახეობა არის ადამიანის და ცხოველის დაავადებების გამომწვევი.
სახელწოდება მომდინარეობს, ქირურგიული ანტისეპეტიკის დაამარსებლის, ჯოზეფ ლისტერის გვარიდან. ბაქტერიები აღმოჩენილია 1924 წელს მიურეის, ვების და შვანის მიერ.
Listeria-ს გვარის ბაქტერიებს აქვთ ჩხირისებრი, ბოლოში მომრგვალებული ფორმის უჯრედები, ზოგჯერ ჰგვანან კოკებს, განლაგდებიან ერთეულებად ან მოკლე ძეწკვების სახით, იშვიათად წარმოქმნიან გრძელ ძაფებს (0.4—0.5 × 0.5—2 მკმ).
ლისტერიები ახდენენ გლუკოზის ფერმენტირებას. კატალაზა დადებითებია. ოქსიდაზა უარყოფითები. წარმოქმნიან ციტოქრომებს. მჟავის მიმართ არამდგრადებია. არ წარმოქმნიან სპორებს და კაფსულებს. ფაკულტატური ანაერობებია, ქემოორგანოტროფები. დიდხანს ითვლებოდა, რომ ადამიანისათვის პათოგენურია მხოლოდ სახეობა – Listeria monocytogenes. თუმცა დაფიქსირებულია ადამიანის ინფიცირება შემდეგი სახეობებით: L. ivanovii  და L. seeligeri. L. ivanovii  აავადებს ცხოველებსაც. აღწერილია შემთხვევა, როცა ადამიანში L. Seeligeri გამოიწვია მწვავე ჩირქოვანი მენინგიტი, პაციენტს გამოჯანმრთელებიდან 1 წლის შემდეგ, განუვითარდა მძიმე ნევროლოგიური გართულებები (ეპილეფსია, ჰიდროცეფალია). ქოლანგიტის ფონზე, დაფიქსირდა  L. Innocua-ით გამოწვეული სეპტიცემიის შედეგად,  62 წლის ქალის გარდაცვალება. მოზრდილ პაციენტის ორგანიზმიდან გამოყოფილია ლისტერიას კიდევ ერთი სახეობა – L. Welschimeri.
Listeria monocytogenes-ი ადამიანის ორგანიზმში, ჩვეულებრივ შედის ნაწლავებიდან. სისხლის გზით გადადის სხვადასხვა ორგანოებში, უპირატესად ღვიძლსა და ელენთაში. აქ ისინი ურთიერთქმედებენ მაკროფაგებთან და უმრავლესობა იღუპება. გადარჩენილი ლისტერიები მრავლდება და ვრცელდება სისხლით, ორგანიზმის ქსოვილებსა და ორგანოებში. სადღეისოდ ლისტერიების ურთიერთქმედება ეუკარიოტულ უჯრდებთან და მისი შიდაუჯრედული გამრავლება კარგად არის შესწავლილი.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.